Guest Merlin Posted 8 იანვარი, 2021 Posted 8 იანვარი, 2021 ა ვიტამინი, თავისი მკვებავი ნივთიერებებით, სასარგებლოა ნაოჭებისთვის, აკნესთვის, მზის ლაქებისთვის, მაგრამ ჩნდება კითხვა, რას აკეთებს რეალურად და რისთვის გამოიყენება? ა ვიტამინის შემცველი საკვები საუკეთესოდ მიიჩნევა მრავალი მიზეზის გამო, თუმცა, შეიძლება, თქვენი კანისთვის სულაც არ იყოს მისაღები. ჩვენ გაგაცნობთ, თუ როგორ უნდა მიიღოთ ა ვიტამინი ისე, რომ საუკეთესო შედეგი გქონდეთ და რა აუცილებელი რისკები უნდა იცოდეთ, სანამ მის მიღებას დაიწყებთ. როგორ ეხმარება ა ვიტამინი კანს? ა ვიტამინს ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი აქვს ადამიანის სხეულის ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კანის სიჯანსაღესა და ჯანმრთელობას ეხება. ის ქმნის იმ ახალ უჯრედს, რომელიც აახალგაზრდავებს კანს და განსაკუთრებულ იერსახეს სძენს. ვიტამინი ა შეიცავს რეტინოიდს, რომელიც კანისთვის ბევრ საჭირო „საქმეს“ ასრულებს: გამოყოფს კანის გამაჯანსაღებელ პროტეინ კოლაგენს, რომელიც ნაოჭის გაჩენის საწყის ეტაპზევე ამცირებს მისი წარმოქმნის რისკს. ებრძვის ულტრაიისფერ სხივებს, რაც იწვევს ჰიპერპიგმენტაციას, მზის ლაქებს (მათგან დაცვის შედეგად კანი გამოიყურება უფრო ახალგაზრდულად; ა ვიტამინი ამცირებს კანის სიმსივნისგან დაავადების რისკს). ებრძვის აკნეს კანის მკვდარი უჯრედების მოშორებით (ასევე, დაბინძურებულ ფორებსა და ანთებით პროცესებს). აუმჯობესებს კანის ტონალობას სისხლძარღვების სტიმულირებით. ეხმარება ჭრილობებს მოშუშებაში. კვლევებმა აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ა ვიტამინის მაღალი შემცველობა აქვთ, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ვიდრე დაბალი შემცველობის მქონენი. მოკლედ რომ ვთქვათ, ა ვიტამინის საკმარისი დოზის მიღება არამარტო ჯანმრთელს გახდის თქვენს კანს, არამედ მის ვიზუალურ ეფექტსაც ხაზს გაუსვამს. ნუტრიციული საკითხები: როგორ მივიღოთ მეტი ა ვიტამინი? რეკომენდირებულია, რომ მამაკაცებმა დღეში 900 მიკროგრამი ა ვიტამინი მიიღონ, ხოლო ქალებმა – 700. დღიური დოზისთვის საჭიროა, მივირთვათ წითელი, სტაფილოსფერი ან ყვითელი ბოსტნეული, მათ შორის – ზოგიერთი ცხოველური პროდუქტიც. ა ვიტამინის საუკეთესო რესურსებია: ტკბილი კარტოფილი (1403 მკგ ერთ საშუალო ზომის ტკბილ კარტოფილში) სტაფილო (459 მკგ ½ ფინჯან უმ სტაფილოში) ა ვიტამინით გაჯერებული რძე (149 მკგ ერთ ფინჯანში) ნესვი (135 მკგ ½ ფინჯანში) წითელი წიწაკა (117მკგ ½ ფინჯანში) გარგარის ჩირი (63მკგ 10 ცალ ნახევარ გარგარში) კვერცხი (75 მკგ ერთ დიდ კვერცხში) ორაგული (59მკგ 85 გრ-ში) იოგურტი დანამატების გარეშე (31 მკგ ერთ ფინჯანში) ქილის ღია ფერის ტუნა (20 მიკროგრამი 85 გრ-ში) დამატებითი რჩევა: ორგანიზმში ა ვიტამინი შეიწოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის ცხიმთან ერთადაა. თუ ა ვიტამინის მისაღებ თქვენს რესურსს საკმარისი ცხიმი არ გააჩნია (უმი ბოსტნეულისა და ხილის მიღების შემთხვევაში), მიირთვით ცხიმის უფრო მაღალი შემცველობის პროდუქტთან ერთად, როგორიცაა ზეითუნის ზეთი, ავოკადო ან თხილეული. ადამიანთა უმეტესობა ა ვიტამინის დეფიციტს ივსებს მხოლოდ და მხოლოდ საკვებით; დიდი დოზით მისი მიღება კი შეიძლება, სახიფათო იყოს, ამიტომ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, სანამ დაიწყებთ ა ვიტამინის მიღებას და დარწმუნდით, რომ დღიური დოზა არ გადააჭარბებს 1000 მკგ-ს. საბოლოო ჯამში, ა ვიტამინის მოხმარება, როგორც საკვებად, ისე – დანამატად, არ არის ყველაზე სწრაფი გზა სუფთა და გლუვი კანის მისაღებად. ა ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღება, შესაძლოა, იყოს, როგორც აღვნიშნეთ, ხანგრძლივი ჯანმრთელობისა და გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მქონე და აგრეთვე – შეიძლება, შეამციროს კანის კიბოს გამოწვევის რისკი. თუმცა, გადაჭარბებული სტაფილოსა და ტკბილი კარტოფილის მიღება უკვე დაზიანებულ კანს ვერ დაუბრუნებს პირვანდელ სახეს და სავარაუდოდ, ვერც აკნეს განკურნავს. დაიტანეთ უხვად: ა ვიტამინის გარეგანი გამოყენება კანი კარგად იწოვს რეტინოიდებსა და ა ვიტამინს, ასე რომ, თუ გსურთ, მიაღწიოთ რეალურ შედეგს აკნეს, ნაოჭებისა და მზისაგან მიღებული ლაქების წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიტამინი ა არის სწორედ ის, რაც გჭირდებათ. რეტინოიდები, განსაკუთრებით – ტრეტინოინი არის მყისიერი ცვლილებების გამომწვევი ნივთიერება; ის მომენტალურად აუმჯობესებს კანის უჯრედებს, საწყის ეტაპზევე ებრძვის ნაოჭებს, კანს ხდის აშკარად უფრო გლუვსა და ჯანსაღს, ამცირებს ჰიპერპიგმენტაციას. ტრეტინოინი მიიჩნევა ეფექტურ სამკურნალო საშუალებად აკნეს წარმოქმნის საწყის ან შუა ეტაპზე. თუ გაინტერესებთ, გარეგანი გამოყენებისთვის რომელი ა ვიტამინია საუკეთესო, არჩევანი დიდია. კანის ბზინვარებისთვის, ზემძლავრი ეფექტისთვის ან აკნესთან მებრძოლი გარეგანი გამოყენების ა ვიტამინის პროდუქტის მოძიებისათვის უნდა დაუკავშირდეთ დერმატოლოგს, რადგანაც მოგცეთ ტრეტინოინის ან სხვა ძლიერი რეტინოიდის რეცეპტი, როგორიცაა ტაზაროტინი ან ადაპალინი. დაიმახსოვრეთ, რომ მოთმინება არის მთავარი გასაღები. შესამჩნევი გაუმჯობესების მისაღებად ამ პროდუქტების სულ მცირე 3–თვიანი რეგულარული გამოყენება დაგჭირდებათ, ხოლო სრულ შედეგამდე – ერთ წელზე მეტი. რისკები: ვინ არ უნდა გამოიყენოს ა ვიტამინი? ვიტამინი ა სარწმუნო მშველელია თქვენი კანისთვის, მაგრამ ყველაფერი იდეალური მაინც არ არის. შესაძლოა, მას გვერდითი ეფექტებიც ჰქონდეს, რომლის გათვალისწინება აუცილებელია. გარეგანი პროდუქტების მთავარი პრობლემა კანის გაღიზიანებაა. რეტინოიდები ძლიერია, მათ კი შეუძლიათ, უარეს შედეგამდე მიგვიყვანოს, როგორიცაა სიწითლე, სიმშრალე, აქერცვლა, სანამ პროდუქტი მოქმედებას დაიწყებს. მკურნალობის დაწყება იმ პროდუქტით შეგიძლიათ, რომელიც ძალიან დაბალი კონცენტრაციით რეტინოლს შეიცავს. გამოყენება, უმეტესად, დაშვებულია დღეგამოშვებით; ეს ჩამოაყალიბებს რეჟიმს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ, რეტინოლის შემცველი პროდუქტების ყოველდღიურ გამოყენებას ან ისეთი საშუალებების მოხმარებას, რომელშიც შედარებით მაღალია რეტინოლის კონცენტრაცია. თუ თქვენი კანი ძალიან მგრძნიბიარე გახდა რეტინოიდის მოხმარებისას, ნაბიჯ-ნაბიჯ ეცადეთ, თოთო კანის მსგავსად მოუაროთ. მოარიდეთ კანი მზის სხივებს, ქარს, სიცივეს, თავი აარიდეთ კანის დამატებითი ისეთი პროდუქტის გამოყენებას, რომელიც კანს აშრობს, მაგ.: პილინგი, სკრაბი, აკნეს პროდუქტები (შეიცავენ ბენზოლს, პეროქსიდსა და სალიცინის მჟავას). ფიქრობთ, რომ დამატებითად ა ვიტამინის აბები მიიღოთ? გახსოვდეთ, დღიური დოზაზე მეტი, შესაძლოა, სახიფათო აღმოჩნდეს – გამოიწვიოს გულის რევა, დიარეა, თავის ტკივილი, კანის გაღიზიანება, სახსრების ტკივილი, ძვლების შესუსტება და ღვიძლის დაზიანებაც კი. თუ ეჭვობთ, რომ რომელიმე პროდუქტი გადაჭარბებულია თქვენი ორგანიზმისთვის, სჯობს, გაესაუბროთ ექიმს; ყოველი შემთხვევისთვის, თავი აარიდეთ ა ვიტამინის შემცველ ყველა პროდუქტს. ორსულობისას მოერიდეთ ვიტამინი ა-ს მიღებას, რადგანაც იწვევს თანდაყოლილ დეფექტებს. ეს ვიტამინი სახიფათოა, თუ იღებთ ანტიკოლაგენს, კიბოს წამლებს, როგორიცაა: ბექსაროტინი, ჰეპატოქსიკური წამლები ან სარეცეპტო რეტანოიდები. წყარო – Greatist The post ა ვიტამინი: სარგებელი, წყაროები და ნაკლებობა appeared first on Fit.Ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა