Jump to content
×
×
  • Create New...

Whey პროტეინის დალევა არასავარჯიშო დღეებში


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

სხვა დანამატებისგან განსხვავებით, პროტეინის შეიკის მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის მაშინ, როცა არ ვარჯიშობთ.

მიღებულია, რომ ვარჯიშის შემდეგ, 30 წუთის განმავლობაში, „ანაბოლური ფანჯრის“ გამო, კუნთები უფრო მგრძნობიარეა და პროტეინის შეიკის მიღება აჩქარებს ცილის სინთეზის პროცესს. შედეგის გასაუმჯობესებლად, ცილის შეიკს ხშირად სწრაფად მოსანელებელ ნახშირწყლებსაც უმატებენ (მაგ. შაქარი), რომელიც ზრდის ინსულინის დონეს. ინსულინი ჰორმონია, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების ნივთიერებებით მომარაგებას.

მაგრამ ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ თავად პროტეინი გამოყოფს ინსულინს, რაც ნიშნავს იმას, რომ ზედმეტად ნახშირწყლების მიღება საჭირო არ არის. შეგიძლიათ მიიღოთ სწრაფად ათვისებადი შრატის ცილა, ან მსგავსი პროტეინის ფხვნილი.

დიდიხანია, რაც პროტეინის ფხვნილის მიღება მხოლოდ ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ მისაღებ დანამატად არ განიხილება. დამტკიცებულია, რომ დასვენების დღეებშიც, ზუსტად იგივე რაოდენობის პროტეინის მიღებაა საჭირო. კუნთები ზიანდებიან ვარჯიშისას, მაგრამ იზრდებიან, დასვენების დროს გადიან აღდგენის პროცესს. ნებისმიერ დღეს, პროტეინის არასაკმარისი დოზის მირებამ შესაძლოა ცილის სინთეზის პროცესი შეაფერდოს და ხელი შეუშალოს კუნთების ზრდას.

შეჯამება

არ აქვს მნიშვნელობა, პროტეინის საჭირო რაოდენობას რა ფორმით მიიღებთ, საკვები პროდუქტებისგან თუ დანამატებისგან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყოველ დღე, ცილების საჭირო რაოდენობა მიაწოდოთ ორგანიზმს.

წყარო – myprotein.com

The post Whey პროტეინის დალევა არასავარჯიშო დღეებში appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   247 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 246 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(4)
    • t-90