Guest Merlin Posted 17 თებერვალი, 2021 Posted 17 თებერვალი, 2021 წონაში მომატება მარტივად ჟღერს, ნაკლები იმოძრავე და უფრო მეტი კალორია მიიღე, მაგრამ არც ასე მარტივადაა საქმე. წონაში სწორად მომატება – კუნთოვანი მასის გაზრდა და არა ცხიმის – საკმაოდ რთული პროცესია. ამ სტატიაში იმ დანამატებს განვიხილავთ, რომელიც ამ პროცესში ნამდვილად დაგეხმარებათ! ვეი პროტეინი (Whey protein) პროტეინი არის საკვებდანამატი, რომელიც მიიღება ბუნებრივი ნედლეულის სპეციალური გადამუშავებით. ის ორგანიზმში მოხვედრისთანავე იშლება ამინომჟავებად, ანუ კუნთის საშენ მასალად. ადამიანის ორგანზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის სჭირდება 1 კილოგრამ წონაზე 1.5-2 გრამი ცილა, რომლის მიღების გარეშეც კუნთის ზრდა სრულიად წარმოუდგენელია. პროტეინის მიღება ფხვნილის სახით მარტივი და მოსახერხებელია, როდესაც გადატვირთული გრაფიკის გამო ადამიანები ვერ ახერხებენ ცილების საკმარისი რაოდენობით მიღებას საკვებიდან. ვეი პროტეინი შედგება რამდენიმე რთული პეპტიდისგან. ის შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას. მაღალი ლეიცინის დონე უზრუნველყოფს ეფექტურ ანაბოლურ სტიმულს. მაღალი ცისტეინის დონე ზრდის გლუტათიონის წარმოქმნას და ანტიოქსიდანტურ მოცულობას. ის ხელს უწყობს ჯანსაღ იმუნურ სისტემას, კუნთოვანი მასის გაზრდას და ცხიმის შემცირებას, იდეალურია ასევე შიმშილის დასათრგუნად. კრეატინი კრეატინი არის ნაერთი, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება სხეულის მიერ კუნთების ენერგიით უზრუნველყოფისთვის. კრეატინის დონის ზრდა ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს კუნთის უჯრედებში და აძლიერებს სხეულის შესაძლებლობებს. კრეატინის სინთეზი ორგანიზმში ხდება სამი ამინომჟავისგან: გლიცინი, არგინინი და მეტეანინი.კრეატინის მონიჰიდრატი გარდაიქმენა კრეატინის ფოსფატად, რის შედეგადაც იზრდება ორგანიზმში ენერგორესურსების მარაგი, რაც განაპირობებს, რომ თქვენ შეძლებთ გააუმჯობესოთ სავარჯიშო დრო და ფიზიკური მაჩვენებელი. კვლევებით დადგენილია, კრეატინის მიღება ორგანიზმს ეხმარება ვარჯიშისას დაწვას უფრო მეტი ცხიმი, რაც საბოლოოდ გვაძლევს გაზრდილ კუნთოვან მასას. მისი როლი, წონის მატების პროცესში კუნთოვანი მასის გასაზრდელად, დამტკიცებულია ამერიკელი ფეხბურთელებისა და ძალოსნების მაგალითზე. რეკომენდირებულია დღეში 3-5 გრამის მიღება, ჯანსაღი კვების რეჟიმთან და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად. წონის მოსამატებლები (Weight Gainer) სახელი ყველაფერს ამბობს. ეს მაღალკალორიური დანამატი ემსახურება წონის მატებას, ჩვეულებრივ ის ნახშირწყლებისა და ცილების ნაზავია. წონის მოსამატებელი დანამატები კარგია ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც უმადობა აწუხებს და დიდი რაოდენობით საკვების მიღება არ შეუძლია. მაგალითად, ხანდაზმული ადამიანებისთვის. ასაკის მატებასთან ერთად, მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ კუნთოვანი მასა და არ შეწყვიტოთ ცილების მიღება, რადგან 60 წელზე უფროს ადამიანებში ცილების სინთეზის მაჩვენებელი 44%-ით მცირდება. ლეიცინის მეტაბოლიტი – HMB ლეიცინის მეტაბოლიტი ამცირებს კუნთების დაზიანებას და აქვს ანტი-კატაბოლური ეფექტი, რაც გულისხმობს სხეულის მასის ზრდასა და კუნთების ადაპტაციის პროცესს მუდმივი ვარჯიშის დროს. კვლევებით დადასტურებულია, რომ 12 კვირის განმავლობაში 1.5 გრამი HMB-ის ამინომჟავასთან ერთად მიღების შედეგგად სხეულის მასა და კუნთის ძალის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზოგადად, HMB მიღება გათვალისწინებულია სხეულის მასის შენასარჩუნებლად, რომელიც ხანგრძლივი უმოქმედობის დროს შეიძლება დაიკარგოს. შეჯამება წონის მომატების ფილოსოფია ასე ჟღერს: თუ იმაზე მეტ კალორიას იღებთ, ვიდრე ხარჯავთ, წონაში აუცილებლად მოიმატებთ და ამაზე არავინ დაობს, ფიზიოლოგია ასეა მოწყობილი, თუმცა ამ საკვებდანამატებით ნამდვილად შესაძლებელია პროცესის დაჩქარება და შედეგის გაუმჯობესება. The post 4 საუკეთესო დანამატი წონაში მომატებისთვის appeared first on Fit.Ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა