Jump to content
×
×
  • Create New...

დ ვიტამინი: სარგებელი, წყაროები და ნაკლებობა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

მზის სხივები, რომლებიც თქვენს კანს ხვდება ზაფხულში, გარუჯვის გარდა, კიდევ უფრო დიდ და სასარგებლო საქმეს აკეთებს. იგი ეხმარება ორგანიზმს, რომ გამოიმუშავოს საკუთარი დ ვიტამინი, რაც ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

შეამჩნევდით, რომ მზე ყოველთვის არ ანათებს. ზოგ ქვეყანაში კი ექვსი თვის განმავლობაში საერთოდ არ ჩნდება. სწორედ ეს იწვევს ადამიანებში დ ვიტამინის ნაკლებობას.

აი, რა სარგებლის მოტანა შეუძლია დოზირებულად მიღებულ დ ვიტამინს თქვენი ჯანმრთელობისთვის. იქნება ეს ბუნებრივი გზით გამომუშავებული, თუ დანამატის სახით მიღებული.

რა არის დ ვიტამინი?

დ ვიტამინი მიჩნეულია, როგორც ცხიმში ხსნადი ვიტამინი. თუმცა, დეფინიციის მიხედვით, იგი ჰორმონია, რადგან ჩვენს ორგანიზმს თავად შეუძლია მისი გამომუშავება. დ ვიტამინი ხელს უწყობს სისხლში კალციუმის დონის კონტროლს. ეს საკვები ნივთიერება კი აუცილებელია ჯანსაღი და ძლიერი ძვლებისთვის.

დ ვიტამინი, ასევე, სასარგებლოა იმუნური სისტემის სიძლიერისთვის.

ამ ვიტამინის წყაროს 50-დან 90 პროცენტამდე წარმოადგენს მზის სხივები, დანარჩენი კი – საკვები პროდუქტებიდან მიიღება.

როცა მზის სხივი ჩვენს კანს ხვდება, ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოიქმნება ქოლეკალციფეროლი (დ ვიტამინის ერთ-ერთი ფორმა), ამის შემდეგ ღვიძლი გარდაქმნის მას კალციდიოლად (კიდევ ერთი ფორმა დ ვიტამინისა).

საბოლოო ნაბიჯი კი ის არის, რომ თირკმელები მათ გადააქცევენ აქტიური ფორმის დ ვიტამინად, რომლის გამოყენებაც უკვე შეუძლია ორგანიზმს.

ბევრი ადამიანი ისეთ რეგიონში ცხოვრობს, სადაც ზამთარში მზე თითქმის არ ანათებს. ასეთ დროს კი, ადამიანის ორგანიზმი საერთოდ ვერ გამოიმუშავებს დ ვიტამინს. მაგ.: 2013 წლის კვლევაში ნათქვამია, რომ ბოსტონის მკვიდრნი საერთოდ ვერ იღებდნენ დ ვიტამინს ბუნებრივი გზით (მზის სხივების საშუალებით) ნოემბრიდან თებერვლამდე პერიოდში.

დიდი მნიშვნელობა აქვს საცხოვრებელ რეგიონს. დ ვიტამინის ნაკლებობა მსოფლიოს მოსახლეობის 50 პროცენტზე ახდენს გავლენას.

დ ვიტამინი საკვებში

იმ პროდუქტების ჩამონათვალი ძალიან მცირეა, რომლებიც ბუნებრივად შეიცავენ დ ვიტამინს. ამიტომ, ხშირად შევხდებით ისეთ საკვებს, სადაც დ ვიტამინია დამატებული.

პროდუქტები, რომლებიც დიდი დოზით შეიცავენ დ ვიტამინს:

 (IU-საერთაშორისო ერთეული)

  • ცხიმიანი თევზი (ორაგული, თინუსი, სკუმბრია). 30 გრამი უმი ორაგული შეიცავს 3 მიკროგრამს (120 IU).
  • კვერცხი. ერთი კვერცხი შეიცავს 1 მიკროგრამს. (40 IU).
  • რძე. ერთ ლიტრამდე რძე შეიცავს 10 მიკროგრამს. (400 IU)
  • საუზმისთვის განკუთვნილი მარცვლეული (შეიძლება განსხვავდებოდეს შემადგენლობა, ამიტომ ეტიკეტი გადაამოწმეთ). 1 ჭიქა მარცვლეული შეიცავს დაახლოებით 1 მიკროგრამს (40 IU).

დ ვიტამინის მიღება, ასევე, შესაძლებელია სოკოსგანაც. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის იზრდება მზის სხივებით განებივრებულ ადგილებში.

რა რაოდენობით დ ვიტამინი გვჭირდება?

დ ვიტამინის რეკომენდირებული დოზაა:

  • 12 თვემდე: 400 IU (10 მკგ)
  • 1-დან 13-წლამდე: 600 IU (15 მკგ)
  • 14-დან 70-წლამდე: 600 IU (15 მკგ)
  • 70 წლიდან: 800 IU (20 მკგ)

დ ვიტამინის სასარგებლო თვისებები ჯანმრთელობისთვის

ალბათ, არ გინდათ, მოსახლეობის იმ ნახევარს განეკუთვნებოდეთ, რომელთაც დ ვიტამინის ნაკლებობა აწუხებს. დ ვიტამინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი ორგანიზმისთვის.

ჯანმრთელი ძვლები

დ ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას, ეს ორივე საკვები ნივთიერება ერთად კი მყარი ჩონჩხის სტრუქტურის ჩამოყალიბების საწინდარია. 2019 წლის მონაცემებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ დ ვიტამინსა და კალციუმს, თეძოს მოტეხილობის 16%-ით ნაკლები შანსი აქვთ.

