Guest Merlin Posted 15 მარტი, 2021 Posted 15 მარტი, 2021 განათლების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, კორონავირუსზე ლექტორების მუდმივ ტესტირებასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით რეკომენდაცია არ არის, თუმცა სამინისტრო უმაღლესი სასწავლებლების ლექტორების 2 კვირაში ერთხელ ტესტირების საკითხზე მსჯელობს. „ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს შესაძლებლობას, დავბრუნდეთ აუდიტორიულ სივრცეებში. დღეიდან თითოეული დაწესებულება უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით აღადგინოს აუდიტორიული მეცადინეობა, საუბარია თეორიულ ნაწილზე სწავლა-სწავლების პროცესში. ჩვენ რეკომენდაციები მიწოდებული გვაქვს – როგორც მოგეხსენებათ თითოეული სტუდენტი და ლექტორი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას წესები. მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი, 1-ლი მარტიდან ლაბორატორიული კომპონენტი განახლდა და მას შემდეგ, მუდმივად ვაკვირდებით პროცესს. 15 მარტიდან შრომის ინსპექტირების წარმომადგენლებიც ერთვებიან. მართალია, უნივერსიტეტები საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტენ სწავლების მეთოდს, თუმცა როგორც ვიცით, მათ ჩაატარეს გამოკითხვა სტუდენტებთან და ეს არის საერთო საუნივერსიტეტო საზოგადოების გადაწყვეტილება. უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავს, რამდენად შეუძლია მოთხოვნების დაკმაყოფილება“, – აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა. დღეიდან უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა. ამავე თემაზე: რა ფორმატით განაახლებენ სწავლას 15 მარტიდან უმაღლესი სასწავლებლები – უნივერსიტეტების გადაწყვეტილება აჭარის სამმა უნივერსიტეტმა სწავლის დისტანციურად გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო წყარო: ტელეკომპანია იმედი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა