Jump to content
×
×
  • Create New...

ეკონომიკის მინისტრი: ნამახვანის კაშხალი და წყალსაცავი უსაფრთხოებაზე დამატებით შემოწმებას გაივლის


Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ 12 მარტს განაცხადა, რომ მთავრობამ შეთანხმებას მიაღწია ინვესტორთან, რომ ნამახვანჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა გადაიდოს, სანამ პროექტის უსაფრთხოების დამატებითი შესწავლა არ მოხდება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაიქირავებს დამოუკიდებელ, ხალხის „ნდობით აღჭურვილ“ ექსპერტებს, მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველ სპეციალისტებს და ინსტიტუტებს, რომლებიც მშენებლობის მოწინააღმდეგე ადგილობრივებისა და აქტივისტების წუხილებს „საბოლოოდ წერტილს დაუსვამენ“.

თურნავამ ასევე განაცხადა, რომ მთავრობა და ინვესტორი შეთანხმდნენ, რომ შეიქმნას „რიონის ხეობის განვითარების ფონდი“, რომელიც, მთლიანობაში, 5 მილიონი ლარის ოდენობის ფონდი იქნება და ის მხარს დაუჭერს და დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო პროექტს. მისივე თქმით, ფონდის მართვაში სათემო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანიასთან მიღწეული შეთანხმებით, დაინიშნება მშენებლობის ქართველი დირექტორი, რომელიც „გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს“. „ამით ჩვენ მეტ გარანტიას უზრუნველვყობთ, რომ იქ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უფლებები იყოს ბოლომდე დაცული, ასევე მოსახლეობასთან შედგეს სწორი კომუნიკაცია და პროექტის უსაფრთხოება იყოს დაცული“, – დაამატა მან.

გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავასა და გარემოს დაცვის მინისტრს, ლევან დავითაშვილს ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილას ჩასვლა და მოსახლეობის „წუხილების“ მოსმენა დაავალა. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ნაწილი უკვე 140 დღეზე მეტია, რაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამახვანში, ჰესის მშენებლობის სიახლოვეს, კარვებში მორიგეობს, რათა მშენებლობის პროცესს ხელი შეუშალოს.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგენი ამბობენ, რომ ხეობაში სამუშაოები საკმარისი კვლევისა და რისკების სათანადო შეფასების გარეშე დაიწყეს, მათ შორის, შესაბამისად არ შესწავლილა სეისმური რისკები. ისინი შეშფოთებას გამოხატავენ კონტრაქტის იმ პირობების გამოც, რაც საშუალებს მისცემს ინვესტორს, რომ მათი კერძო საკუთრების კონფისკაცია მოახდინოს და ბუნებრივი რესურსები გამოიყენოს.

აქტივისტების პასუხი

მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მარიტა მუსელიანმა აღნიშნა, რომ ჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა ჯერ არც დაწყებულა, თუმცა აქტივისტები ინვესტორის მიერ განხორციელებულ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს აპროტესტებდნენ, რომელთა განხორციელებაც, თურნავას თქმით, კვლავ გაგრძელდება.

რაც შეეხება ერთობლივ განვითარების ფონდს, მუსელიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო კონტრაქტი ინვესტორთან ისედაც ითვალისწინებს სოციალური პროექტების განხორციელებას.  „ცოტა უხერხული ხომ არ არის 5 მილიონი ლარის თანხის დასახელება რაღაც გაუგებარი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტისთვის“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამგვარი განცხადება ფულის „შემოთავაზებას“ ჰგავს.

პროექტის შესახებ

საქართველოს მთავრობამ თურქული კომპანია „ენკას“ და ნორვეგიულ ჯგუფ „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ იმერეთსა და ლეჩხუმში „ნამახვანი ჰესების კასკადის“ მშენებლობის, ფლობისა და მართვის უფლება 2019 წელს მიანიჭა.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი მდინარე რიონზე ორ – 333 და 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესს მოიცავს. 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „მსხვილი უცხოური ინვესტიციით“, მთავრობას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისა და 1 600-მდე ადამიანის დასაქმების იმედი აქვს.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   191 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 189 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(8)
    • Safari(1)
    • t-90
    • Googlebot(1)