Guest Merlin Posted 12 მარტი, 2021 Posted 12 მარტი, 2021 დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ყვავილის საჯარო სკოლა უქმდება და ის დუშეთის #1საჯარო სკოლას შეუერთდება. სკოლების რეორგანიზაციის შესახებ, ბრძანება განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა გამოსცა. დოკუმენტში საუბარია, რომ სკოლების რეორგანიზაციის პროცესი 2021 წლის 16 მარტს დასრულდება. „განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვავილის საჯარო სკოლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის №1 საჯარო სკოლის რეორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვავილის საჯარო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის №1 საჯარო სკოლასთან მიერთების გზით. რეორგანიზაციის პროცესი დასრულდეს 2021 წლის 16 მარტს“, -ვკითხულობთ მინისტრის ბრძანებაში. სკოლების ოფიციალურ კატალოგში ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, სოფელ ყვავილის საჯარო სკოლაში არ ირიცხება არც ერთი მოსწავლე და დაფიქსირებულია მხოლოდ ერთი მასწავლებელი. რაც შეეხება ვაჟა ფშაველას სახელობის დუშეთის #1 საჯარო სკოლას, აღნიშნულ დაწესებულებაში ამჟამად 487 მოსწავლე სწავლობს და მოღვაწეობს 39 მასწავლებელი. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა