Guest Merlin Posted 25 თებერვალი, 2021 Posted 25 თებერვალი, 2021 რეგულარული ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია გულსისხლძარღვთა სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. ვარჯიში არა მხოლოდ ხელს უწყობს ცხიმის წვის პროცესს და წონის კლებას, არამედ გეხმარებათ მენტალური მდგომარეობის და გულის გაჯანსაღების პროცესში. როდესაც საქმე ეხება პოპულარულ კარდიო ტრენაჟორებს, წონის კლების პროცესში მათ განსხვავებული წვლილი მიუძღვით. სარბენი ბილიკი სარბენ ბილიკზე აღმართის წინაღომის შექმნა ავარჯიშებს სხეულის ყველა ნაწილს. მსგავსი ტიპის ვარჯიში განსაკუთრებით ეფექტურია მათთვის, ვისაც არ შეუძლია სირბილი ტრავმის, წონასწორობის ან კოორდინაციის შეზღუდული მასშტაბების გამო. ელიპტიკური ტრენაჟორი (თხილამური) მსგავსი ტიპის ტრენაჟორს ყველა კიდური მოძრაობაში მოჰყავს. ამ ტრენაჟორზე, ხერხემლის ქვედა ნაწილზე დატვირთვა მცირდება, ეფექტურობით სარბენი ბილიკის საშუალო ინტენსივობის ტემპს უდრის. ელიპტიკურ ტრენაჟრზე ვარჯისისას იტვირთება მთელი სხეული, თუმცა უფრო მეტი დატვირთვა ფეხის კუნთებზე მოდის. კიბე კიბე გაძლევთ შესაძლებლობას გააკეთოთ კიბეზე ასვლის იმიტაცია. კიბე გამოიყენება როგორც კარდიო ვარჯიშისთვის, ასევე ფეხის და დუნდულა კუნთების სავარჯიშოდ. იმისათვის, რომ მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ, აუცილებელია ივარჯიშოთ მაღალი ინტენსივობის რეჟიმზე. შეჯამება იმისათვის, რომ შეძლოთ წონის კლება, მნიშვნელოვანია რეგულარული ვარჯიში. ჩამოთვლილი ტრენაჟორებიდან, წონის კლებას ყველაზე მეტად კიბე უწყობს ხელს. თუ რაიმე ტრავმა გაქვთ, სარბენი ბილიკის აღმართის იმიტაცია დაგეხმარებათ სხეულის სრულად დასატვირთად. რაც შეეხება ელიპტიკურ ტრენაჟორს, ის შედარებით ჩამორჩება ამ ორ ტრენაჟორს, თუმცა ის კარგი საშუალებაა ფეხის კუნთების დასატვირთად. წყარო – myfitnesspal.com The post რომელი კარდიო ტრენაჟორია ყველაზე ეფექტური? appeared first on Fit.Ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა