Jump to content
×
×
  • Create New...

შრომითი ღირებულების თეორიის გაბათილება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

0*6QFo4KAibMjBTHkEPhoto by Christina Hawkins on Unsplash

ეკონომიკურ დარგში ფართოდ უაყოფის მიუხედავად, „სახელფასო მონობის“ ცნება ჯერ კიდევ ინარჩუნებს აქტუალურობას მრავალი ფორმის პროგრესივისტულ და სოციალისტურ წრეებში.

არ არის იშვიათი, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში, გადავაწყდეთ ხალხს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დამსაქმებლები „იპარავენ“ მათი შრომის ნაწილს, რადგან ხელფასი რომელსაც სანაცვლოდ იღებენ, დამზადებული პროდუქტის საბოლოო ღირებულებისათვის (მაგალითად, სავაჭრო ფასისთვის) გაღებულ შრომით კონტრიბუციაზე მცირეა.

არგუმენტის თანახმად, დამსაქმებლის მოგება გულისხმობს მშრომელთა ძარცვას. მოგება მშრომელის მიერ შექმნილი „დამატებითი ღირებულებაა“, თუმცა მისით კაპიტალისტი სარგებლობს, ამბობენ ისინი.

ამ არგუმენტთან დასაპირისპირებლად, საჭიროა საფუძვლის მოძიება, რომელიც შრომითი ღირებულების თეორიაა. დაუფასებელი ესსე, რომელიც შრომითი ღირებულების გასაოცარ გამოაშკარავებას წარმოადგენს, არის: „კაპიტალის კრიტიკა“ (Das Kapital : A criticism), რომელიც 1884 წელს დაიწერა ბრიტანელი ეკონომისტისა და ფილოსოფოსის, ფილიპ ვიკსტიდის მიერ.

გამოყენებითი ღირებულება და გაცვლითი ღირებულება

„კაპიტალსა“ და სხვა ნაშრომებში, კარლ მარქსმა განსაზღვრა საქონლის ღირებულების ორი განსხვავებული ტიპი: გამოყენებითი ღირებულება და გაცვლითი ღირებულება.

მარქსმა გამოყენებითი ღირებულება დაახასიათა, როგორც მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების საზომი. სხვა სიტყვებით, მისი სარგებლიანობა. ასევე, მარქსმა შეაფასა ეკონომიკური სისტემების ისტორიული ტრანზიცია პირადი მოხმარებისათვის წარმოებიდან გაცილებით მასშტაბურ სისტემამდე, გასაცვლელად წარმოებამდე. ამას მან უწოდა მეორე და მკაფიო ღირებულება პროდუქტისა: გაცვლითი ღირებულება.

პროდუქტებს, რომლებიც იწარმოებოდა გაცვლის მიზნით, მარქსმა უწოდა საქონელი.

მარქსი მსჯელობდა, რომ გასაცვლელ საქონლებს უნდა ჰქონოდათ თანდაყოლილი ხარისხობრივი მახასიათებელი. ე.ი. „თანაბარი“ ღირებულება. სწორედ თანაბარი ღირებულება იწვევს საქონლის გაცვლას. მაგალითად, ბარტერის ეკონომიკაში, თუ წყვილი ფეხსაცმელი იცვლება კილოგრამ ძროხის ხორცში, ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს ღირებულება, რომელიც უტოლდება ხორცს, ამბობდა მარქსი.

მსგავსად, მონეტარულ ეკონომიკაში, განსხვავებული საქონლის საზომი გამოიხატება მათ სავაჭრო ფასში. თუ მაგალითად, ვაშლი იყიდება ქუდის მსგავს ფასად, მარქსმა წამოჭრა საკითხი, რომ არსებობს გარკვეული საერთო საზომი ერთეული ორივე პროდუქტისათვის, რაც იწვევს მათ გაყიდვას თანაბარ ფასად. ან, თუ ახალი ტანისამოსი იყიდება ხუთი ნიჩბის მსგავს ფასში, მაშინ, ერთი ნიჩაბი იქნება ტანისამოსის 1/5 ნაწილის ექვივალენტი.

მოკლედ, მარქსმა გამოთქვა იდეა, რომ საქონლები, რომელიც იცვლებიან, არ არიან იდენტურები, ანუ აქვთ განსხვავებული ფიზიკური მონაცემები და აკმაყოფილებენ განსხვავებულ საჭიროებებს, მაგრამ ამასთან: „ისინი წარმოადგენენ განსხვავებულ გამოხატულებებსა და ფორმებს საერთო რამის (წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ გათანაბრდებოდნენ ერთმანეთთან),“ როგორც ვიკსტედი წერდა.

