Jump to content
×
×
  • Create New...

JPMorgan Chase-ი კრიპტოვალუტის სექტორთან დაახლოებას განაგრძობს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

jpmorgan-chase-dimon-earnings-300x169.jp

ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიაში შეტანილი განაცხადის თანახმად, JPMorgan Chase–მა შეიმუშავა ახალი სესხის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს სამომხმარებლო კალათაში არსებულ კრიპტოვალუტებზე წდომა ჰქონდეთ.

ამჯერად კალათაში 11 კრიპტოვალუტაა ხელმისაწვდომი, რომელიც რეგისტრირებული და ლეგალურია შტატების ტერიტოტიაზე.

კრიპტოვალუტები ხელმისაწვდომი გახდება ისეთი სანდო კომპანიების გავლით, რომლებიც დაადასტურებენ და უზრუნველყოფენ მათ უსაფრთხოებას. ეს კომპანიებია: MicroStrategy-ი, რომლის ბალანსზეც 91,064 ბიტკოინი ირიცხება, ასევე Square და Riot Blockchain-ი. აღსანიშნავია, რომ ამ ორ კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ბიტკოინზე.

ასევე კალათის შეთავაზებაში მონაწილეობენ Nvidia Corporation-ი და PayPal Holdings-ი. Advanced Micro Devices-ი, Taiwan Semiconductor Company, Intercontinental Exchange-ი, CME Group-ი, Overstock.com-ი და Silvergate Capital-ი.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში JPMorgan Chase-ის თანამმართველმა, დენიელ პინტომ განაცხადა, რომ თუკი ბიტკოინზე მოთხოვნა გაიზრდებოდა, კომპანია კრიპტოვალუტის სისტემაში ინტეგრაციას მოახდენდა.

”თუ დროთა განმავლობაში შეიქმნება აქტივების კლასი, რომელსაც გამოიყენებენ მენეჯერები და ინვესტორები, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ პროცესში ჩართულები. მოთხოვნა ჯერ არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მალე იქნება”,-აღნიშნა დენიელ პინტომ.

The post JPMorgan Chase-ი კრიპტოვალუტის სექტორთან დაახლოებას განაგრძობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   214 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 213 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • ASIA
    • YandexBot(22)
    • Facebookexternalhit(2)
    • Googlebot(1)