Guest Georgia Posted 13 მარტი, 2021 Posted 13 მარტი, 2021 ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი 7:6, 6:2 დაამარცხა და კარიერაში ATP-ის მეოთხე ტიტული მოიპოვა. საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალამდე რთული გზა გაიარა: დაამარცხა ჯონ მილმანი, მალეკ ჯაზირი, ტეილორ ფრიტცი. ბასილაშვილისთვის და ქართული სპორტის გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული გამოდგა მეოთხედფინალური შეხვედრა, რომელშიც ბასილაშვილმა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი დაამარცხა. დოჰას ტურნირზე გამარჯვებით ბასილაშვილმა 250 სარეიტინგო ქულა მოიპოვა. Euronews Georgia Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა