Guest Merlin Posted 2 თებერვალი, 2021 Posted 2 თებერვალი, 2021 Photo by Mikaela Wiedenhoff on Unsplash(ისტორია ადამიანზე, რომელმაც მსოფლიოს დაანახა მშვიდობიანი არასამთავრობო სისტემის უპირატესობა)ეს ისტორია მოგვითხრობს ფილოსოფოსზე, ენტერპრენერზე, იურისტზე, აბოლიციონისტზე, ანარქისტსა და კიდევ მეტი სფეროს წარმომადგენელზე. როგორც მისივე ნეკროლოგი გვიამბობს: „ტირანიის ძირფესვიანად განადგურება მისი ცხოვრებისეული მიზანი იყო“. იმის მიუხედავად, რომ „მეინსტრიმული“ ისტორია იშვიათად საუბრობს მასზე, ლისანდერ სპუნერი არა მხოლოდ საკუთარ იდეებს ქადაგებდა, არამედ ამ იდეებით ცხოვრობდა. სპუნერის შეერთებული შტატების ფოსტასთან ლეგალური დაპირისპირების მაგალითზე უკეთესად ამ ფაქტს არაფერი განამტკიცებს.1840-იანი წლების საფოსტო სისტემა შეერთებულ შტატებშისპუნერის დროს, საფოსტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას შეერთებული შტატების მთავრობა აფინანსებდა. ამ დანახარჯს საფოსტო მომსახურების საფასური ანაზღაურებდა, რის გამოც მომსახურება ძვირი ჯდებოდა. მაგალითად, 1840 წელს ბალტიმორიდან ნიუ იორკში (დაახლოებით 300 კილომეტრზე) წერილის გაგზავნა 18.75 ცენტი ღირდა, რაც ერთი სამუშაო დღის მეოთხედის ანაზღაურებას წარმოადგენდა.ფოსტის მორიგი პრობლემა კორუფცია იყო. არჩევნების შემდეგ აქ დასაქმებული თანამდებობის პირები მუდამ იცვლებოდნენ, რაც პოლიტიკური კრონიზმის ნიშანწყალს ავლენდა. კონგრესი ეტლების საიჯარო ლობის ზეწოლის ქვეშაც იყო და ხშირად პოლიტიკური კავშირების მქონე მოიჯარეებს ეძლეოდათ საუკეთესო საფოსტო გზები. ამ ლეგალური მონოპოლიის წყალობით, სახელმწიფო ფოსტა ერთადერთ ლეგალურ სერვისს წარმოადგენდა ამ სფეროში, კორუფციისა და მაღალი ფასების მიუხედავად.თავის წიგნში „ბიძია სემი, მონოპოლიის კაცი“, ვილიამ ვულდრიჯი მოგვითხრობს, როგორ უბიძგა მაღალმა ფასებმა ზოგ-ზოგიერთს საფოსტო კანონმდებლობის დარღვევისაკენ: კერძო პირების, როგორც დროებითი ფოსტალიონების, წილმა იმატა. 1840-იანი წლებისთვის, ეს უკანონო მომსახურებები სახელმწიფოს მოგების ნაწილს ართმევდა. საბოლოოდ, სასამართლომ კერძო პირების (თუმცა არა კომპანიების) საფოსტო მომსახურება კანონიერად აღიარა. შედეგად, იატაკქვეშა საფოსტო ბიზნესები გაჩნდა. წერილების გადასატანად, მათი თანამშრომლები შეფარულად იყენებდნენ რკინიგზას, ეტლებს და ორთქმავალ გემებს. ვარაუდობენ, რომ 1845 წლისთვის წერილების მესამედი კერძო ფირმებს გადაჰქონდა.სპუნერის წინააღმდეგობასპუნერი, რომლის აზრითაც, საფოსტო მონოპოლია არასამართლიანი იყო, არ დაკმაყოფილდა იატაკქვეშა მოღვაწეობით. ამის ნაცვლად, მან შეერთებული შტატების ფოსტის ხელმძღვანელს თავისი კერძო საფოსტო კომპანიის დაარსება ამცნო 1844 წლის 11 იანვრის ამ წერილით: „გთავაზობთ უახლოეს ვადებში ბოსტონიდან ბალტიმორამდე საფოსტო მომსახურების ჩამოყალიბებას. მე, თვითონ ამ ქალაქში დავრჩები, რათა მზადყოფნა გამოვთქვა, ჩემ მიმართ წამოყენებულ ნებისმიერ ბრალდებას პასუხი გავცე.“ სპუნერის მთავარი მოტივი სახელმწიფო ფოსტის მონოპოლიასთან დაპირისპირება იყო. მისი რეკლამა გამბედავად გვაუწყებდა: „კომპანიის მორიგი მიზანია (თუ საზოგადოება მხარს დაგვიჭერს), რომ საფუძვლიანად დავსვათ და გამოვცადოთ წერილების გადაცემის ბიზნესში თავისუფალი კონკურენციის საკონსტიტუციო უფლების საკითხი.სპუნერის წიგნის „ვინ გამოიწვია საფოსტო ფასის დაწევა?: იმსახურებს თუ არა იგი გასამრჯელოს?“ მიხედვით, სპუნერის „ამერიკული წერილების საფოსტო კომპანიამ“ საქმიანობა ორი კვირის შემდეგ დაიწყო. მიწოდება ყოველდღიური იყო ნიუ იორკს, ბოსტონს, ბალტიმორსა და ფილადელფიას შორის. ამასთანავე, სპუნერის 5 ცენტიანი მარკები სახელმწიფო ფოსტის დადგენილ ფასზე ბევრად იაფი იყო.ლისანდერ სპუნერმა საკუთარი ბიზნესი საზოგადოების მიმართ გაამართლა 1844 წლის პამფლეტით „კონგრესის მიერ კერძო საფოსტო სერვისის ამკრძალავი კანონების არაკონსტიტუციურობა“, რომელშიც დასძენდა, რომ კონგრესის მიმართ კონსტიტუციის მიერ მინიჭებული „ფოსტისა და მისთვის განკუთვნილი გზების“ განკარგვის უფლება კონგრესს მხოლოდ საფოსტო სერვისის შექმნის უფლებას აძლევდა და არა კონკურენციის აკრძალვისა. შედარებისთვის, იგივე მუხლი კონგრესს „ფულის სესხების“ უფლებას ანიჭებდა, თუმცა არავინ ამტკიცებდა, რომ ამგვარი უფლება მხოლოდ კონგრესს ჰქონდა. საფოსტო მონოპოლია ლეგიტიმური რომ ყოფილიყო, კონსტიტუცია მას „ერთადერთ და განუმეორებელ“ უფლებას მიანიჭებდა საფოსტო საქმის წარმოებაში, როგორც „კონფედერაციის მუხლებში“ (ამერიკის თავდაპირველი საკონსტიტუციო დოკუმენტი) იყო განსაზღვრული.სახელმწიფო ფოსტის პასუხიმიუხედავად კონსტიტუციურობის საკითხისა, მთავრობამ დაიცვა საკუთარი მონოპოლია. სპუნერის კომპანიის მიერ საქმიანობის დაწყებიდან 6 დღის შემდეგ კონგრესმა კერძო საფოსტო ოფისების დაარსების შესახებ საგამოძიებო რეზოლუცია მიიღო. სპუნერის კომპანია კი ხეირობდა. როგორც კი სახელმწიფო ფოსტის შემოსავალი შემცირდა, მთავრობა დაემუქრა კერძო კომპანიაზე მომუშავე კურიერებს. სპუნერმა საკუთარ წიგნში ხაზი გაუსვა, რომ 30 მარტისთვის ის და მისი მომსახურე პერსონალი მერილენდში დააკავეს წერილების გადასატანად რკინიგზის გამოყენებისას. სპუნერი, რომელიც დაკავებული იყო მრავალი სარჩელით, შუა ივნისისთვის გირაოთი გაათავისუფლეს.ხალხი იაფფასიან ფოსტას მიეჩვია, ხოლო კონგრესმა უხალისოდ აღიარა დაბალი საფოსტო ფასების აუცილებლობა. თუმცა ოფიციალური პირები მაინც დასძენდნენ, რომ „არა [თვით] კონკურენციით, არამედ კანონის ძალით უნდა დაემარცხებინათ კერძო კონკურენცია“. 1845 წლის მარტში კონგრესმა 5 ცენტი დაადგინა საფოსტო მომსახურების საფასურად 500 მილის (დაახლოებით 805 კილომეტრის) რადიუსში. სახელმწიფო ფოსტამ ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად კერძო კურიერების ტაქტიკები აითვისა, როგორიცაა წინასწარი გადასახადი მარკების სახით. ამ ცვლილებების შედეგად სახელმწიფო ფოსტის ბიუჯეტური დეფიციტი 3 წელიწადში მოგებად იქცა.ეს რეფორმები საზოგადოების გამარჯვებას ასახავდა, თუმცა სპუნერის კომპანიის დასასრულის დასაწყისს შეუწყო ხელი. გასასტუმრებელმა ჯარიმებმა და სახელმწიფო ფოსტის მომსახურებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ სპუნერის დაღმასვლა წაახალისა. როგორც ბენჯამინ ტაკერმა, სპუნერის შეგირდმა, აღწერა: „იმ ფონზე, როცა თითოეული წერილის გადატანა ცალკეულ კანონდარღვევას მოიცავდა, მთავრობამ შეძლო მისი [სპუნერის] დამარცხება საჩივრების წყებით, რომელიც ცალკე დანახარჯს წარმოადგენდა ჯარიმის სახით.