Guest Merlin Posted 23 თებერვალი, 2021 Posted 23 თებერვალი, 2021 კეტო დიეტა არის დაბალნახშირყწლოვანი დიეტა, რომელიც გულისხმობს ცხიმოვანი და ცილოვანი პროდუქტების მიღებას, ხოლო ნახშირყლების მიღების მინიმუმამდე შემცირებას. კეტოგენური დიეტა შეიქმნა ეპილეფსიით დავადებული ადამიანების სამკურნალოდ. სხეული გლუკოზას იყენებს, როგორც ენერგიის ძირითადად წყაროს. გლუკოზის მომატებული დონე თავის ტვინში ხშირი ეპილეფიუსი შეტევების მიზეზია. როდესაც რაციონში არ არის ნახშირწყლები, ღვიძლი ცხიმს გარდაქმნის ცხიმოვან მჟავებად და კეტო სხეულებად. გლუკოზის ნაცვლად კეტო სხეულები მიეწეოდება ტვინს და გამოიყენება როგორც ენერგიის წყარო. რაც უფრო მაღალია კეტონის დონე სხეულში, მით ნაკლებია ეპილეფსიური შეტევების განვითარების შანსი. მანამ სანამ თქვენი ორგანიზმში შეეჩვევა კეტო დიეტას, ადაპტაციის პერიოდი შედარებით რთულია. გრძნობთ დაღლილობას, გაღიზიანებას, შიმშილს. არასწორი შეხედულებები კეტო დიეტის დროს, კუნთოვანი მასის ზრდის შესახებ ძირითადი მიზეზი, რის გამოც ხალხი სკეპტიკურადაა განწყობილი კეტო დიეტის დროს კუნთოვანი მასის შემქნის პროცესზე, განპირობებულია მისი ეფექტით ინსულინის წარმოებაზე. ინსულინი ანაბოლური ჰორმონია (ანუ ჰორმონი, რომელიც ასოცირდება „შექმნასთან“), ის ხელს უწყობს ცილის სინთეზს და ქსოვილების მშენებლობას. ინსულინი ასევე უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის და ძალის ზრდას. მიუხედავად ამისა, კუნთოვანი მასის შესაქმნელად და გასაზრდელად ცილებით მდიდარი საკვების მიღება აუცილებელია. ცხოველური საკვები მდიდარია ლუცეინის შემცველობით, რომელიც ცილების სინთეზის პროცესში იღებს მონაწილეობას. როგორ უწყობს ხელს კეტო დიეტა კუნთოვანი მასის შექმნას კეტო დიეტის დროს, დიდი რაოდენობით ცილებს იღებთ, რაც ცილების სინთეზის სტიმულირებას იწვევს და კუნთოვანი მასის შექმნაც უფრო მარტივი ხდება. დიეტის პროცესში, იწვება ცხიმები, რაც ხელს უწყობს მშრალი კუნთოვანი მასის შექმნას. კეტო დიეტის დროს, როგორც უკვე იცით, ნახშირყწლების მინიმალურ რაოდენობას იღებთ, რამაც დიეტის საწყის ეტაპზე შეიძლება გამოიწვიოს ძალის, ენერგიის დაქვეითება, რადგან ყველა ადამიანი ერთნაირად არ რეაგირებს ნახშირწყლების რაოდენობრივად შეზღუდულად მიღებაზე. ადაპტაციის პერიოდის შემდეგ, ორგანიზმი ეჩვევა კვების რაციონს და უბრუნდება ჩვეულ რეჟიმს. შეჯამება მოსაზრება, რომ კეტო დიეტა ნეგატიურად აისახება კუნთოვანი მასის შექმნის პროცესზე არასწორია, რადგან კუნთოვანი მასის „შენების“ პროცესი ბევრად მეტს მოიცავს, ვიდრე უბრალოდ კეტო დიეტა. ნებისმიერ შემთხვევაში, რომელ დიეტაზეც არ უნდა იყოთ, კუნთოვანი მასის გასაზრდელად მნიშვნელოვანია ვარჯიში და ცილებით მდიდარი საკვების მიღება. კეტო დიეტა უზრუნველყოფს ორგანიზმის საჭირო რაოდენობის ცილებით მომარაგებას, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს კუნთოვანი მასის შექმნას. წყარო – myprotein.com The post კუნთოვანი მასის მატება კეტო დიეტის დროს appeared first on Fit.Ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა