Guest Merlin Posted 10 მარტი, 2021 Posted 10 მარტი, 2021 ნორვეგიის ელექტროენერგიის მომსახურების მიმწოდებელი Aker Solutions-ი ავითარებს ახალ ბიზნესს, რომელსაც ბიტკოინთან ექნება კავშირი. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, კიელ ინჟე რიკლემ ციფრული ვალუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. Aker Solutions-მა განაცხადა, რომ დააფუძნა Seetee, კრიპტოვალუტაზე ორიენტირებული ინვესტიციური კომპანია, რომელიც ცდილობს გამოიყენოს ბიტკოინის ეკოსისტემა. კომპანიას გამოეყო 59 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 500 მილიონი ნორვეგიული კრონა. Aker Solutions-ის თქმით, დროთა განმავლობაში ეს თანხა, გამოცდილების მიღებასა და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვნად მოიმატებს. ”Aker Solutions-ის Seetee–ს მეშვეობით ბიტკოინში ინტეგრირება გრძელი და ფუნდამენტური დისკუსიის შედეგია. ბიტკოინი, ჩვენი აზრით, წარმოადგენს დაბალანსების ეკონომიკურ ელემენტს”,-აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში. ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ Seetee გეგმავს მაინინგის დაწყებასაც. შეგახსენებთ, რომ შვედეთის Riksbank-ის მსგავსად ნორვეგიაც განიხილავს ელექტრონული კრონას გამოშვებას. The post ნორვეგიული ელექტროენერგიის კომპანია კრიპტოვალუტით დაინტერესდა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა