Jump to content
×
×
  • Create New...

საქართველო მიგრაციის ევროპულ ქსელს დამკვირვებელ წევრად შეუერთდა


Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველო მიგრაციის ევროპულ ქსელის დამკვირვებელი წევრი გახდა. ის მოლდოვასთან ერთად პირველი ქვეყანა იქნება ქსელში, რომელიც ევროპის ეკონომიკური სივრციდან არ არის.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ 11 მარტს განაცხადა, რომ ქსელში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგანაც „წარმატებულად“ ის იკვლევს მიგრაციის თანამედროვე ტენდენციებსა და მათზე რეაგირების გზებს და ასევე ხელს უწყობს ანალიზისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარებას. მისივე თქმით, ეს ყველაფერი საქართველოს მიგრაციის მართვის სისტემის განსავითარებლად არის საჭირო.

ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, მონიკ პარიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს გაწევრიანება ქსელს მიცემს საშუალებას „ახალ პარტნიორებს გავუზიაროთ მიგრაციის მართვის საუკეთესო ევროპული გამოცდილება და, ამასთან, უკეთ გავიაზროთ მიგრაცია კავკასიური პერსპექტივიდან“.

მიგრაციის ევროპული ქსელი ევროკომისიამ ევროპული საბჭოს დავალებით 2008 წელს დაარსა. მისი მიზანია მიგრაციასთან და ლტოლვილებთან დაკავშირებით საკითხებზე ინფორმაციის გაცვლა და მასში წარმოდგენილი არიან ეროვნული საკონტაქტო პირები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ნორვეგიიდან.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share