Jump to content
×
×
  • Create New...

მაიჯიპიესის 800 000 იანი ტენდერი


Recommended Posts

  • ფორუმელი
მაიჯიპიესის 800 000 იანი ტენდერი admin Sat, 03/13/2021 - 15:37

ბათუმის ცენტრალ პარკის გასანათებლად 800 ათასი ლარის სახელმწიფო შესყიდვაში კომპანია "მაიჯიპიესმა" გაიმარჯვა, მისი კონკურენტი კი შპს "განათება" იყო.

შპს "განათება" ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი თოფურიძის ძმის ბიზნესია, რომელიც აქამდე ყველა ტენდერს უკონკურენტოდ იგებდა, "მაიჯიპიესის” გამარჯვება პოლიტიკურ შემოწირულობას ემთხვევა.

 "მაიჯიპიესმა” ჯამში 16 მილიონის ღირებულების 45 სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვა, აქედან 32-ში უკონკურენტოდ და აგრეთვე 3.4 მილიონის 77 პირდაპირი შესყიდვა უფიქსირდება.

ბათუმის ცენტრალური პარკის განათებების შესყიდვაზე 790,000 ლარიანი ტენდერი ბათუმის მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობას 2 კომპანია, შპს "განათება" და შპს "მაიჯიპიესი" იღებდნენ.

ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მსხვილმასშტაბიანი განათების მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერებს შორის, ეს პირველია, რომელშიც ბათუმის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი თოფურიძის ძმის, ნიკოლოზ თოფურიძის შპს "განათებამ" წააგო – იმ ფონზე, როდესაც დეპუტატის ძმის 2 კომპანია "განათება" და "აჭარგანათება" ტენდერებში წლებია უკონკურენტოდ იმარჯვებენ.

თუმცა ბათუმის პარკის ახალ განათებებს მაინც "ქართული ოცნების" შემომწირველის, თემურ მატუას შპს "მაიჯიპიესი" დაამონტაჟებს. მატუამ 2020 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ მმართველ პარტიას 60,000 ლარი შესწირა. თემურ მატუა "მაიჯიპიესში" 20%-იან წილს ფლობს, მიხელ ჩაკაბერიასთან (40%) და დავით ჭიჭინაძესთან (40%) ერთად.

კომპანია "მაიჯიპიესი" 2007 წლიდან ქართულ ბაზარზეა. კომპანიას საკმაოდ წარმატებული მოღვაწეობის ისტორიაა აქვს, მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი მეწილე, არჩევნებამდე 1 თვით ადრე ქართულ ოცნებას 60,000 ლარს სწირავს და ემთხვევა ძვირადღირებულ სახელმწიფო შესყიდვაში უკონკურენტო შპს "განათების" დამარცხებას.

ბათუმის პარკის განათების მოწყობის ტენდერში ყურადღებას იპყრობს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვალდებულებები. მაგალითად, "მაიჯიპიესი" ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას უზრუნველყოს უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი სამუშაო პირობები, ამასთან, დაზღვეული უნდა იყოს მუშა-მომსახურე პერსონალი, თუმცა "მაიჯიპიესის" მიერ ელექტროობასთან მომუშავე მუშახელის დაზღვევა არცერთი დოკუმენტით არ დასტურდება.

ასევე, "მაიჯიპიესის" მხრიდან, გარდა გაფორმებული ხელშეკრულებისა, არც ერთი დოკუმენტი არ ადასტურებს სატენდერო დავალებით მოთხოვნილ, გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმადე დაყვანის ვალდებულებას.

ელ-განათების ლითონის ბოძებზე, რომელსაც "მაიჯიპიესს" ქვეკონტრაქტორი "მიტაშ ინდუსტრი" მიაწვდის 5 წლიანი გარანტია ექნება. ნეონის ლენტისა და სხვა მანათობელი მოწყობილობების გარანტია კი 2 წელია.

"მაიჯიპიესმა" 144 მილიონიანი, ბათუმის UEFA-ს სტანდარტების ფეხბურთის სტადიონი ბუნებრივი ბალახის ზრდის სანათით ე.წ. "ხელოვნური მზით" უნდა უზრუნველყოს. "მაიჯიპიესი" ერთ სანათში 1,465,000 ლარს აიღებს. ტენდერში მონაწილე შპს "SOFTMASTER”-მა სანათში 90 ათასი ლარით ნაკლები შესთავაზა, თუმცა ხელშეკრულება მაინც "მაიჯიპიესთან" გაფორმდა.

კონკურსში მონაწილეობდა "ანაგიც". კომპანიამ სატენდერო ვაჭრობისას "ხელოვნურ მზეში" ყველაზე მაღალი 1,640,000 ლარი მოითხოვა. ბათუმის სტადიონის მშენებლობაში "ანაგმა" 144 მლნ ლარი სახელმწიფოსგან უკვე აიღო.

საყურადღებოა ისიც, რომ თუ "მაიჯიპიესს" ტენდერებში კონკურენტი არ ჰყავს და შესაბამისად დაბალი ფასის შეთავაზებაზე ვაჭრობა არ მიმდინარეობს, კონკურენციის არქონის პირობებში "მაიჯიპიესი" შეთავაზებულ ფასს არ აკლებს, ამიტომ, სახელმწიფო თანხებს ვერ ზოგავს, მეტიც, ხშირია შემთხვევა, როდესაც შეთანხმებული სახელშეკრულებო თანხა მოულოდნელად იზრდება.

წყარო:

ტენდერები: https://www.scribd.com/.../%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1...

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-03/160034737_2907009856241112_7855787042742983099_o.jpegმარტი 2021 2021 Author ანა ნიქაბაძე

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   137 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 137 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(14)
    • Chrome(15)
    • Facebookexternalhit(3)
    • Googlebot(4)