ვიკსტედმა მოგვიანებით შეაჯამა გაცვლითი ღირებულების მარქსისეული დახასიათება: „სხვა სიტყვებით, საგნები, რომელთა გაცვლაც შესაძლებელია, არიან ხარისხობრივად არამსგავსნი, თუმცა მათ აქვთ გარკვეული საერთო საზომი, რომელსაც დაჰყავს ისინი ექვივალენტურ პორციებამდე, რაც გვაჩვენებს მათ იდენტურობას რაოდენობაში“.

დიდწილად იმის გამო, რომ ყოველი საქონლის საწარმოებლად არსებობდა ერთი საერთო მნიშვნელი, მარქსმა საერთო საზომად, რომელიც ზრდიდა საქონლის გაცვლით ღირებულებას, დაასახელა შრომა.

ვიკსტედმა მარქსის განსაზღვრება შეაფასა, როგორც: „ყოველივეს განზე გაყენება, რაც ნაწარმს ანიჭებს ღირებულებას გამოყენებაში“, საიდან გამომდინარეც: „მათში არაფერი რჩება, გარდა იმისა, რომ ისინი არიან შრომის პროდუქტი“. ვისკტედმა შეაჯამა: „მარქსის თანახმად, ნაწარმის გაცვლითი ღირებულება დეტერმინებულია მის საწარმოებლად აუცილებელი შრომის რაოდენობით“.

დამატებითი ღირებულება

რადგან დავადგინეთ, რომ მარქსის თანახმად შრომა არის საქონელთა გაცვლითი ღირებულების საერთო საზომი, ახლა უნდა განვმარტოთ მარქსის განსაზღვრება, რომ მოგება წარმოადგენს „დამატებით ღირებულებას“, რომელიც მოპარულია მუშისგან.

მარქსი ამბობდა, რომ მუშები იძულებულნი არიან გაყიდონ თავიანთი შრომითი ძალა თავიანთი შრომით წარმოებული საქონლის ღირებულებაზე ნაკლების სანაცვლოდ.

ვიკსტედმა შეაჯამა მარქსის არგუმენტი, როგორც ტრანზაქცია, როდესაც კაპიტალისტი ბუნებრივი ღირებულებით ყიდულობს საშუალებებს შრომის ჩათვლით, და ყიდის პროდუქტს ზედმეტი ღირებულებით, რითიც „მეტი ღირებულება მოდის, ვიდრე გაიცემა“. სხვა სიტყვებით, კაპიტალისტი აგროვებს იმაზე მეტ შემოსავალს საქონლის გაყიდვით, ვიდრე გასცემს მის საწარმოებლად.

და თუ დასრულებული საქონლის ღირებულება შექმნილია შრომით, როგორც ამას მარქსი ამბობდა, მაშინ ეს „დამატებითი ღირებულება“ წარმოადგენს კაპიტალისტის მიერ დასაკუთრებულ ღირებულებას, რომელიც მუშის შრომით არის შექმნილი,

მაგრამ, რა მოხდებოდა თუკი დავუშვებდით, რომ საქონელთა გაცვლითი ღირებულების საერთო საზომი არ არის შრომა? თუ აღმოვაჩენდით, რომ დასრულებული საქონლის ღირებულება შრომის გარდა სხვა რამითაც განისაზღვრება, მაშინ კაპიტალისტის მოგებისა და მუშებისათვის მიცემული ხელფასის შედარება არარელევანტური გახდებოდა, ხოლო მარქსის მთელი თეორია ბანქოს სახლივით ჩამოიშლებოდა.

ვიკსტედი სწორედ ამ ამოცანას შეეჭიდა თავის ესეში, სადაც წარმოადგინა სამი მნიშვნელოვანი დაკვირვება.

ღირებულება სუბიექტურია

პირველ რიგში, ვიკსტედი გვამცნობს, რომ საქონელი არ არის განსაზღრული რაიმე თანდაყოლილი ღირებულებით, გარდა მომხმარებლის სუბიექტური შეფასებებისა. ის წერდა: „ „საერთო რაღაც“, რასაც ყველა გაცვლითი საგანი მოიცავს, არც მეტი, არც ნაკლები აბსტრაქტული სარგებელი, ანუ ადამიანის საჭიროებების დამაკმაყოფილებელი ძალაა“. „გაცვლილი საგნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან იმ მოთხოვნებით, რომელთაც აკმაყოფილებენ, ხოლო ჰგვანან სურვილის დაკმაყოფილების ხარისხით“.

საქონელი რაოდენობრივად იცვლება არა იმიტომ, რომ მათში თანაბარი რაოდენობის შრომაა ჩადებული, არამედ იმიტომ, რომ მომხმარებლები ღირებულებას ანიჭებენ მსგავსი ინტენსივობით.