“სპუნერი დაბრუნდა ეთოლში (მასაჩუსეთსის შტატის ქალაქი) და თავი მიუძღვნა აბოლიციონიზმის (შავკანიანი მონების ემანსიპაცია) იდეას, მაშინ, როცა სამოქალაქო ომი მოახლოვებულიყო. ომის შემდგომ, იგი [სახელმწიფოდან] გამოყოფის უფლებას იცავდა და აგრძელებდა წერას თავისი ანარქისტული მსოფლმხედველობის შესახებ. ლისანდერ სპუნერი 1887 წლის 14 მაისს მშვიდად გარდაიცვალა საკუთარ ოთახში, გარშემორტყმული თავისი წიგნებითა და პამფლეტებით.გრძელვადიანი მემკვიდრეობაგანსხვავებით პოლიტიკური აქტივისტებისგან, რომლებმაც საფოსტო მომსახურების ფასის დაწევა პოლიტიკური ბერკეტებით სცადეს, სპუნერის კონკურენტუნარიანმა მიდგომამ მთავრობას ფაქტობრივად აიძულა, ემოქმედა. იმის მიუხედავად, რომ საფოსტო მონოპოლია შენარჩუნდა, სპუნერის კონფლიქტმა ფასის 75%-იანი შემცირება გამოიწვია. მისი მემკვიდრეობა ნარჩუნდება, როგორც „ამერიკის იაფი საფოსტო მომსახურების მამის“.1970 წელს შეერთებული შტატების საფოსტო სამსახურმა სპუნერისდროინდელი საფოსტო დეპარტამენტი ჩაანაცვლა. თუმცა ლეგალური მონოპოლია რჩება ლეგალურ დაპირისპირებებთან ერთად. 1971 წელს მომსახურება კომპანიისა, რომელსაც საშობაო ბარათები სახელმწიფო საფოსტო სამსახურზე უფრო დაბალ ფასად გადაჰქონდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა. 1993 წლამდე Equifax-ი FedEx-ის მეშვეობით აგზავნიდა წერილებს. ეს მას შემდეგ დასრულდა, რაც საფოსტო სამსახურის აგენტებმა რეიდი მოაწყვეს კომპანიის სათაო ოფისში. თვითონ კომპანია 30 000 დოლარით დაჯარიმდა. 2018 წელსაც კი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერიში მიიტანა ონლაინ საბითუმო კონპანია Amazon-ზე, საფოსტო სამსახურის მოგების შემცირებისთვის.ყველაფრის მიუხედავად, ლისანდერ სპუნერის იდეები დღესაც რელევანტურია. მიურეი როთბარდი, ანარქო-კაპიტალისტური მოძრაობის დამაარსებელი, სწორედ სპუნერმა შთააგონა. ჯერარდ ქეისი თავის წიგნში „მიურეი როთბარდი“ ხაზს უსვამს, რომ როთბარდისეულმა სინთეზმა სპუნერის მრწამსისა და სხვა ფილოსოფოსებისა, საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ლიბერტარიანიზმს.როთბარდი სპუნერს ქმედებაზე ორიენტირებული მიდგომების გამო სცემდა პატივს. მთავრობის დაგმობა მარტივია; ბევრად რთულია იმის ჩვენება, თუ როგორ საზრდოობს არასამთავრობო სისტემა. საკუთარი საფოსტო კომპანიით სპუნერმა ზუსტად მაგას მიაღწია. სამთავრობო რეფორმისთვის პასიურად ლოდინის მაგივრად, სპუნერმა დაგვანახა, ინდივიდებს როგორ შეეძლოთ სამთავრობო პრობლემების კერძო ინიციატივით მოგვარება.მთავრობის მიმართ წინააღმდეგობის ეს ენტერპრენული ვერსია დღესაც ნარჩუნდება ყველგან, შავი ბაზრიდან დაწყებული, ბითქოინით დამთავრებული. სპუნერის ჩანაფიქრში არსებული მთლიანად ანარქისტული საზოგადოება შეიძლება, ვერასდროს ჩამოყალიბდეს, თუმცა სანამ სპუნერისეული სულისკვეთების მქონე ინდივიდები იარსებებენ, „ანარქიას“ ყოველთვის ექნება ადგილი საზოგადოებაში.ავტორი: ნაომი მეთიუ (პოლიტიკური მეცნიერებისა და ფილოსოფიის სტუდენტი ტრუმანის სახელმწიფო უნივერსიტეტში).თარგმნა: გიორგი ფაჩუაშვილი (საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში). Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა