Jump to content
×
×
  • Create New...

როგორ დავიკლოთ წონაში Whey პროტეინის გამოყენებით?


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ალბათ უკვე იცით, რომ კუნთოვანი მასის გასაზრდელად შრატის ცილის მიღება საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ ალბათ არ იცით, რომ ის წონის კლებასაც ხელს უწყობს.

როგორ გვეხმარება ის, წონის კლების პროცესში?

შრატის ცილა შედგება რამდენიმე ბიოაქტიური ნაერთისგან და მოლეკულისგან, რომელიც ძლიერ ეფექტს ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. გლიკომაკრო პეპტიდი (GMP) არის ის, რამაც შეიძლება დიდი როლი ითამაშოს მადის შემცირების პროცესში. GMP ზრდის ნაწლავის ჰორმონის ქოლეცისტოკინინის (CCk) სეკრეციას, რომელიც ხელს უწყობს შეამციროს თავის ტვინში არსებული შიმშილის ჰორმონის გამოყოფა, რაც საბოლოოდ, რა თქმა უნდა, იწვევს წონის კლებას.
შრატის ცილა იმაზე მეტ ლეიცინს შეიცავს, ვიდრე სხვა ცილის წყარო. კუნთოვანი მასის ზრდის გარდა, დამტკიცებულია, რომ ლეიცინს შეუძლია მადის შემცირება. ერთ-ერთი კვლევის დროს, თაგვების ერთ ჯგუფს დანამატის სახით მისცეს ლეიცინი, ხოლო მეორე ჯგუფს-საკონტროლო დანამატი. მცირედი შიმშილის შემდეგ, ორივე ჯგუფს მიაწოდეს შეუზღუდავი რაოდენობის საკვები. 24 საათის განმავლობაში, ორივე ჯგუფის წევრებმა მოიმატეს წონაში, თუმცა მათ, ვინც ლეიცინს იღებდა სამჯერ ნაკლები მოიმატეს იმ ჯგუფთან შედარებით, ვინც ლეიცინს არ იღებდა.
შრატის ცილის მიღება უზრუნველყოფს ორგანიზმის ლეიცინის საჭირო რაოდენობით მომარაგებას, რაც ხელს უწყობს დანაყრების შეგრების გამძაფრებას, მადის შემცირებას და წონაში კლებას.

შრატის ცილის მიღება არეგულირებს სისხლში გლუკოზის რაოდენობას

შიმშილი სისხლში გლუკოზის დაბალი დონის შედეგია. ჭამის შემდეგ, განსაკუთრებით კი ნახშირწყლების მიღებისას, სისხლში გლუკოზის დონე იკლებს. გლუკოზის დონის შემცირებისას იმატებას ინსულინის დონე, რათა დაარეგულიროს სისხლში მომატებული გლუკოზა. გლუკოზის დონის სწრაფმა ზრდამ და შემდეგ უკვე ინსულინის რეაქციამ, შეიძლება სისხლში გლუკოზის დონის ვარდა გამოიწვიოს.

ამის გამოა, რომ დიეტების დროს, შემცირებულია ნახშრიწყლების რაოდენობა, თუმცა რთულია, როცა მუდმივად გშია და გიწევს კალორიების დათვლა ზედმეტი წონის დასაკლებად. შრატის ცილის მიღება დაგეხმარებათ სისხლში გლუკოზის დონის სტაბილიზაციისთის, რაც ხელს უწყობს შიმშილის ჰორმონის გამოყოფას და ჭამის შემდეგ, დიდი ხნის განვმალობაში მიგყვებათ დანაყრების შეგრძნება.

როგორ უნდა დაამატოთ კვების რაციონში შრატის ცილა?

არ აქვს მნიშნელობა, რა ფორმით მიიღებთ, მთავარია ორგანიზმა შეძლოს მისი ათვისება. შეგიძლიათ ვეი პროტეინის ფხვნილი დაუმატოთ შვრიას, ან თქვენს სახლში მომზადებულ დესერტს.

წყარო – bodybuilding.com

The post როგორ დავიკლოთ წონაში Whey პროტეინის გამოყენებით? appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   190 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 190 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(18)
    • YandexBot(13)
    • Facebookexternalhit(1)