Guest Merlin Posted 10 მარტი, 2021 Posted 10 მარტი, 2021 Bybit-ს კრიპტოვალუტის მარეგულირებელ სისტემასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ახალი კადრი ჰყავს. დანიელ ლიმი არის სინგაპურში დაფუძნებული ინვესტიციური ბანკის, Daiwa Capital Markets–ის, იურიდიული უფროსი, რომელმაც კვირის დასაწყისში განაცხადა ახალი თანამდებობის დაკავების შესახებ. პოზიცია გულისხმობს Bybit-ის იურიდიული გუნდის ხელმძღვანელობას, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის პოლიტიკის შექმნას. კომპანია იძულებული გახდა დაენიშნა დანიელ ლიმისნაირი გამოცდილი კადრი, რადგან მათ ბოლოდრონდელ მარეგულირებელ სიახლებს ფეხი ვერ აუწყეს. ამის გამო კომპანიას გაერთიანებულ სამეფოში ვაჭრობა აუკრძალეს. Bybit-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ბენ ჟოუმ განაცხადა, რომ დანიელ ლიმი დაინიშნა კომპანიის მარეგულირებელი სისტემის შესაბამისი რეფორმების გასატარებლად. ”მოხარულნი ვართ მივესალმოთ დანიელს, რომელსაც განსაკუთრებული გამოცდილება და შორსმჭვრეტელობა შემოაქვს ჩვენს მზარდ ინდუსტრიაში”, – აღნიშნა ბენ ჟოუმ და დასძინა, რომ დანიელ ლიმი ხელს შეუწყობს Bybit-ის შესაბამისობის გაძლიერებას სწრაფად ცვალებად მარეგულირებელ გარემოში. The post Bybit-ი რეგულაციების შესაბამის პოლიტიკას შეიმუშავებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა