Guest Merlin Posted 12 მარტი, 2021 Posted 12 მარტი, 2021 აქტივების მართვისა და დაზღვევის სფეროში ისრაელის უმსხვილესმა ფირმამ Altshuler Shaham, Grayscale Bitcoin Trust-ში (GBTC) 100 მილიონი დოლარი ჩადო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო კომპანიამ, რომლის განკარგულებაში დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის აქტივებია, Grayscale Bitcoin Trust-ში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ინვესტირება გასული წლის მეორე ნახევარში მოხდა, როდესაც ბიტკოინის ფასი დაახლოებით 21000$-ს შეადგენდა. Grayscale Bitcoin Trust-ი 2013 წელს დაარსდა და წარმოადგენს მსოფლიოში ბიტკოინის უმსხვილეს ტრასტს , რომელიც ინვესტორებს პირველ კრიპტოვალუტასთან წვდომას სთავაზობს. ამჟამად Grayscale 42.1 მილიარდი დოლარის აქტივებს მართავს. წყაროს ცნობით, გარდა Grayscale-ის აქციების შეძენისა, Altushler-მა ისრაელში ზოგიერთი ICO-ს მიმართ ყურადღება ჯერ კიდევ 2017 წელს გამოიჩინა. „Altushler-ს აქვს ალტერნატიული აქტივების განყოფილება, რომელიც ეთერიუმისა და ბიტკოინის საფულეებს ფლობს. ის აქტიური იყო წარსულში და ახლა კვლავ ეცნობა ინდუსტრიას.“ როგორც ჩანს, Grayscale-ს შეეძლება მომხმარებელს მეტი ციფრული ვალუტის პროდუქტი შესთავაზოს. რამდენიმე დღის წინ, ETF მიმართულების განვითარებისთვის, კომპანიამ 9 ვაკანსია გამოაცხადა. ეს მეტყველებს კომპანიის გეგმებზე შექმნას კრიპტოვალუტის საბირჟო ფონდები. ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ Grayscale-მა Grayscale Bitcoin Trust-სა და Digital Large Cap Fund-ში (GDLC) ინვესტიციები შეაჩერა. სავარაუდოდ, ეს ზემოთხსენებული ფონდების აქციების კურსის ვარდნას უკავშირდება. წყარო: https://www.coindesk.com The post საინვესტიციო გიგანტმა Altshuler Shaham GBTC-ში 100 მილიონი დოლარი დააბანდა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა