Jump to content
×
×
  • Create New...

სავარჯიშო რეზინების 5 უპირატესობა ეფექტური ვარჯიშისთვის


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, დაკეტილმა სავარჯიშო დარბაზებმა ადამიანები აიძულა ეპოვათ სხვადასხვა გზა სახლში სავარჯიშოდ.

ძალისმიერი ვარჯიშები ადამიანებისთვის ასოცირდება სიმძიმეების აწევასთან და მათი საშუალებით სხვადასხვა მოძრაობის კეთებასთან, მაგრამ რაც დარბაზები დაიხურა, ადამიანებს მოუწიათ თავიანთი შეხედულებების არსებულ მდგომარეობაზე მორგება. შესაძლოა ბევრ თქვენგანს სახლში არ მოგეპოვებათ ისეთი მძიმე აღჭურვილობა, როგორიც ჰანტელებია და არც გსურთ მათი შეძენა რამდენიმე მკაფიო მიზეზის გამო: დამატებითი ხარჯები, სახლში ადგილის უქონლობა და გაზრდილი მოთხოვნის გამო, ცარიელი დახლები. რა შეიძლება ამ დროს ვიყიდოთ?

რა თქმა უნდა, სავარჯიშო რეზინები!

ამ სტატიაში განხილულია ხუთი ძირითადი უპირატესობა, რაც თქვენ დაგარწმუნებთ სავარჯიშო რეზინების საჭიროებაში

მისი დახმარებით შეძლებთ აამუშაოთ თითქმის ყველა კუნთი

სავარჯიშო რეზინა განსხვავებული სიძლიერის არსებობს. მაგალითად, რაც უფრო სქელია ის, მით უფრო რთულია ვარჯიშების შესრულება და უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

შესაბამისად, არ არსებობს ერთი ალტერნატიული ზომა, რომლითაც ყველა კუნთს ამუშავებთ. ზედმეტი დატვირთვისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ზომის წინაღომის რეზინის გამოყენება.

ყველაზე მარტივი რეზინა საკმაოდ მსუბუქია და მარტივად იჭიმება – მას იყენებენ კუნთების მცირე ჯგუფების, მაგალითად, ტრიცეპსის, ბიცეპსისა და უკანა დელტის კუნთების სავარჯიშოდ. ცოტა უფრო რთული რეზინა ზომიერად ავარჯიშებს სხეულის უფრო დიდ კუნთებს, როგორიცაა ზურგი, მკლავები. ყველაზე სქელი რეზინა საკმაოდ მძიმე და რთულად გასაჭიმია.

მათ შეუძლიათ სავარჯიშო დარბაზებში არსებული ტრენაჟორების ჩანაცვლება

მაგალითად პანდემიის დროს, როცა ყველაფერი დაიკეტა, აქტიური ფიტნეს ცხოვრებით დაკავებული ადამიანები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი რუტინის გარეშე დარჩნენ და მოუწიათ სახლში მოეწყოთ „სავარჯიშო დარბაზები“. სავარჯიშო რეზინა ნამდვილად კარგი საშუალებაა, რადგან ის ართულებს ვარჯიშებს და ზრდის წინაღობას, რაც ქმნის დამატებით შანს, ყველა კუნთმა თანაბრად იმუშაოს.

სავარჯიშო რეზინა უფრო განსხვავებულად ამუშავებს კუნთებს, ვიდრე მაგალითად თავისუფალი წონებით ვარჯიში

რეზინის დახმარებით, იქმნება დამატებით წინაღობა, რომლის გადალახვაც უფრო რთული და ეფექტიანია, ვიდრე თავისუფალი წონებით ვარჯიში. როცა მაგალითად ჩაჯდომებს აკეთებს და რეზინა მუხლებს ზემოთ გაქვთ დამაგრებული, მოძრაობის დროს, როცა უკვე წვას გრძნობთ, რეზინა გაიძულებთ კიდევ რამდენიმე წუთი გაუძლოთ და დაიჭიროთ. პაუზების დამატება არის მთავარი სტრატეგია გაართულოთ ვარჯიშები.

მათი დახმარებით შეგიძლიათ უფრო ეფექტურად შეასრულოთ ვარჯიშების სეტები

როცა ერთი ვარჯიშიდან მეორე ვარჯიშზე შესვენების გარეშე გადადიხართ და ე.წ. სეტებს აკეთებთ, მსგავსი ტიპის ვარჯიშების შესასრულებლად სავარჯიშო რეზინის გამოყენება კარგი საშუალებაა ეფექტურობის გასაზრდელად. მათი გამოყენებით და დამატებით წინაღობის შექმნით, იზრდება დატვირთვა, უფრო მეტი ძალიხსმევა გჭირდებათ ვარჯიშის შესასრულებლად, რაც საბოლოოდ ძალიან ეფექტურია.

სავარჯიშო რეზინა ხელმისაწვდომია, გამოსაყენებლად არ სჭირდება დიდი სივრცე

სხვა სავარჯიშო ატრიბუტებისგან განსხვავებით, სავარჯიშო რეზინა ბევრად იაფი და ხელმისაწვდომია, მისი დახმარებით ვარჯიშების შესასრულებლად არ დაგჭირდებათ დიდი სივრცე. კომპაქტურია და შეგიძლიათ შეინახოთ ყველგან.

რა ღირს და როგორ უნდა შეიძინოთ სავარჯიშო რეზინა?

Fit.Ge გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სავარჯიშო რეზინებს. გვაქვს 5 სხვადასხვა წინაღობის რეზინები ყველა დონის მოვარჯიშისთვის (ყველაზე მარტივი, მარტივი, საშუალო, რთული, ყველაზე რთული).

ერთი ცალი სავარჯიშო რეზინის ფასია 15₾. თანხას ემატება ტრანსპორტირების 5 ლარი თბილისის მასშტაბით.

ხუთივეს შეძენის შემთხვევაში ტრანსპორტირება უფასოა + საჩუქრად მოჰყვება შესანახი ჩანთა.

შესაძენად მოგვწერეთ ფეისბუქის საშუალებით. დააჭირეთ აქ.

სავარჯიშო რეზინა სავარჯიშო რეზინები ყიდვა რა ღირს

წყარო – self.com

The post სავარჯიშო რეზინების 5 უპირატესობა ეფექტური ვარჯიშისთვის appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share