Jump to content
×
×
  • Create New...

ვარჯიშის შემდეგ მისაღები 8 პროდუქტი კუნთოვანი მასისთვის


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

თუ თქვენი მიზანი კუნთოვანი მასის შექმნა და გაძლიერებაა, ვარჯიშის შემდეგ აუცილებელია ისეთი საკვების მიღება, რომელიც დაგეხმარებათ კუნთების ტკივილის შემცირებასა და აღდგენაში.
არსებობს მეცნიერულად დამტკიცებული საკვები პროდუქტები, რომელთა ვარჯიშის შემდეგ მიღება ეხმარება ორგანიზმს ძალების აღდგენასა და კუნთოვანი მასის ზრდაში. ეს პროდუქტები ბევრად გემრიელია, ვიდრე, მაგალითად, პროტეინის შეიკები.

ალუბლის წვენი

ალუბლის წვენი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და სხვადასხვა ანთების საწინააღმდეგო ნაერთებით. დამტკიცებულია, რომ მისი მიღება ხელს უწყობს ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ კუნთოვანი ქსოვილების აღდგენის პროცესს.
ალუბლის წვენის მიღება ამცირებს სისტოლურ წნევას ვარჯიშიდან დაახლოოებით 90 წუთში და ეხმარება ორგანიზმს მშვიდ ძილში.

კვერცხი

მნიშვნელოვანია მიიღოთ კვერცის როგორც ცილა, ასევე გული. კვერცხის მიღება ორგანიზმს ამარაგებს ჯანსაღი ცხიმებით, ვიტამინებით, მინერალებით – რკინით და ფოსფორით, ასევე კუნთოვანი ქსოვილებისთვის შესაქმენლად საჭირო ცილებით.

შებოლილი ორაგული

კვლევებმა დაადასტურა, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვების, მაგალითად, ორაგულის, სკუმბრიას და ზოგადად, თევზეულის მიღება ეხმარება კუნთოვანი ქსოვილების შექმნის პროცესის დაწყებას. ომეგა-3 ამცირებს ინტენსიური ვარჯიშის შედეგად დაზიანებული კუნთების ტკივილს, ასევე ამცირებს ანთებით პროცესებს.

ხაჭო

ხაჭოს ერთი ჭიქის ულუფა 3 გრამ ლეიცინს შეიცავს, რაც საკმარისია კუნთოვანი ქსოვილების შექმნის პროცესის დასაჩქარებლად და შესანარჩუნებლად.
შეგიძლიათ ხაჭო მიიღოთ ხილთან ერთად, არომატისთვის.

ტკბილი კარტოფილი

კეტო დიეტის მიმდევრებს ალბათ გაუკვირდებათ, მაგრამ როცა საქმე ვარჯიშის შემდეგ ძალების და კუნთოვანი მასის აღდგენას ეხება, ჯანსაღი ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღება უკონკურენტოა.
ვარჯიშის შემდეგ ნახშირწყლის მიღება ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს, რაც ხელს უწყობს აღდგენის პროცესის დაჩქარებას.

მცენარეული ჩაი

მცენარეული ჩაი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს და ბუნებრივ სტიმულატორებს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის ენერგიით მომარაგებას. მისი მიღება როგორც ვარჯიშამდე, ისე ვარჯიშის შემდეგ კარგი გადაწყვეტილებაა ძალების აღდგენისა და ენერგიის გაზრდისთვის.

მარცვლეულის პური

დიეტების დროს, პური ფაქტობრივად აკრძალულია, თუმცა მასში შემავალი ჯანსაღი ნახშირყწლები ხელს უწყობს კუნთების მუშაობას.

ქინოა

ქინოა მცენარეული წარმოშობის რკინით მდიდარ პროდუქტებს განეკუთვნება. ქინოას მიღება არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, კერძოდ, აუმჯობესებს ქოლესტერინის გამოყენების მექანიზმებს. ქინოას შემადგენლობაშია ანტიოქსიდანტები და ფიტონუტრიენტები.

წყარო – menshealth.com

The post ვარჯიშის შემდეგ მისაღები 8 პროდუქტი კუნთოვანი მასისთვის appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   190 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 190 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(18)
    • YandexBot(13)
    • Facebookexternalhit(1)