Guest Merlin Posted 12 მარტი, 2021 Posted 12 მარტი, 2021 პირველი აპრილიდან თბილისის მოსწავლეებისთვის ლურჯი მიკროავტობუსები უფასო იქნება, სტუდენტები და სკოლების და ბაღების მასწავლებლები კი, შეღავათებით ისარგებლებენ. პირველი აპრილიდან ლურჯი მიკროავტობუსები დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული გადახდის სქემაში ჩაერთვება და ტარიფები და შეღავათები მეტროსა და ავტობუსებში აქამდე არსებულ წესების მსგავსი იქნება. თბილისის საკრებულომ შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები უკვე განახორციელა, მათ შორისაა მიმართვა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის, რომელმაც მერიის შესაბამის სტრუქტურებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებში არსებული მონაცემები უნდა მიაწოდოს, რომ შემდეგ მათზე სამგზავრო შეღავათები გავრცელდეს. პირველი აპრილიდან, ლურჯ მიკროავტობუსებში, რომელ მარშრუტებზეც მგზავრობის ტარიფი 80 თეთრი ღირდა – 50 თეთრი გახდება. მგზავრს შეეძლება ერთი გადახდით საათნახევრის განმავლობაში უფასოდ იმგზავროს მეტროთი, ავტობუსით და ახლა უკვე ლურჯი მიკროავტობუსით. „ტარიფის შემცირებასთან ერთად, ამუშავდება საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ გადაადგილების სქემა, თუ აქამდე ეს მხოლოდ ავტობუსზე და მეტროზე ვრცელდებოდა, რეფორმის ფარგლებში ამას დაემატება ლურჯი მიკროავტობუსებიც. ასევე ყველა ის შეღავათი რომელიც არსებობდა და რომლითაც სარგებლობდნენ მომხმარებლები, შესაძლებელი იქნება გამოიყენონ მიკროავტობუსებშიც. რა თქმა უნდა ეს მოხდება იმის ხარჯზე, რომ ჩვენ მოსახლეობას დავუსუბსიდირებთ მგზავრობას”, – განაცხადა თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა “საქმიანი დილის“ ეთერში. ამ დროისთვის შეღავათიანი სატრანსპორტო ტარიფები განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის დედაქალაქში ასეა განაწილებული: უფასოდ მგზავრობენ თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები, 20 თეთრს იხდიან სტუდენტები, სკოლამდელი აღზრდისა და საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, მათ შორის მანდატურები, დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები. 20-თეთრიანი ტარიფით მგზავრობენ ასევე საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა