Jump to content
×
×
  • Create New...

რატომ მოვიპაროთ მილიონი… (როცა არსებობს კულტურა?)


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Posted (შესწორებული)

რატომ მოვიპაროთ მილიონი… (როცა არსებობს კულტურა?)

1*AdrokZ786mz3FO057aSncg.png

“როგორ მოვიპაროთ მილიონი?” იმ ფილმების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ კარგავს პოპულარობას და თაობების საყვარელ კინოსურათს წარმოადგენს. როგორც მაღალმხატვრული ღირებულების ნაწარმოებს შეეფერება, ფილმი ხასიათდება ფილოლოგიური სიჭარბით, რაც იმაში გამოიხატება, რომ სურათს მრავალჯერადი ინტერპრეტაცია გააჩნია და იგი მაყურებლის მიერ შერჩეულ კონტექსტზეა დამოკიდებული. რაც მეტია ისეთი კონტექსტი, სადაც ფილმის ლოგიკური და რაციონალური ინტერპრეტაციაა შესაძლებელი, მით მეტია ნაწარმოების ფილოლოგიური სიჭარბე.

მოდით, დავუშვათ, რომ ფილმის ავტორების მიზანი ამერიკული აუდიტორიის ერთი, კონკრეტული ნაწილისათვის პოლიტიკური შეტყობინების გადაცემა იყო. ამას მე, ცხადია, არ ვამტკიცებ; უბრალოდ, ვითამაშოთ. როგორი ინტერპრეტირდება ფილმი პოლიტიკურ კონტექსტში?

  1. მთავარი პერსონაჟები: ამერიკელი, ბრიტანელი და ევროპელი
  2. ამერიკელი და ბრიტანელი ევროპელის მოხიბლვას ცდილობენ
  3. ამერიკელის იმედი ფულია
  4. ბრიტანელი, პირველ რიგში, ევროპელის ისტორიაში გარკვევას ცდილობს
  5. ევროპელის ისტორია ფალსიფიცირებულია
  6. ფალსიფიცირებულია, ასევე, ის კულტურული არტეფაქტები, რომელსაც ევროპელი ფლობს
  7. ერთი შეხედვით, ბრიტანელის სტრატეგია სწორი აღმოჩნდა: მან მოიპოვა ორიგინალი, ხოლო ამერიკელმა — მხოლოდ ფალსიფიკაცია
  8. ევროპელი არ ეშვება ფალსიფიკაციას მაშინაც კი, როცა მის კონტროლს ბრიტანელი ცდილობს
  9. იმარჯვებს ის, ვისაც კულტურის განვითარების კონტროლი შეუძლია
  10. იმარჯვებს ევროპელი

1*pLorEwik-JKl4f1oC3oHvA.jpeg

კინემატოგრაფის მეშვეობით ელიტები საშუალო ფენას პოლიტიკის ანაბანას უხსნიან, რადგან რაც უფრო გაუთვითცნობიერებულია ამომრჩეველი, მით მეტი პროპაგანდისტული რესურსია საჭირო რაციონალური პოლიტის შემუშავებისა და განხორციელებისათვის. დაბალკულტურული ამომრჩევლისათვის სწორია ძალისმიერი პოლიტიკა, ხოლო დათმობები და მანევრები ელიტის სისუსტედ აღიქმება და დღის წესრიგში მისი შეცვლის აუცილებლობას აყენებს.

ამერიკული ელიტები ამ ინსტრუმენტის შესაძლებლობებს სრულიად იყენებენ. კონკურენტების ისტორიაში გარკვევა, მათ კარადებში ჩონჩხების მოძებნა და სააშკარაოზე გამოტანა პოლიტიკური ზეწოლის უაღრესად ქმედითი საშუალებაა.

რამდენიმე წლის წინ ტელეეკრანებზე გამოვიდა ამერიკული სერიალი “საცავი 13”. იგი, როგორც ჩანს, დაზღვევის მიზნით, პარანორმალურ მოვლენებს ეძღვნება, მაგრამ თუ დავაკვირდებით, ისტორიოგრაფიის ოფიციალური ვერსიის რევიზიის მცდელობას წარმოადგენს. თავი რომ დავანებოთ უწვეტ ნაკადად მიმდინარე ტროლინგს ბრიტანეთის იმპერიის დაცემისა და მისი გავლენის ამერიკულით ჩანაცვლების შესახებ, პირველივე სეზონის პირველსავე სერიაში აღმოვაჩენთ ლუკრეცია ბორჯიას და მისი სიყვარულის ისტორიას.

“Se li uomini sapessino le cagioni della paura mia,capir potrebbero il mio dolor”

1*_dmchL2fA7sM7UcYAgjr_Q.png

ბორჯიების კლანის ოფიციალური ისტორია ფალსიფიცირებულია. როგორც XX (მეოცე!)საუკუნის დასაწყისში ამერიკელმა ისტორიკოსმა პეტერ დე როომ დაამტკიცა (https://books.google.ge/books?id=y2Q2AAAAMAAJ), პიერ-ლუიგი, ჯოვანი, ჩეზარე, ლუკრეცია და ჯოფრე მისი შვილები კი არ იყვნენ, არამედ დის შვილიშვილები.

  1. ჯუილენ რამონ ლანსოლ ი დე ბორჯას მშობლები იყვნენ ჯუანა დე ბორჯა ი დე ბორჯა (როდრიგოს უფროსი და) და პედრო ჯუილენ ლანსოლი, ვალენსიის მხარეში მდებარე ვილალონას სენიორი.
  2. ჯუილენ რამონმა ცოლად შეირთო ვიოლანტა, კასტელვერტის სენიორის, ჯერარდისა და დამიატა დელ მილას ასული. დამიატა დელ მილას მშობლები კი ჯუან დელ მილა და კატალინა დე ბორჯა (ალონსო ბორჯას და) იყვნენ. ვანოცა ვიოლანტას კნინობითი ფორმაა.
  3. ჯუილენ რამონსა და ვიოლანტას შვიდი შვილი ჰყავდათ: პედრო ლუისი (განდიას 1-ლი დუკა), ისაბელა, ჯერონიმა, ჯუანი (ჯოვანი), სესარი (ჩეზარე), ლუკრეცია და ჯოფრე.
  4. ჯუილენ რამონი გარდაიცვალა დაახლოებით 1481 წელს. როგორც ჩანს, ვანოცა ჯოფრეზე იყო ფეხმძიმედ. რადგან უფროსი ვაჟი, პედრო ლუისი ფერდინანდისა და იზაბელას კარზე მსახურობდა, ვანოცა და მისი ოთხი უმცროსი შვილი გაემგზავრნენ რომში, კლანის უფროსი მამაკაცის, კარდინალ ბორჯიას მფარველობაში, ხოლო ორი უფროსი ქალიშვილი გათხოვდა. ჯერონიმას (ჯიროლამას) გამზითვების ხარჯები როდრიგო ბორჯიამ დაფარა, როგორც შესაბამის დოკუმენტშია აღნიშნული, კლანისა და ქალიშვილის ძმების წარმომადგენლის სტატუსით.

