Jump to content
×
×
  • Create New...

იწვევს თუ არა კრეატინის მიღება აკნეს?


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

კრეატინის მოხმარება ზრდის თქვენი კუნთების მიერ წარმოქმნილ ATP -ს რაოდენობას. ეს საშუალებას გაძლევთ ივარჯიშოთ უფრო დიდხანს და პროდუქტიულად. მისი სწორი დოზის მიღებისას, თქვენ სხეულს ემატება ძალა და გამძლეობა.

კრეატინის მიღება 20%-ით ზრდის ტესტოსტერონისა და IGF 1 (ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი) რაოდენობას. შედარებისთვის, ანაბოლური სტეროიდები ზრდის ტესტოსტერონს 1000%-2000%-მდე, მიღების დოზის შესაბამისად.

კრეატინის მიღებით იზრდება კიდევ ერთი ჰორმონის, დიჰიდროტესტოსტერონის (DHT) რაოდენობა, რომელმაც შეიძლება აკნე გამოიწვიოს. დიჰიდროტესტოსტერონი ტესტოსტერონის სუბპროდუქტია და დადგენილია, რომ მისი რაოდენობა 50%-ით იზრდება კრეატინის მოხმარებისას.

მარტივად რომ ვთქვათ, კრეატინის მიღებით იზრდება ჰორმონების რაოდენობა და მათ, ვისაც მიდრეკილება აქვს ჰორმონალური აკნესკენ, კრეატინის დამატებით მიღებამ შეიძლება გაართულოს პროცესი.

შეჯამება და რჩევები

თუ აკნესკენ მიდრეკილება გაქვთ, ან ადრე გქონდათ და ახლა არ გაქვთ, ნუ გარისკავთ კრეატინის მიღებას და ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტს.

თუ ამჟამად აკნე გაქვთ და კრეატინს იღებთ, შეწყვიტეთ მისი მიღება დაახლოებით ერთი თვე და დააკვირდით სახის კანს, როგორ იმოქმედებს კრეატინის რაციონიდან ამოღებაზე. თუ აკნე არ გაწუხებთ და კრეატინის მიღება გინდათ, მაგრამ არ იცით, როგორ აისახება ის სახის კანზე, დანამატის სახით რამდენიმე კვირის განმვალობაში (არაფერი შეცვალოთ თქვენი კვების რაციონში, მხოლოდ დაამატეთ კრეატინი) მიიღეთ კრეატინი და დააკვირდით კანს.

კრეატინის სარგებელი ყველასთვის ცნობილია, ის ორგანიზმს მატებს სიძლიერეს, ენერგიას და გამძლეობას, ასევე დადებითად აისახება მენტალურ ჯანმრთელობაზე. თუ მისი მიღებისას არანაირი გვერდითი ეფექტი არ გაქვთ, ნუ გამოტოვებთ შანს, მოამარაგოთ ორგანიზმი კრეატინით.

წყარო – myprotein.com

The post იწვევს თუ არა კრეატინის მიღება აკნეს? appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share