„თუ მე მაქვს სურვილი იმავე ოდენობის თანხა გადავიხადო საოჯახო ბიბლიის შესაძენად, რამდესაც ვიხდი „ბრენდში“ , ეს ხდება იმიტომ, რომ მე განვსაზღვრე, თუ რა კმაყოფილებას მომანიჭებდა მათი ფლობა და მათ შორის თანაბარი მნიშვნელობა აღმოვაჩინე“, წერდა ვიკსტედი.

მარგინალური სარგებელი

ავსტრიული ეკონომიკის ერთ-ერთ საკვანძო ხედვას წარმოადგენს მარგინალური ანალიზი და კლებითი მარგინალური სარგებელი. სხვა სიტყვებით, საქონელი შეფასებულია მოცემული პროდუქტის მომდევნო ერთეულის მიერ მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიხედვით და არა პროდუქტის თითოეული ნაწილის ღირებულებით. უფრო ზუსტად, რაც უფრო მეტს ფლობ კონკრეტულ პროდუქტს, მით ნაკლებად მნიშვნელოვანია ის საჭიროება, რომელსაც პროდუქტის მომდევნო ერთეული აკმაყოფილებს.

მაგალითად, თუ გაქვს ერთი გალონი წყალი, შენ გამოიყენებ ყველაზე საჭირო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად — დასალევად. თუ მოიპოვებ წყლის კიდევ ერთ გალონს, შენ დააკმაყოფილებ წყლის გამოყენების მეორეულ პრიორიტეტს, როგორიცაა ბანაობა. წყლის მესამე გალონს კიდევ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი საჭიროებისათვის მოიხმარ და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა, მესამე გალონის მოსაპოვებლად გადახდილი ფასი უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე — პირველი გალონის. შენ ანიჭებ ნაკლებ ღირებულებას არა იმის გამო, თუ რა რაოდენობის შრომა ჩაიდო მის საწარმოებლად, არამედ იმიტომ, რომ იგი აკმაყოფილებს ნაკლებად საჩქარო მოთხოვნილებას ან სარგებელს, შენი პრიორიტეტების თანახმად.

როგორც ვისკსტედმა ახსნა: „თუ კომუნის ყოველ წევრს უკვე ექნებოდა ორი პალტო, პალტოს რაოდენობრივი ზრდა დააკმაყოფილებდა ნაკლებად აუცილებელ საჭიროებას და იქნებოდა ნაკლებ სარგებლის მატარებელი. მაშასადამე, ექნებოდა უფრო დაბალი გაცვლითი ღირებულება, ვიდრე ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კომუნის თითოეულ წევრს ექნებოდა მხოლოდ ერთი პალტო“.

რომ შევაჯამოთ, პალტოების ღირებულება დაეცემოდა არა იმის გამო, რომ ნაკლები შრომაა საჭირო მათ საწარმოებლად, არამედ იმიტომ, რომ დამატებით ერთეულთა სარგებელი ნაკლებად საჩქარო საჭიროებას წარმოადგენს.

საკოლექციო მასალა

ვიკსტედი თავის არგუმენტს ასრულებს მაგალითით ისეთი გაცვლითი საგნების, რომელთა ღირებულებაზეც შრომის რაოდენობა „ვერავითარ ზეგავლენას ვერ ახდენს“.

ეს საგნები მოიცავს: „ ძველი ჩინეთის ნიმუშებს, გარდაცვლილი ოსტატების სურათებს, და ბუნებრივ თუ ხელოვნურ, მეტად თუ ნაკლებად დიდებულ მონოპოლიებს“

“მე არ მესმის, როგორ შეიძლება ანალიზი გაცვლითი აქტისა, რომელიც საერთო რაღაცამდე“ ამცირებს ამ კლასის ფენომენს“, აჯამებს იგი.

— —

ვიკსტედის ესსე არის მისაღები და დამარწმუნებული ანტიდოტი მარქსის შრომითი ღირებულების წინააღმდეგ და არ არის საჭირო ლიტერატურაში გადაჭარბებული ძიება მარქსის გამოსააშკარავებლად. როდესაც შრომითი ღირებულების თეორია საბოლოოდ დასრულდება, მარქსიზმის მთავარი უკმაყოფილო დამოკიდებულება „სახელფასო მონობის“ მიმართ, მთელ მსოფლიოში უსარგებლოდ იქცევა.

ავტორი: ბრედლი თომასი

თარგმანი: ლუკა დანელია

ორიგინალი სტატია: https://mises.org/wire/three-arguments-debunking-marxs-labor-theory-value

stat?event=post.clientViewed&referrerSou
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   209 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 208 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(25)
    • Chrome(12)
    • Googlebot(3)
    • Facebookexternalhit(1)
    • ASIA