Jump to content
×
×
  • Create New...

რა მოხდება თუ კრიზისის დროს ფასები პროდუქტებზე არ გაიზრდება?


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

1*Z_Vv_Liji_6QQmvRADZRBQ.jpeg

რა მოხდება თუ კრიზისის დროს ფასები პროდუქტებზე არ გაიზრდება? — ეს არის პირველივე შეკითხვა რომელზეც უნდა ვიწყებდეთ ფიქრს კრიზისის დროს ფასების გაზრდის მორალურობაზე. ამ საკითხზე საქართველოში პირველივე დაინფიცირებულის გამოჩენისთანავე დაიწყო. მეტიც, უმეტესობა დღემდე ღიად აცხადებს, რომ მათთვის მიუღებელია ხედავდეს თუ რამდენად სწრაფად იმატებს ფასები საბაზისო და ხშირად პანდემიის დროს გადარჩენისთვის მეტად საჭირო პროდუქტებზეც კი. ამას ხომ ბევრად აჯობებდა, რომ ყველაფერი დაბალ და განსაზღვრულ ფასად გაგვეყიდა და ნებისმიერი ფარმაცეფტი თუ მენეჯერი რომელიც ქვეყნისთვის ასეთ რთულ პერიოდში ამა თუ იმ განსაზღვრულ ფასს გადასცდებოდა მკაცრად დაგვესაჯა?! ერთი შეხედვით განზრახვა საკმაოდ გულუბრყვილო და კეთილია თუმცა არა მეორე შეხედვით, რატომ? ამას მალევე გაიგებთ იმ შემთხვევაში თუ ამ ბლოგს ბოლომდე წაიკითხავთ და დამატებით დაგარწმუნებთ კიდევაც თუ რატომ და როგორ მოიტანს ეს ,,მორალურობაზე” გათვლილი სისტემა ,,ამორალურ” შედეგებს.

პირველივე არგუმენტი, რომელიც უკვე ყველაფერს თვალნათელს ხდის არის უბრალო შედარება ორ ქეისს შორის. ერთში, რომელშიც ფასები მყარად გვაქვს დაბალ დონეზე განსაზღვრული და მათ დამრღვევებს სასტიკად ვსჯით და მეორე, სადაც ფასი სტანდარტულად მოთხოვნა/მიწოდების მიხედვით განისაზღვრება (ზუსტად ისე, როგორც დღევანდელობაში).

ერთ შემთხვევაში, იქ სადაც ფასებს დავტოვებთ დაბალს და უცვლელს, კრიზისის დროს თაროები მალევე დაცარიელდება დაბალი ფასის გამო და შესაბამისად მთლიან საქონელს დაეპატრონება არა ის ვისაც პროდუქტი ყველაზე მეტად უღირს და ჭირდება, არამედ ადამიანთა მცირე ჯგუფი რომელიც მაღაზიებში სხვებზე შედარებით უფრო ადრე მივა. ამ ადამიანთა ჯგუფს შესაძლოა სულაც არ სჭირდებოდეს ამდენი ერთეული საქონელი, ამ შემთხვევაში როგორებიცაა: პირბადე, სანიტაიზერი, ტუალეტის ქაღალდი და ასშ., თუმცა ისინი მაინც იყიდიან ამ უკანასკნელს წარმოუდგენელად დაბალი ფასის, შიშის, მოსალოდნელი დეფიციტის და ბევრ სხვა მიზეზთა გამო, რის შედეგადაც მივიღებთ დაცარიელებულ მარკეტებსა და თაროებს საზოგადოების იმ დიდი ნაწილისთვის, რომელსაც კონკრეტული პროდუქტები ასევე საკმაოდ სჭირდებათ, თუმცა ისინი ამ პროდუქტებს ვერ მიიღებენ, არა იმიტომ, რომ სხვას იმდენად მეტად უნდოდა და სჭირდებოდა იგივე პროდუქტი რომ ამის დასამტკიცებლად უფრო მეტის გადახდასაც არ შეუშინდა, არამედ რადგან მათ სხვა ადამიანებმა უბრალოდ დაასწრეს და სხვა არაფერი, რაც თავისმხრივ უფრო გაურთულებს ამ ადამიანებს საქმეს ამ ისედაც კრიზისულ სიტუაციაში, მგონი არცთუისე მორალურად ჟღერას არა?! თუმცა მოდით მაინც გავაგრძელოთ…
მეორე შემთხვევაში ვაჭრობა იწყება ჩვეულებრივი საბაზრო ფასით და ამ შემთხვევაში რაც უფრო იმატებს მოთხოვნა მით უფრო იმატებს ფასიც, რაც თავის მხრივ ორ მნიშვნელოვან რაღაცას განაპირობებს. პირველია ის, რომ ადამიანები, რომლებიც მაღაზიაში სხვებზე შედარებით ადრე მივიდნენ აღარ იყიდიან ზედმეტ პროდუქტს მაღალი ფასის გამო და დასჯერდებიან მხოლოდ იმდენ ერთეულს რამდენიც მართლა სჭირდებათ და უღირთ, რის შედეგადაც დარჩენილი საქონელი გადანაწილდება უფრო მეტ მომხმარებლებზე, რადგან მაღაზიაში ადრე მისული მომხმარებელი არ დააცარიელებს დახლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ გზით ჩვენ ვაკმაყოფილებთ უფრო მეტ მომხმარებელს, ვიდრე ეს განსაზღვრული ფასის შემთხვევაშია და არც ვაცარიელებთ თაროებს. აქვე უნდა აღინიშნოს რომ მაღალი ფასის შემთხვევაში, დაბალი მოთხოვნის გამო მაღაზიებთან იქნება ნაკლები რიგი, რაც თავის მხრივ უფრო მეტად აგვარიდებს თავს ვირუსის უფრო ფართო მასშტაბიან გავრცელებას.