ბორჯიების ისტორიაში ყველაზე საინტერესო ისაა, თუ რატომ თანხმდება ვატიკანი ალექსანდრე VI გარყვნილების მისი თანამედროვე რომაელი ინტელექტუალებისა და ბარონების მიერ შეთხზულ ვერსიას. როდესაც ოფიციალური ისტორიოგრაფია პოლიტიკურად არასასურველი მოვლენის დაფარვის აუცილებლობის წინაშე დგება, გამოიყენება ორი ძირითადი მეთოდი — ფსიქიური აშლილობა და პორნოგრაფია. თუ, მაგალითად, რომელიმე მოვლენის ასახსნელად აუცილებელი ფაქტების ნაწილი უნდა დაიმალოს, მაშინ წარმოქმნილი სიღრუის შევსება ხდება შიზოფრენიის დაბრალებით (მართლაც, თუ საქციელი არალოგიკურად და ირაციონალურად აღიქმება, ფსიქიური აშლილობა მოსახერხებელი რამაა და ფაქტების სიმწირეს მალავს). მაგალითისათვის განვიხილოთ პეტრე I და ეკატერინე I ისტორია. პრინცისა და კონკიას ზღაპრის ახალ ვერსიას რუსებმა პორნოგრაფიული ნოველა არჩიეს იმის მიუხედავად (ან, იქნებ, იმიტომაც), რომ ისტორიოგრაფია, პრინციპში, მოზარდებისთვისაა განკუთვნილი.

პეტრეს ფსიქოლოგიური მდგომარეობის თემაზე საუბარი არც ღირს, ახირებული სადისტის რეპუტაცია თავად რუსებმა შეუქმნეს და სათანადო მიზეზიც ჰქონდათ. რაც შეეხება ეკატერინეს, ყურადღებას რამდენიმე საკითხი იპყრობს:

  1. მარტა სკავრონსკას მამა იყო სამუილ სკავრონსკი (მე-17 საუკუნის პოლონელ სმერდებს გვარებიც ჰქონდათ? თუ სამუილი, რეალურად, შლიახტიჩი იყო?)
  2. სამუილი ადრე გარდაიცვალა. მარტა და დედამისი კი საცხოვრებლად ლიფლანდიაში გადასახლდნენ. მარტას აღზრდა იკისრა პასტორმა გლუკმა (გვარია ასეთი და არა ისტორიულ-პროგრამული გლუკი). მარტა კათოლიკე იყო (თუ არ იყო?), პასტორი — რა თქმა უნდა — ლუთერანი. გლუკი მარტას ბავშვობიდან ასწავლიდა რუსულს (!).
  3. მარტა ცოლად გაჰყვა შვედს, რომელიც ქორწინების მეორე დღეს წავიდა ომში და აღარ დაბრუნებულა.
  4. გლუკი დაიბადა 1655 წ საქსონიაში (პოლონეთის მეფეები საქსონიის კურფიურსტები იყვნენ). თეოლოგიური განათლების მიღების შემდეგ გადავიდა ლიფლანდიაში და შეუდგა აბორიგენებთან მუშაობას. დასაწყისში ლატვიელებს ავითარებდა, ხოლო შემდეგ რუსულ ენაზე გადაერთო. ზოგიერთი მონაცემით, მასვე უთარგმნია ბიბლია რუსულად.
  5. მარიენბურგის შემდეგ გლუკი გადადის მოსკოვში, სადაც აარსებს სასწავლო დაწესებულებას — “Покровская школа”; მასვე ირჩევენ ადგილობრივი რელიგიური თემის ხელმძღვანელად (მოსკოვის გერმანული სათვისტომო იმდენად გავლენიანი იყო, რომ, წესით, უცხო არ უნდა დაეშვა ხელმძღვანელობაში).

რა გამოდის? ის, რომ მარტა სკავრონსკაია საქსონური სპეცსამსახურების აგენტი იყო, რომელიც აბორიგენების ბელადს მიამაგრეს ამ უკანასკნელის განსაკუთრებით დიდი სისულელეების თავიდან ასაცილებლად. მე თუ მკითხავთ, სავსებით თანამედროვე პოლიტტექნოლოგიაა. გასაგები ხდება ოფიციალური ვერსიის “გლუკის” მიზეზი.

1*w59w0M1Lz5A9tIxE6AIUNA.pngამ სურათიდან რამდენადმე სარწმუნოც კია, რომ სკავრონსკაია შლიახციანკა იყო.

