Jump to content
×
×
  • Create New...

PayPal-მა სტარტაპ Curv-ის შესყიდვა დაადასტურა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

კომპანია PayPal-მა ისრაელური სტარტაპის, Curv-ის შესყიდვა დაადასტურა. საგადასახადო სერვისების გიგანტისთვის ეს პირველი შენაძენია ციფრულ აქტივებთან და კრიპტოვალუტებთან მომუშავე ფირმის სახით.

PayPal-ის ოფიციალურ პრესრელიზში ნათქვამია, რომ გარიგება 2021 წლის მეორე ნახევარში დასრულდება, თუმცა, არ ხმაურდება შენაძენის ღირებულება. Curv-ის კასტოდიალური სერვისის ინტეგრაცია PayPal-ს ციფრული აქტივების მიმართულების განვითარებაში დაეხმარება. Curv ბიზნესის შიგნით კრიპტოაქტივების შესანახად იქნება გამოყენებული, მასთან გარე კლიენტების წვდომა არ არის გათვალისწინებული. PayPal-ის პრესრელიზში ნათქვამია:

„2020 წლის ოქტომბერში PayPal -მა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების საზოგადოებას მომავლის ფინანსური სერვისებისა და ვაჭრობის სფეროში ციფრული ვალუტების როლის ფორმირებაში დაეხმარება. ამ დარგში ინოვაციისა და განვითარების უზრუნველყოფისთვის, კომპანიამ შექმნა ბლოკჩეინზე, კრიპტოვალუტებსა და ციფრულ აქტივებზე სპეციალიზირებული განყოფილება. Curv შეუერთდება ამ განყოფილების გუნდს და თავის ტექნიკურ ექსპერტიზას შესთავაზებს.“

დადის ხმები, რომ შენაძენის ღირებულებამ 200-დან 300 მილიონ დოლარამდე შეიძლება შეადგინოს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით კი Curv-ში 500 მილიონ დოლარს გადაიხდიან. Curv-ის სისტემა მრავალმხრივ გამოთვლებს ეფუძნება. როგორც Curv-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იტაი მალინჯერმა (Itay Malinger) აღნიშნა, რომ სწორედ ისრაელურმა სტარტაპმა წარადგინა პირველად სისტემა ამ ტექნოლოგიის გამოყენებით და მისი მზარდი პოპულარობა მისთვის ძალიან სასიხარულოა.

წყარო: https://bits.media

The post PayPal-მა სტარტაპ Curv-ის შესყიდვა დაადასტურა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   190 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 190 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(18)
    • YandexBot(13)
    • Facebookexternalhit(1)