Jump to content
×
×
  • Create New...

ნორვეგიული ელექტროენერგიის კომპანია კრიპტოვალუტით დაინტერესდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_1051153622-300x200.jpg

ნორვეგიის ელექტროენერგიის მომსახურების მიმწოდებელი Aker Solutions-ი ავითარებს ახალ ბიზნესს, რომელსაც ბიტკოინთან ექნება კავშირი. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, კიელ ინჟე რიკლემ ციფრული ვალუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

Aker Solutions-მა განაცხადა, რომ დააფუძნა Seetee, კრიპტოვალუტაზე ორიენტირებული ინვესტიციური კომპანია, რომელიც ცდილობს გამოიყენოს ბიტკოინის ეკოსისტემა. კომპანიას გამოეყო 59 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 500 მილიონი ნორვეგიული კრონა. Aker Solutions-ის თქმით, დროთა განმავლობაში ეს თანხა, გამოცდილების მიღებასა და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვნად მოიმატებს.

”Aker Solutions-ის Seetee–ს მეშვეობით ბიტკოინში ინტეგრირება გრძელი და ფუნდამენტური დისკუსიის შედეგია. ბიტკოინი, ჩვენი აზრით, წარმოადგენს დაბალანსების ეკონომიკურ ელემენტს”,-აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ Seetee გეგმავს მაინინგის დაწყებასაც.

შეგახსენებთ, რომ შვედეთის Riksbank-ის მსგავსად ნორვეგიაც განიხილავს ელექტრონული კრონას გამოშვებას.

The post ნორვეგიული ელექტროენერგიის კომპანია კრიპტოვალუტით დაინტერესდა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share