Jump to content
×
×
  • Create New...

ღირებულებებისგან თავისუფლება VS ღირებულებებისთვის თავისუფლება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

0*Rlmh4YuQSiPOgpj6Photo by tom coe on Unsplash

ალბათ თქვენც უკვე შეამჩნევდით თუ როგორ გახდა სიტყვა თავისუფლება დემოკრატიასავით მარგინალიზებული, ეგ კი არა ჩვენში რომ დარჩეს თვითონ სიტყვა მარგინალიზებულიც უკვე დიდი ხანია მარგინალიზირდა. საითაც არ უნდა გაიხედოთ ყველას თავისუფლება აკერია პირზე, ამის თავისუფლება, იმის თავისუფლება, ამისგან თავისუფლება და რაღათქმაუნდა ტრადიციულად კვლავ და კვლავ თავისუფლება ცოტნეს! ჩვენც კი ახლახანს დავაკვირდით, რომ ბლოგს, რომ თავისუფალი გამომცემლობა დავარქვით ჯერ კიდევ არ აგვიხსნია თუ როგორ გვესმის ეს იდეა თვითონვე ჩვენ.

თავისუფლების ჩვენეული გაგების დასაყრდენი არის ის, რომ თქვენი სიცოცხლე არის თქვენი და თავიდან ბოლომდე გეკუთვნით თქვენ ისევე, როგორც სხვა ადამიანებს საკუთარი სიცოცხლეები. თქვენი სიცოცხლე და ცხოვრება არის უდიდესი საჩუქარი და მისი წართმევა და შეზღუდვა, მანამ სანამ თქვენთვითონ არ შელახავთ სხვის მსგავს უფლებებს არის უდიდესი დანაშაული. ეს ასეა რადგან სიცოცხლისა და თავისუფლების უფლება და ასევე ყველაფერი რაც ამ უფლებებს ლოგიკურად მოსდევს (თქვენი სხეული, როგორც პირადი საკუთრება და თქვენი ცხოვრების თავისუფალი განკარგვა) არის ბუნებრივად თქვენი და როგორც ერთი კარგი კაცი სახელად ლისანდერ სპუნერი იტყოდა ამ უფლებების ნებისმიერ ტიპის დარღვევა ერთგვარად დანაშაულია მიუხედავად იმისა ამას ჩაიდენს ერთი ადამიანი სახელად ქურდი თუ მილიონობით მსგავსი პირი ერთად, სახელად — სახელმწიფო.

აქედან გამომდინარე თუ თქვენი სიცოცხლე თქვენია, ესეიგი რასაც თქვენი ბუნებრივი უფლებებით / სიცოცხლით გამოიმუშავებთ ისიც თქვენი უნდა იყოს. სხვანაირად ლოგიკის ჯაჭვი ირღვევა და გაუგებარი ხდება თუ რატომაა სხვისი ის რისთვისაც თქვენ იშრომეთ და არა სხვამ. ამ აზრის სიცხადისდა მიუხედავად სახელმწიფო დღემდე გართმევთ თქვენს მიერ მოპოვებულ კეთილდღეობას და შემდგომ ამ კეთილდღეობას საკუთარი აზრით მნიშვნელოვან და ღირებულ საკითხებზე ანაწილებს. სხვადასხვა ქვეყნები მთლიანი შიდა პროდუქტის ანუ იმ ერთიანი დოვლათის რომელიც ჩვენ ჩვენი ბუნებითი უფლებების გამოყენებით შევქმენით, აქედან სხვადასხვა წილებს გვართმევენ, საქართველოში ეს მაჩვენებელი 33%-ს უტოლდება, ანუ უფრო მარტივად რომ ავხსნათ სახელმწიფო ყოველწლიურად თქვენი ნამუშევრისა და გამომუშავებული სარჩო-საბადებლის ერთ მესამედს გართმევთ. კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ ეს წინადადება გამოვა რომ ერთ სტანდარტულ 12 თვიან წელიწადში 4 თვე შრომობთ მთავრობისთვის, ხოლო 8 თვეს თქვენივე კეთილდღეობისთვის.

ისიც არაა მთლად ახალი ამბავი, რომ სახელმწიფო თქვენგან ამოღებულ ფულს მთლად სინდისიერადაც არ ხარჯავს და ყოველთვის მნიშვნელოვნად ცდება ხოლმე იმ ღირებულებებს, რომლებიც თქვენთვისაც და უმრავლესობისთვისაც რეალურად მნიშვნელოვანია (მაგ: თავდაცვა & უსაფრთხოება, სასამართლო) და ხშირად ფულს დაუკითხავად ჩვენთვის უმნიშვნელო და როგორც მინიმუმ ნაკლებად ღირებულ პროგრამებზეც ხარჯავს. გაგიკვირდებათ და ამისი მაგალითი არამარტო ქართული მთის ღორის გადარჩენის პროგრამა, მთაწმინდაზე მარტოხელა დედებისთვის ავტორბოლის მოწყობა (კი ამეებზე მართლა დახარჯეს ფული), კულტურის, განათლების, დიდი ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება და ასე შემდეგებია. კონკრეტული ხარჯების სისწორეზე დავა შორს წაგვიყვანს, ამიტომ მოდი ბარემ იმ ნაწილზე გადავალ სადაც იმაზე ვლაპარაკობ თუ მე როგორ წარმომიდგენია სწორი სისტემა.

ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ შეიძლება გაგიჩნდეთ ლოგიკური შეკითხვა, კი მაგრამ მაშინ როგორ უნდა გადავანაწილოთ ფული ღირებულებებზე, მაშინ როცა ამ ხარჯების აუცილობებზე კონსესუსი ვერ გვექნება. მე კი გეტყოდით რომ პასუხი ამავე შეკითხვაში იმალება.

ღირებულებები სუბიექტურია. ზოგი ადამიანისთვის უფრო მეტად ღირებულია განათლება, ზოგისთვის მოგზაურობა, სხვისთვის რაც შეიძლება მეტ კონცერტზე დასწრება და ასე შემდეგ. შესაბამისად ამ განსხვავებული ღირებულებების მქონე ადამიანებისთვის ცხოვრებისეული მიზნებისა და პრინციპების ზემოდან ქვემოთ დაგეგმვა გაუმართლებელია. ამ ბლოგსაც ღირებულებებისგან თავისუფლება vs ღირებულებებისთვის თავისუფლებაც ამავე პრინციპის ასახსნელად დავარქვი. ღირებულებებისგან ფიზიკურად ვერ გათავისუფლდებით, გინდათ თუ არა როგორც ადამიანს თქვენ გაქვთ პრიორიტეტები (და ბუნებრივად თქვენთვის ერთი რამ მეორეზე უფრო ღირებულია), შესაბამისად თქვენივე ღირებულების მიმართ ყველაზე დიდი ლტოლვა თქვენვე გაგაჩნიათ და თქვენვე გრძნობთ ყველაზე დიდ სიამოვნებას, მაშინ როცა ამ ღირებულებების მიხედვით აწყობთ თქვენსავე ცხოვრებას. ამიტომ, იმისთვის რომ მთავრობამ მაქსიმალურად ნაკლებად შეამციროს თქვენი ბედნიერება და კეთილდღეობა, ამისთვის საჭიროა, რომ ბიუჯეტი დაავიწროვონ მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე აუცილებელ ხარჯამდე, რაც საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ თქვენ დაგრჩებათ მეტი ფული, რისი პირდაპირი შედეგი იქნება ისიც, რომ თქვენთვითონვე აირჩევთ თუ რა არის თქვენთვის მართლა ღირებული, იქნება ეს უსაფრთხოების უფრო დიდი შეგრძნება და თუ ვილი ფოგივით სამყაროს გარშემო მოგზაურობა.

მაშინ, როცა მთავრობა თქვენს მაგივრად იწყებს საჯარო და საზოგადო ღირებულებების დადგენას, თქვენ გიმცირდებათ კეთილდღეობა, ღარიბდებით, მცირდება ეკონომიკა / დასაქმება, იზრდება ხარჯი/ფასები და ცხოვრობთ უფრო ცუდად/უბედურად. ხოლო მაშინ, როცა თქვენივე შრომით გამომუშავებულ კეთილდღეობას თქვენსავე ღირებულებებზე თავად ანაწილებთ, ამ შემთხვევაში იზრდება თქვენი კეთილდღეობა, მდიდრდებით, იზრდება ეკონომიკა / დასაქმება, იღებთ საუკეთესო სერვისს, სტიმულირდება ეკონომიკის რეალურად მნიშვნელოვანი სექტორები (იმ სექტორების მაგივრად რომლებიც მთავრობას გონია მნიშვნელოვანი) და იზრდება თქვენი პირადი ბედნიერება. ზუსტად ამასვე ნიშნავს თავისუფლების დეკლარაციაში მოხსენიებული ბედნიერებისკენ სწრაფვის და არა ბედნიერების საზოგადო დაგეგმვის უფლება.

stat?event=post.clientViewed&referrerSou
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share