Jump to content
×
×
  • Create New...

ბრიტანეთის საბჭო აგრძელებს ფასილიტატორობის მსურველთა განაცხადების მიღებას


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ბრიტანეთის საბჭო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად აგრძელებს “მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო” პროექტის ფასილიტატორობის მსურველთა განაცხადების მიღებას.

ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტანდარტების განვითარებისა და დანერგვის პროგრამის ხელმძღვანელს, ინგლისური ენის სწავლების ექსპერტს, ნონა პოპიაშვილს.

– როგორც ვიცით, უკვე დაწყებულია განაცხადების მიღება, ვიდრე კონკრეტულ საკითხებზე გადავიდოდეთ, გთხოვთ შეგვახსენოთ რას წარმოადგენს ეს პროექტი?

ნონა პოპიაშვილი: პროექტი დავიწყეთ 2021 წლის 15 თებერვალს, როცა ბრიტანეთის საბჭომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თანამშრომლობის სამმხრივი შეთანხმება გააფორმა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ 18 თვის განმავლობაში პილოტირებას გავუწევთ ინგლისური ენის მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების შექმნასა და მუშაობას ბრიტანეთის საბჭოს Future English Online Teacher Community პლატფორმაზე. ეს შესაძლებლობას მოგვცემს გამოვცადოთ უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერის ახალი სისტემები ქართულ რეალობაში და ამასთან ერთად, განვახორციელოთ მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების პლატფორმის მოდელის წარმატებული ელემენტებისა და მახასიათებლების ინტეგრირება “განათლების e-სახლის” ერთიანი ეროვნული პლატფორმის სტრუქტურაში, ყველა საგნობრივი მიმართულებით.

– რა გაფიქრებინებთ, რომ აღნიშნული პროექტი წარმატებული იქნება საქართველოში?

ნონა პოპიაშვილი: მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდამჭერი აქტივობების შეთავაზებაა. მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა დაგვანახა, რომ სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება, ონლაინ და დისტანციური სწავლების კომპონენტის გაძლიერება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. იკვეთება მასწავლებელთათვის პროფესიული განვითარების ონლაინ შესაძლებლობების შეთავაზების აუცილებლობა. ბრიტანეთის საბჭოს გამოცდილება, უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებზე მუშაობის კუთხით ცხადყოფს, რომ ქართველი მასწავლებლები უპირატესობას ანიჭებენ უწყვეტი პროფესიული განვითარების იმ მოდელს, რომელიც ორიენტირებულია მასწავლებლებს შორის გამოცდილებისა და იდეების გაზიარებაზე. ლესტერის უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, „მასწავლებელთა სამუშაო ჯგუფები (TAG), რომლებსაც ბრიტანეთის საბჭოს საგანმანათლებლო ჰაბები მასპინძლობს, პოპულარობით სარგებლობენ მასწავლებლებში, რადგან ამ ჯგუფებში ჩართულ მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე შეარჩიონ მათთვის საინტერესო აქტივობები და თემები. კოლეგებთან თანამშრომლობით დაგეგმონ გაკვეთილები, აქტივობები და პროექტები; გაუზიარონ ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება”.

ჩვენს მიერ ბრიტანეთის საბჭოსთან ერთობლივად განხორციელებული პროექტები, რომელთა შორისაც განსაკუთრებით გამოვყოფდი ბოლო ორს: „ტექნოლოგიების გამოყენება ინგლისური ენის გაკვეთილზე“ და „პროექტზე დაფუძნებული სწავლება ინგლისური ენის გაკვეთილზე“, და, რაც მთავარია, მიღებული შედეგები და უკუკავშირი მაფიქრებინებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ასევე, იმ ხანგრძლივი ორგანიზაციული გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინებით, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს გააჩნია ინგლისური ენის მასწავლებლების ონლაინ პროფესიული განვითარების კუთხით, მიმდინარე პროექტიც ანალოგიურად წარმატებული იქნება.

– გთხოვთ განგვიმარტოთ რას თავაზობს პორტალი ფასილიტატორებს და რა უპირატესობა შეიძლება მიენიჭოთ იმ პედაგოგებს, რომლებიც ფასილიტატორებად იქნებიან შერჩეული?

ნონა პოპიაშვილი: ვფიქრობ, მასწავლებლებისთვის საინტერესო გამოცდილება იქნება პორტალზე ფასილიტატორის ფუნქციის შესრულება. დავიწყოთ იმით, რომ შერჩეულ კანდიდატებს ბრიტანეთის საბჭოს ექსპერტები დასაწყისშივე მოამზადებენ ჯერ მიზნობრივი ტრენინგის საშუალებით, შემდეგ კი, 3 თვის განმავლობაში, მათ მუშაობას ბრიტანელი მოდერატორები გაუწევენ მონიტორინგს, რაც ნიშნავს მუდმივ მხარდაჭერას, მათი ფასილიტაციის უნარების გაძლიერებას და პროფესიულ განვითარებას. დიდი იმედი გვაქვს, რომ შერჩეული ფასილიტატორების გუნდი, საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდება პროფესიონალების გუნდად, რომელიც შემდგომშიც განახორციელებს ინგლისური ენის მასწავლებელთა ონლაინ უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და მთელი ქვეყნის მაშტაბით მსგავსი პროფესიული პრაქტიკის სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მასწავლებელთა მონაწილეობის კულტურის ზრდის მხარდაჭერას.

