Jump to content
×
×
  • Create New...

4 საუკეთესო საკვებდანამატი აღდგენისა და მასის მომატებისთვის


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

საკვებდანამატები გამოიყენება კუნთოვანი მასის გასაზრდელად და ფიზიკური ძალის გასაუმჯობესებლად, თუმცა ყველა საკვებდანამატი ერთნაირად არ მუშაობს და მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომელი იქნება თქვენთვის ყველაზე ეფექტური.

შრატის ცილა (ვეი პროტეინი)

შრატის ცილას ორგანიზმი მარტივად იწოვს, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი მიღება აჩქარებს კუნთოვანი მასის აღდგენის პროცესს. ვეი პროტეინის ვარჯიშის შემდეგ მიღება საუკეთესო საშუალებაა აღდგენის პროცესის დასაჩქარებლად.
მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ რაც ვარჯიშს დაასრულებთ, მალევე მიიღოთ სწრაფად მონელებადი პროტეინი, რომ დატვირთული ფიზიკური აქტივობის შემდეგ, კუნთებს ქონდეთ საჭირო ცილების რაოდენობა დაზიანებული ქსოვილების აღსადგენად.

გლუტამინი

გლუტამინი მდიდარია აუცილებელი ამინომჟავებით, კვლევებით დადასტურებულია, რომ მისი მიღება დადებით ეფექტს ახდენს აღდგენის პროცესზე.
გლუტამინით მდიდარია ხორცი, კვერცხი, თუმცა მათში გლუტამინის რაოდენობა არ არის საკმარისი, ამიტომ დანამატის სახით მიღება აუცილებელი ხდება კუნთოვანი ქსოვილების აღსადგენად.

BCAA

BCAA შეუცვლელ ამინომჟავებს, ლეიცინს, იზოლეიცინსა და ვალინს შეიცავს. ამ ამინომჟავების ბუნებრივად გამომუშავება ორგანიზმს არ შეუძლია ამიტომ მათი მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკვები პროდუქტებისგან ან საკვებდანამატის სახით.
მასში შემავალი ამინომჟავა ლუცეინი ხელს უწყობს ცილების სინთეზის პროცესს, აჩქარექბს კუნთოვანი ქსოვილების აღდგენას.

ნახშირწყლების შემცველი საკვებდანამატები

ინტენსიური ფიზიკური აქტივობა ამცირებს გლიკოგენის რაოდენობას, ამიტომ ვარჯიშის შემდეგ მნიშვნელოვანია გლიკოგენის მარაგის შევსება. მსგავსი დანამატების შრატის ცილასთან ერთად მიღება უზრუნველყოფს გლიკოგენის მარაგის შევსებას და ხელს უწყობს აღდგენის პროცესს.
ბაზარზე არსებობს ნახშირწყლების შემცველი ორი პოპულარული საკვებდანამატი: დექსტროზა და ცვილის სიმინდის სახამებელი.

შეჯამება

შესაბამისი კვების რაციონით, დასვენებით და ამ საკვებდანამატებით შესაძლებელია თქვენი შედეგის გაუმჯობესება, კუნთოვანი ქსოვილების აღდგენისა და შექმნის პროცესის დაჩქარება.

წყარო – myprotein.com

The post 4 საუკეთესო საკვებდანამატი აღდგენისა და მასის მომატებისთვის appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share