Jump to content
×
×
  • Create New...

რუსეთს სურს დეპორტირებულ ქართველებს კომპენსაცია ევროპის საბჭოს მეშვეობით გადაუხადოს


Recommended Posts

  • ფორუმელი

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1 398-ე შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, მინისტრთა მოადგილეები მიესალმნენ რუსეთის ხელისუფლების განცხადებას, რომ მისი სურვილია რუსეთიდან მასობრივად დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს კომპენსაციები და დარიცხული პროცენტი გადაუხადოს და ამ საქმეში შუამავლად ევროპის საბჭო გამოიყენოს.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის იანვარში დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას უკავშირდება, 10 მილიონი ევროს კომპენსაცია უნდა გადაიხადოს. კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა.

გამოხატეს რა „ღრმა შეშფოთება“, რომ რუსეთს კომპენსაცია ჯერაც არ გადაუხდია, მინისტრთა მოადგილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მნიშვნელოვანია, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებმა „სწრაფად წაიწიონ წინ“ და ხელი მოაწერონ ურთიერთგაგების მემორანდუმებს, რაც კომპენსაციის გადახდას უზრუნველყოფს.

მინისტრთა მოადგილეებმა გადაწყვიტეს, რომ საკითხის განხილვა 1 406-ე შეხვედრაზე განაახლონ (2021 წლის ივნისში) იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება მათ 2021 წლის 15 აპრილისთვის წარუდგენს.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   134 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 133 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(26)
    • YandexBot(14)
    • Googlebot(2)
    • Facebookexternalhit(3)
    • t-90