ამ ყველაფერთან ერთად არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მაღალი ფასი მხოლოდ მოგების მაღალ ნიშნულებს არ ნიშნავს. რა თქმა უნდა ყველამ ვიცით, რომ ბიზნესები მოგებაზე ორიენტირებულები არიან, რაც იმას ნიშნავს რომ მაღალი ფასი და დიდი მოთხოვნა მათ დააინტერესებთ, რომ მოახდინონ სტაბილური და დიდი მოწოდება. რაც ბაზარს იხსნის დეფიციტისგან და შესაბამისად გვექნება დასტაბილურებული ფასი და იმ რაოდენობის მიწოდება, რომელიც მთელ მოსახლეობას ეყოფა.

წინა აბზაცში უკვე შევთანხმდით, რომ მაღალი ფასის შემთხვევაში ბიზნესი უზრუნველყოფს დიდი ოდენობით მიწოდებას, რასაც მივყავართ საქონლით უზრუნველყოფილ მომხმარებლამდე, თუმცა იმისთვის რომ მაღალი ფასის მიერ მოტანილი სიკეთეები უფრო კარგად გავიაზროთ, საჭიროა რომ ამ გაზრდილი მოწოდების არსს უფრო მეტად ჩავუღრმავდეთ. იმისთვის რომ კომპანიებმა ბაზრის უფრო დიდი რაოდენობის პროდუქტით მომარაგება შეძლონ, ამისათვის საჭიროა წარმოების გაფართოება, რაც ნიშნავს შემდეგ ორ რაღაცას:

დამატებით ინვესტიციებს, რაც თავისმხრივ ზრდის ბიზნესსაც და მთლიანობაში ეკონომიკასაც.

წარმოების გასაზრდელად კომპანიებს დასაქმებულების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდაც მოუწევთ, რაც მთლიანობაში ქვეყანასა და ინდივიდებს დიდად წაადგება, განსაკუთრებით იმ ეკონომიკური ძნელბედობის ჟამს, რომელშიც პანდემიის პერიოდში ვართ.

შედეგად, ერთ მხარეს გვაქვს გაზრდილი დასაქმება, არადეფიციტური ბაზარი, გაზრდილი ეკონომიკა (GDP), ყველასათვის საჭირო რაოდენობის პროდუქტი ნორმალურ ფასად, ხოლო მეორე მხარეს პროდუქტებისგან დაცარიელებული დახლები მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ის ასე ჭირდებათ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კრიზისის დროს პროდუქტებზე მაქსიმალური გასაყიდი ფასის დაწესების ავკარგიანობაზე დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდია.

ავტორი: დაჩი მაზანაშვილი

stat?event=post.clientViewed&referrerSou
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   136 all people including: 0 წევრი, 4 ანონიმური, 132 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(27)
    • YandexBot(6)
    • Facebookexternalhit(2)