Jump to content
×
×
  • Create New...

2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამოქალაქო განათლების გამოცდა არ ჩატარდება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებისთვის სამოქალაქო განათლების გამოცდა არ ჩატარდება, რადგან ის დამატებით საგნად არც ერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა არ აირჩია.

როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუმარტეს, უმაღლეს სასწავლებლებს დეკემბრამდე ჰქონდათ უფლება საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტების მისაღებად, დამატებით ჩასაბარებელი საგნები აერჩიათ. 2021 წლის ცნობარში ჩანს, რომ არც ერთ უნივერსიტეტს მისაღებ გამოცდებში სამოქალაქო განათლება მითითებული არ აქვს, სწორედ ამიტომ, ამ საგანში აბიტურიენტებისთვის არც კრებულია გამოქვეყნებული.

უნივერსიტეტების წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ მათ მისაღებ გამოცდებზე დამატებითი საგნები კონკრეტული პროგრამების მოთხოვნებიდან გამომდინარე აირჩიეს და მათ შორის სამოქალაქო განათლება ვერ მოხვდა.

მათ შორის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ხარისხის მართვის სამსახურში EDU.ARIS.GE-ს განუცხადეს, რომ მიმდინარე წელს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ საგნებს მიანიჭეს და დამატებითი საგნები არ მოუთხოვიათ.

„ჩვენ ავირჩიეთ ის საგნები, რომლებიც კონკრეტულად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ პროფესიის დასაუფლებლად და წინარე ცოდნის დასადგენად. შესაბამისად, ეს არის მათემატიკა ისეთ პროგრამებში, სადაც სტუდენტს სჭირდება აუცილებლად მათემატიკის ცოდნა. ეს არის ისტორია, ისეთ პროგრამებზე, სადაც მნიშვნელოვანია ისტორიის ცოდნა, თუმცაღა არის ისეთი მიმართულებები, სადაც შესაძლებლობაა, რომ ან ერთი ჩააბარონ, ან მეორე, შესაბამისი ადგილებია გამოყოფილი. ეროვნულ გამოცდები ჩვენთვის არის ინსტრუმენტი, რომ პროგრამაზე სტუდენტი ჩაირიცხოს ისეთი ცოდნით, რომელიც მას სჭირდება პროგრამაზე სწავლის დასაწყებად. დამატებით საგნებიდან ჩვენ არც ერთი საგანი არ გვაქვს მითითებული, მხოლოდ სავალდებულო საგნები გვაქვს ჩამონათვალში“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჯოჯუა.

გასულ წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფოს მიერ სამი სავალდებულო საგანია განსაზღვრული ესენია: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ისტორია ან მათემატიკა. უნივერსიტეტებს სურვილის მიხედვით განსაზღვრულ ვადაში აქვთ საშუალება ამ ჩამონათვალს კონკრეტულ პროგრამაზე მოსახვედრად დამატებითი საგანი დაამატონ, თუმცა მათი მხრიდან საგნების არჩევის ვადა უკვე დასრულებულია. აბიტურიენტებს კი, სასურველ პროგრამებზე საჭირო საგნების ჩამონათვალის ნახვა 2021 წლის საგამოცდო ცნობარში შეუძლიათ.

საგამოცდო კრებულები 2021 წლის აბიტურიენტებისთვის

აბიტურიენტის ცნობარი 2021

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   317 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 316 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(2)