Jump to content
×
×
  • Create New...

„ლექტორების მუდმივ ტესტირებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია არ არის” – ნუნუ მიცკევიჩი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

განათლების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით,  კორონავირუსზე ლექტორების მუდმივ ტესტირებასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით რეკომენდაცია არ არის, თუმცა სამინისტრო  უმაღლესი სასწავლებლების ლექტორების 2 კვირაში ერთხელ ტესტირების საკითხზე მსჯელობს.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს შესაძლებლობას, დავბრუნდეთ აუდიტორიულ​ სივრცეებში. დღეიდან თითოეული დაწესებულება უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით აღადგინოს აუდიტორიული მეცადინეობა, საუბარია თეორიულ ნაწილზე სწავლა-სწავლების პროცესში. ჩვენ რეკომენდაციები მიწოდებული გვაქვს – როგორც მოგეხსენებათ თითოეული სტუდენტი და ლექტორი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას წესები. მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი, 1-ლი მარტიდან ლაბორატორიული კომპონენტი განახლდა და მას შემდეგ, მუდმივად ვაკვირდებით პროცესს. 15 მარტიდან შრომის ინსპექტირების წარმომადგენლებიც ერთვებიან. მართალია, უნივერსიტეტები საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტენ სწავლების მეთოდს, თუმცა როგორც ვიცით, მათ ჩაატარეს გამოკითხვა სტუდენტებთან და ეს არის საერთო საუნივერსიტეტო საზოგადოების გადაწყვეტილება. უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავს, რამდენად შეუძლია მოთხოვნების დაკმაყოფილება“, – აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა.

დღეიდან უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა.

ამავე თემაზე:

რა ფორმატით განაახლებენ სწავლას 15 მარტიდან უმაღლესი სასწავლებლები – უნივერსიტეტების გადაწყვეტილება

აჭარის სამმა უნივერსიტეტმა სწავლის დისტანციურად გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო

წყარო: ტელეკომპანია იმედი

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   197 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 196 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Facebookexternalhit(2)
    • Chrome(10)
    • ASIA
    • YandexBot(23)
    • Googlebot(2)