Jump to content
×
×
  • Create New...

შარფები და შალები


Recommended Posts

  • ფორუმელი
ონლაინ, marguerite said:

აქსესუარები არ მიყვარს და ამიტომ. 

 

ეს გასაგებია მაგრამ

 

ონლაინ, marguerite said:

შენ მოყვარული ხარ ნამეტნავად

ეს ასე არაა. ზედმეტს არაფერს ვიკეთებ. ვიკეთებ მაგრამ სადად. თუ ბეჭედს მაშინ საათს არა, თუ საათს მაშინ ბეჭედს არა, თუ ყელსაბამს მაშინ საყურეს არა, არის წესები როემლსაც ვიცავ, ყველაფერს არასდროს ვიკეთებ, მგონია რომ ეს გაბედულება წლებთან ერთად მოდის რა, აი ის შარფი რომ დავდე ზემოთ ორენბურგის შალია და შავ ''კლიოშ'' კაბაზე სიამოვნებით მოვიხურავ და წავალ თეატრში, გავიკეთებ მხოლოდ ბეჭედს და მეტს არაფერს სამკაულებიდან და აქსესუარებიდან :) 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan

საათს და ბეჭედს გააჩნია. მე ვცდილობ ეს ორი შევუხამო ერთმანეთს. ბეჭედთან საათი ძალიან მომწონს. ასევე საყურეც შესაბამისი

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
33 minutes წინ, marguerite said:

საათს და ბეჭედს გააჩნია

ნწუ. არ გააჩნია. ორივე ერთად არასდროს ჯდება იდეალურ კომბინაციაში, ზამთარში კიდევ ხო თუ საათი დამალულია მკლავში მაგრამ დანარჩენ სეზონებზე ირჩევ ან ერთს ან მეორეს... 

 

35 minutes წინ, marguerite said:

ასევე საყურეც შესაბამისი

თუ ყელსაბამს იკეთებ საყურე რა ვიცი, მარგალიტებზე მოსულა რასაც ვაკვირდები თუმცა მე არც ეგ მომწონს, მოკლედ დაახლოებით ის თემაა სახეზე თუ ტუჩებზე აკეთებ აქცენტს თვალი რომ არ უნდა იყოს ჩახატული, თუ დიდი მასიური და ხასიათიანი ბეჭედი გიკეთია და საღამოს კაბა რომელსაც არ ჭირდება ყელსაბამი იკეთებ ბეჭედს და საყურეს. ბალანსს აჯენ რა, საათის და ბეჭდის შემთხვევაში მე ჯერ ეგეთი ბალანსი არ მინახავს მაშინ როცა ძალიან სადა შავი კლასიკური საათი მაქვს სუპერმინიმალისტური მაინც ვერ ვამუღამებ ვერც ჩემზე :) 

უცნაურია თბილისში ყველას ერთნაირად აცვია, დაჟე განსხვავებულებსაც კი რომ გონიათ მაინც ერთნაირად იმოსებიან,  ტრენდები ყოველთვის მეკიდა ვიცვამ იმას რაც მეხოშება და იდეურადაც მომწონს და ტიპაჟს მიხდება, მინდა ცოტა მეთვრამეტე საუკუნე ვიყო? ვიქნები და სულ მკიდია რა არის მოდური და რა არა! 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Mulan said:

ნწუ. არ გააჩნია. ორივე ერთად არასდროს ჯდება იდეალურ კომბინაციაში, ზამთარში კიდევ ხო თუ საათი დამალულია მკლავში მაგრამ დანარჩენ სეზონებზე ირჩევ ან ერთს ან მეორეს... 

ნონონო

გემოვნებას გააჩნია. მე პირადად ყოველთვის ნაზი სამკაული მიკეთია და რაც შეეხება ყელსაბამს საერთოდ არ ვიკეთებ, საყურეს იშვიათად. მხოლოდ ყურის ზედა ნაწილში მიკეთია მუდმივად.

ასეა თუ ისე მოდის ტენდენციებს მაინც მივყვებით და შტრიხებს ვიღებთ. ჩემს თინეიჯერობაში შლაქსი შარვლები იყო მოდაში და ვიხდენდი კიდეც, მერე აღარავის ეცვა, შესაბამისად ვფიქრობდი არ მიხდებოდა. წინა წელს ისევ ჩავიცვი ლოფერთან ერთად მოტკეცილ მაისურზე ფა იყო სუპერ. ისევ მოვიხდინე. გვინდა თუ არ გვინდა მოდა მოქმედებს ჩვენზე

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

@marguerite არ იწარმოება და მაგიტო მოქმედებს, ჩვენვე რომ ვიკერავდეთ მაშინ უფრო ინდივიდუალურ მანერაზე ვივლიდით! მაგიტოც მინდა კერვა ვიცოდე! აი ჩემი დაქალის დედა მთელი ცხოვრება იკერავდა ტანსაცმელს და მისნაირად ჩაცმული ქუთაისში ქალი არ დადიოდა. დღემდე განსხვავებულად და გემოვნებიანად აცვია ქალს მიუხედავად იმისა რომ ასაკშია უკვე! 

აი დააკვირდი საათის და ბეჭდის კომბინაციას და მიხვდები რასაც ვამბობ, მასიურად არ ვარგა კომბინაციაში! 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan

შენ თუ იმაზე საუბრობ, რაც სამკაული აქვთ ერთად რომ უკეთიათ, ამას არც მე ვამბობ. თან სამოსსაც გააჩნია რაზე გაიკეთებ. როდესაც სადად მაცვია წყვილში ნამდვილად ვუხდენ და განსხვავებულად ჩაცმა გემოვნებას ხომ არ ნიშნავს. უბეჩამოვარდნილჯ შარვლები რომაა მოდაში მსგავსს არასდროს ჩავიცვამ, მაგრამ ტენდენციებს ვიღებთ. ერთი პერიოდი ორღილიანი და უკან შეხნილი პიჯაკები სულ არ იყო მოდაში, მაგრამ მერე ისევ შემოვიდა. ასეა თუ ისე მოქმედებს ტენდენციები. ფეხსაცმელი თუნდაც, ერთხანს სულ წვეტიანები იყო, მერე ისევ ცხვირგადაჭრილი

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

@marguerite ეგრე დახეული ჯინსი ცხოვრებაში არ მცმია და არ ჩავიცვამ ისე როგორც ოვერსაიზ 80 იანების ტანსაცმელს რომელიც ვფიქრობ რომ არავის უხდება, საერთოდ არავის :lol: ფეხსაცმლის შემთხვევაშიც არის კლასიკური კაკუნები რომლებიც ყოველთვის მოდაშია და არც ერთი არაა ექსცენტრიული ვიზუალის, მოდიდან მიდის და მოდის ექსცენტრიული სპეციფიური ფორმები ეგაა ბაზრის ლოგიკა რომ რაღაც ახალი იწარმოებოდეს იყიდებოდეს და მერე მასზე მოთხოვნა წყდებოდეს და უფასურდებოდეს, მით უმეტეს მოდის ბიზნესი ყველაზე სასტიკი ბიზნესია, უსაშველოდ ანაგვიანებენ დედამიწასაც და აღლევებენ მასებს. კლასიკური შავი შარვალი და კლასიკური კაკუნები სულ მოდაშია ისე როგორც კლასიკური პიჯაკი. აი ყველაფერი მიდის მოდის და ეგ სილუეტები უბრალოდ რჩება ისე როგორც შავი ფერი, მასზე ელეგანტური და ტრენდული არასდროს არაფერია რაც არ უნდა გვატენონ! :) 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   191 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 190 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • YandexBot(1)