Jump to content
×
×
  • Create New...

ფოთის პორტს ნატოს ოთხი სამხედრო ხომალდი სტუმრობს


Recommended Posts

  • ფორუმელი

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ოთხი ხომალდი 15-18 მარტს საპორტო ვიზიტით ფოთის პორტს სტუმრობს. ხომალდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვა მასპინძლობს.

შენაერთის შემადგენლობაშია: საფლაგმანო ხომალდი CRISTOBAL COLON (ესპანეთი), REGINA MARIA (რუმინეთი), KEMALREIS (თურქეთი) და SMELI (ბულგარეთი). შენაერთს კონტრადმირალი მანუელ აგირე ალდერეგია ხელმძღვანელობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს ხომალდები  საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად ერთობლივ წვრთნებს განახორციელებენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ნატოს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია“, – განაცხადა შსს-მ 15 მარტს.

ნატოს გაერთიანებულმა საზღვაო ძალებმა (MARCOM) რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ნატოს ხომალდები შავ ზღვაში 12 მარტს შევიდნენ და ვიზიტის დასრულების შემდეგ, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი თავის საქმიანობას ხმელთაშუა ზღვაზე განაგრძობს.  

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი (SNMG2) შემოვიდა, რომლის შემადგენლობაში შედის საფლაგმანო ხომალდი CRISTOBAL COLON (ესპანეთი), REGINA MARIA (რუმინეთი), KEMALREIS (თურქეთი) და SMELI (ბულგარეთი). შენაერთს კონტრადმირალი მანუელ აგირე ალდერეგია ხელმძღვანელობს.

ფოთის პორტში სტუმრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე და შინაგან საქმეთ სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები დახვდნენ.

„ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია.

მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია“, – აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შენაერთის ვიზიტი საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება.

NATO-ს ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 18 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი წვრთნების დასრულების შემდგომ დატოვებენ.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Moor said:

მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია“, – აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

:lol:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   363 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 362 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(10)
    • Googlebot(3)