სწორედ ამიტომაა ასე საინტერესო XV საუკუნის ვატიკანის ისტორია. არაა გამორიცხული, რომ მაშინ კათოლიციზმის ისტორიაში სპეციფიკური ხასიათის გარდამტეხი მომენტი დადგა. უფრო მეტიც, წმინდა მათემატიკური მიზეზების გამო კათოლიციზმის ისტორია ვერ იქნებოდა ისეთი სახისა, როგორიც ოფიციალურ ისტორიოგრაფიაშია მოცემული.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც შეიძლება მოხდეს, კულტურული მატრიცის, დისკურსისა და დისკურსის მოდერატორის ცვლილებებია. წარმოიდგინეთ, რომ ფლობთ მძლავრ კომპიუტერს, მაგრამ სისტემური ადმინისტრატორი სხვაა. თქვენ ვერ აკონტროლებთ ადმინის მოქმედებებს, ხშირად არც კი იცით, რა პროცესებთან გაქვთ საქმე. ერთ დღესაც ჩართავთ კომპიუტერს და ნაცნობი ოპერაციული სისტემის ნაცვლად რაღაც სრულიად სხვას, ხოლო პროგრამების მაგივრად შუმერული ლურსმულით დაწერილ აქადურ რელიგიურ ტექსტებს აღმოაჩენთ. წესით, უკიდურესად უსიამოვნო სიტუაცია უნდა იყოს.

ნებისმიერი ეთნოსისათვის დედაენა სისტემური პროგრამირების ენაა, კულტურული დისკურსი — ოპერაციული სისტემა, ხოლო დამოუკიდებლობა — ამ სისტემის ადმინისტრირების უფლება. ამიტომ ერის განვითარების ფუნდამენტური ეტაპი სალიტერატურო ენის შექმნა და შენარჩუნებაა და, შესაბამისად, განათლების საფუძველთა საფუძველს ფილოლოგია წარმოადგენს.

ჩვენი ძირითადი პრობლემა კი დედაენის უცოდინრობაში მდგომარეობს. ადამიანი აზროვნებს ისე, როგორც წერს. ჩვენ კი ვერაფრით გვიყალიბდება წერითი მეტყველების კულტურა. ქართული გრამატიკის სასკოლო კურსის შესწავლა მხოლოდ გამოცდებზე მიღებულ ნიშნებში აისახება და არა წერის უნარ-ჩვევებში. ვწერთ შეცდომებით, შესაბამისად, ვაზროვნებთ შეცდომებით, რის გამოც გვიჭირს მოვლენების აღქმა და ანალიზი. თუ ამ დებულების მართებულობაში ეჭვი შეგეპარათ, გადაიკითხეთ ქართულ სოციალურ ქსელებში მიმდინარე დისკუსიები.

“ დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად.”

თუ თქვენც ჩემსავით ლათინურით ერთობოდით, იოლად შეამჩნევთ, რომ იოანე-ზოსიმესეული ფრაზა ტიპურად ლათინურია. ქართულ ენაში გაგვაჩნია სპეციფიკურად ლათინური კონსტრუქციების ფუნქციური ეკვივალენტები, მაგრამ მათი წერით მეტყველებაში გამოყენება განაპირებულია, არ ისწავლება და არ არის ათვისებული.

განათლების რეფორმა კი ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო კურსების განახლებით უნდა დაიწყოს.

პოლიტიკური პროცესი მშობლიური ლიტერატურიდან იწყება და იმ კონტექსტში ვითარდება, რომელსაც მშობლიური ლიტერატურა (და, ზოგადად, ხელოვნება) აყალიბებს. რატომ დომინირებს ფრანგული დისკურსი? იმიტომ, რომ ფრანგული ენა პროზის, ანუ, გრძნობების რაციონალიზაციის ენაა.

ზრდასრულ ასაკში თუ გადაგიკითხავთ “სამი მუშკეტერი”? ცადეთ. არ ინანებთ.

stat?event=post.clientViewed&referrerSou(c) @York Ge

Edited by Moor
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   273 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 272 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(1)