გასათავლისწინებელია ისიც, რომ პლატფორმაზე განხორციელებული ყველა პროფესიული აქტივობა, ფორუმების წარმართვა, გავლილი თუ ჩატარებული ვებინარები ან სატრენინგო კურსები ფასილიტატორებს, ისევე როგორც პორტალზე დარეგისტრირებულ მასწავლებლებს უღიარდებათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მასწავლებლის ვალდებულებების ნაწილში. შესაბამისად, მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოებაში ჩართვა განაპირობებს ფასილიტატორთა კარიერული წინსვლას და დაეხმარება საკუთარი პროფესიული განვითარების სტატუსის ამაღლების პროცესში.

– როგორც ჩვენთვის ცნობილია სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება დღეისთვის პრიორიტეტულია, არის თუ არა პროექტი დაკავშირებული ამ მიმართულებით წარმატების მიღწევაში?

ნონა პოპიაშვილი: როგორც უკვე აღვნიშნეთ, პორტალის ერთერთი უმთავრესი ფუნქცია მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების ჩამოყალიბებაა, იმგვარი ერთობის, სადაც მასწავლებლები არა უბრალოდ მომხმარებლების და სერვისების მიმღების როლში არიან, არამედ თავად ასრულებენ გადამწყვეტ როლს საკუთარი გამოცდილების, იდეებისა და აქტივობების გაზიარების გზით. ინგლისური ენის მასწავლებლები პორტალზე გადანაწილდებიან სკოლების და რეგიონის მიხედვით შექმნილ ჯგუფებში. შესაბამისად, ერთი სკოლის და ასევე, მეზობელი სკოლების წარმომადგენლებს მუდმივად ექნებათ საშუალება ფასილიტატორის დახმარებით განიხილონ ახლი კონცეფციების, მიდგომებისა და მეთოდების გამოყენების შესაძლებლობა და გამოცდილება. ასევე, გამოცადონ მოსწავლეზე ორიენტირებული აქტივობები საკუთარ პრაქტიკაში, და შემდეგ კოლეგებს გაუზიარონ გამოცდილება. მიიღონ უკუკავშირი კოლეგებისა თუ ფასილიტატორისგან. მჯერა, რომ პორტალზე განხორციელებულ აქტივობებში მონაწილეობა წაახალისებს თანამშრომლობითი სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, სადაც მასწავლებლები ითანამშრომლებენ სწავლებისა და კლასის მართვის გაუმჯობესების მიზნით, მოახდენენ სწავლა-სწავლების სხვადასხვა ასპექტის ანალიზს და კოლეგებთან თანამშრომლობით დასახავენ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების გზებს. მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – ეს საერთო ღირებულებებისა და ინტერესების მატარებელი პროფესიონალების ერთობაა, რომელთა მიზანსაც სწავლა-სწავლების გაუმჯობესება წარმოადგენს.

– დავუბრუნდეთ უშუალოდ განაცხადების შევსების პროცესს, რას ურჩევდით იმ პედაგოგებს, ვისაც სურთ განაცხადების შემოტანა?

ნონა პოპიაშვილი: პირველ რიგში, ფასილიტატორობის მსურველები უნდა ასწავლიდნენ ინგლისურს საჯარო, ან კერძო სკოლებში და სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ ინგლისურ ენაზე. ამასთან, ყურადღება მიაქციონ სამოტივაციო წერილს, სადაც აუცილებლად უნდა აისახოს მათი ინტერესი და ხედვა უწყვეტი პროფესიული განვითარების შესახებ.

– კიდევ ერთხელ რომ შეგვახსენოთ სად შეიძლება მიიღონ მსურველებმა დეტალური ინფორმაცია კრიტერიუმებზე, განაცხადის მიღების პროცედურასა და უშუალოდ პროექტზე?

ნონა პოპიაშვილი: დაინტერესებულმი პედაგოგები უნდა ეწვიონ პროექტის ვებგვერდს, ყურადღებით გაეცნონ ფასილიტატორთა სამუშაოს აღწერილობას და მოვალეობებს, ასევე იმ ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადის შემოტანის მსურველი შემდეგ დოკუმენტში „Role Profile for OTC Georgia Facilitators“, რომლებიც განთავსებულია ბრიტანეთის საბჭოს შესაბამის ვებგვერდზე.

მსურველებმა უნდა შეავსოთ ონლაინ სააპლიკაციო განაცხადის ფორმა, არაუგვიანეს 2021 წლის 21 მარტისა.

„მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო” პროექტის ფასილიტატორობის მსურველთა კონკურსი გამოცხადდა

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   16 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 15 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • Googlebot(2)
    • YandexBot(4)
    • Evaoaw