Jump to content
×
×
  • Create New...

გამოცდების ცენტრის კიდევ ერთი შეხსენება აბიტურიენტებს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 31 მარტამდე გაგრძელდება. გამოცდების ცენტრი კიდევ ერთხელ აქვეყნებს რეკომენდაციებს, რაც აბიტურიენტებმა საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას უნდა გაითვალისწინონ:

  • აკრედიტებულია თუ არა პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);
  • აკრედიტაციის ვადები;
  • გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
  • მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი (კოეფიციენტების მინიჭებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად ან ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს. საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება);
  • საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური;
  • რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლება ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი ასევე ახსენებს აბიტურიენტებს, რომ მათთვის რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. რეგისტრაციის ძირითად ეტაპზე აბიტურიენტმა სარეგისტრაციო გრაფაში უნდა ჩაწეროს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა შესაძლებელია 15 აპრილის 18:00 საათამდე. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანას კი აბიტურიენტები შეძლებენ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღის ბოლომდე.

ამავე თემაზე:

რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა ან სტუდენტმა გადაწყვეტილების მიღებამდე – როგორ შევარჩიოთ სასწავლო პროგრამები

განახლებადი ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   138 all people including: 1 წევრი, 3 ანონიმური, 134 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(11)
    • Chrome(24)
    • Facebookexternalhit(3)
    • KOMBLE