Jump to content
×
×
  • Create New...

დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ყვავილის საჯარო სკოლა გაუქმდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ყვავილის საჯარო სკოლა უქმდება და ის დუშეთის #1საჯარო სკოლას შეუერთდება. სკოლების რეორგანიზაციის შესახებ, ბრძანება განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა გამოსცა.

დოკუმენტში საუბარია, რომ სკოლების რეორგანიზაციის პროცესი 2021 წლის 16 მარტს დასრულდება.

„განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვავილის საჯარო სკოლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის №1 საჯარო სკოლის რეორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვავილის საჯარო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის №1 საჯარო სკოლასთან მიერთების გზით. რეორგანიზაციის პროცესი დასრულდეს 2021 წლის 16 მარტს“, -ვკითხულობთ მინისტრის ბრძანებაში.

სკოლების ოფიციალურ კატალოგში ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, სოფელ ყვავილის საჯარო სკოლაში არ ირიცხება არც ერთი მოსწავლე და დაფიქსირებულია მხოლოდ ერთი მასწავლებელი.

რაც შეეხება ვაჟა ფშაველას სახელობის დუშეთის #1 საჯარო სკოლას, აღნიშნულ დაწესებულებაში ამჟამად 487 მოსწავლე სწავლობს და მოღვაწეობს 39 მასწავლებელი.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   246 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 245 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Googlebot(2)
    • Facebookexternalhit(1)