Jump to content
×
×
  • Create New...

„მაწუხებს ის რიტორიკა, რითაც თავს ვიწონებთ“ – მიმინოშვილი სამინისტროს ნაბიჯებზე პანდემიის პერიოდში


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი და დღეს საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციას ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი EDU.ARIS.GE-სთან აცხადებს, რომ პანდემიის პერიოდში განათლების სამინისტრომ რაც შეეძლო გააკეთა, თუმცა უწყება არ უნდა ამბობდეს, რომ პრობლემები არ ყოფილა.

„ჩხენკელმა თქვა, რომ მოსწავლეების 95%-ისთვის სწავლა ხელმისაწვდომი იყო. აქ არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ იმას, რომ პანდემია თავს დაატყდა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს. ვერავის ვერ წარმოგვედგინა, რომ ამ ვითარებაში აღმოვჩნდებოდით. სამინისტრომ, რაც შეეძლო, კი ბატონო, მაქსიმუმი ნამდვილად გააკეთა. გმირობის ტოლფასია მასწავლებლების გარკვეული ნაწილის შრომა, რომელსაც ისინი პანდემიის დროს ეწეოდნენ. ძალიან რთულია უცბად ახალ ფორმატზე გადახვიდე და ბავშვებთან კომუნიკაცია მოახერხო. ამ გადასახედიდან მგონია, რომ სამინისტრომ და პედაგოგებმა მაქსიმუმი გააკეთეს.

„ამ შემთხვევაში სხვა რამე მაწუხებს. ეს არის რიტორიკა, რითაც თავს ვიწონებთ. რბილად რომ ვთქვათ ჩვენს ქვეყანაში მოსწავლეების 95% ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება. ნაცვლად იმისა ვთქვათ, რომ ასეთი ფორმატი საკლასო მუშაობას ვერაფრით ჩაანაცვლებს, პირიქით, ვამბობთ, რომ პრობლემები არ ყოფილა. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, რადგან ეს პერიოდი სწავლის და განათლების შედეგებზე ძალიან აისახება. უბრალოდ, ყველაფერს თავისი სახელი რომ ერქმევა, ეს შედეგისთვის კარგია, რადგანაც სამომავლოდ სწორი ნაბიჯი გადადგა. საზოგადოებასთან მართალი უნდა იყო და თქვა, რომ რაღაცების გაკეთება შეუძლებელი იყო“, – აცხადებს მაია მიმინოშვილი.

„ბევრი ნაბიჯი გადავდგით უკან და მინისტრის ამ ინიციატივით უკან გადახტომას ვაპირებთ“ – ინტერვიუ მაია მიმინოშვილთან

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   303 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 302 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(22)
    • YandexBot(2)