გაძლიერებული იმუნიტეტი

დ ვიტამინი იმუნიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იგი ეხმარება იმუნურ სისტემას დაავადებებისა და ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. არაერთ სტატიაშია აღწერილი, როგორ აძლიერებს იმუნიტეტს ეს საკვები ნივთიერება.

ფსიქიკური ჯანმრთელობა

დ ვიტამინის დაბალი დონე შეიძლება, იყოს სეზონური დეპრესიის გამომწვევი მიზეზი. ეს მდგომარეობა ბევრი ადამიანისთვისაა ცნობილი.

ზამთრის მოახლოვებისას იკლებს მზის სხივები და იმის შანსი, რომ მისგან საკმარისი დ ვიტამინი მივიღოთ მცირდება. 2017 წლის კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებსაც ზემოთ ხსენებული ვიტამინის ნაკლებობა აქვთ, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დეპრესიისკენ.

მიიღეთ საკმარისი რაოდენობით დ ვიტამინი, რათა თქვენი განწყობა უკეთესობისკენ შეიცვალოს (ვიტამინის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს და ჩაიტარეთ ანალიზი).

დ ვიტამინის დეფიციტის გამომწვევი მიზეზები

დ ვიტამინის ნაკლებობის რისკს არაერთი ფაქტორი ზრდის. მათ შორისაა საცხოვრებელი ადგილი, ასევე:

  • ასაკი. ზრდასრული ადამიანები გარეთ ნაკლებ დროს ატარებენ. ამის გამო, კანი ვერ ახერხებს დ ვიტამინის მიღებას.
  • კანის ფერი. თუ თქვენი კანი მუქია, ამავდროულად, უფრო მეტი პიგმენტი მელანინიც გაქვთ. ეს იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან, თუმცა ამცირებს დ ვიტამინის გამომუშავების უნარს ღრუბლებით დაფარულ კლიმატში.

გარკვეულმა სამედიცინო პრობლემამ შეიძლება, იმაზე იქონიოს გავლენა, რომ ორგანიზმა ვერ მიიღოს საკმარისი რაოდენობის დ ვიტამინი, მაგ:

  • კისტოზური ფიბროზი
  • კრონის დაავადება
  • წონის დასაკლები ოპერაციები
  • სიმსუქნე
  • თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები

როგორ გამოიყურება ლაბორატორიულად დ ვიტამინის დეფიციტი?

თუ დ ვიტამინის დონე ნაკლებია 12 ng/mL-ზე, მაშინ მისი დეფიციტის საფრთხეა.

12–20 ng/mL-მდე დონეც კი მიიჩნევა არასასურველად ძვლის სტრუქტურისა და ზოგადი ჯანმრთელობისთვის.

დ ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომები

თუ დ ვიტამინის ნაკლებობა გაქვთ, ორგანიზმი აუცილებლად განიშნებთ ამის შესახებ. მისი სიმპტომებია:

  • დაღლილობა
  • კუნთების სისუსტე, ტკივილი ან კრუნჩხვები
  • ძვლების ტკივილი
  • განწყობის ცვლილება (დეპრესიის მსგავსად)

დროთა განმავლობაში დეფიციტი იწვევს ძვლების სისუსტეს და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს.

ასეთ დროს იწყება ძვლების დარბილება, რაც ზრდის გართულებებისა და მოტეხილობების რისკს.

დ ვიტამინი და კორონავირუსი

კვლევებმა აჩვენა, რომ შეიძლება, იყოს კავშირი ახალ კორონავირუსსა და დ ვიტამინის დონეს შორის. თუმცა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ დ ვიტამინი იცავს ადამიანს დაინფიცირებისგან; ინფექციის რისკს კი ნამდვილად ამცირებს.

მას შეუძლია, შეამციროს ვირუსის რეპლიკაციის სიჩქარე. ასევე, ამცირებს ციტოკინების დონესაც, რაც შემდეგ ხელს უშლის პნევმონიის განვითარებას.

კვლევაში მოყვანილია ის ფაქტები, რომლებიც ამტკიცებს დ ვიტამინის კავშირს კორონავირუსთან:

  • კოვიდ-19-ის გავრცელება დიდ მასშტაბზე დაიწყო ზამთარში. ამ დროს კი ადამიანების უმეტესობას დ ვიტამინის ნაკლებობა აქვს.
  • ზაფხულის ბოლოს სამხრეთ ნახევარსფეროში კოვიდ-19-ის ნაკლები შემთხვევა იყო (ამ დროს მზე მეტად ანათებს და დ ვიტამინიც გამოიყოფა).
  • აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის დაბალი დონე ხელს უწყობს მწვავე რესპირატორულ დისტრეს სინდრომს (COVID-19 მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე).
  • კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა უფრო მაღალია ასაკოვან და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში (ორივე დაკავშირებულია დ ვიტამინის დაბალ დონესთან).

დ ვიტამინი არ კურნავს კორონავირუსს!

ნუ გაავრცელებთ იმ აზრს, რომ დ ვიტამინი კორონავირუსისგან თავის დაცვის საშუალებაა ან კურნავს მას. მათი კავშირის დასადგენად ჯერ კიდევ მრავალი კვლევაა საჭირო.

დაიცავით დისტანცია, გაიკეთეთ პირბადე და დაიბანეთ ხელები, რომ ჯანმრთელად და დაცულად იყოთ.

რა რაოდენობით დ ვიტამინის მიღება შეიძლება?

პირველ რიგში, გაესაუბრეთ ექიმს და თვითნებურად არ მიიღოთ დ ვიტამინის დანამატი. აუცილებელია ანალიზების ჩატარება. ასევე, თუ სხვა მედიკამენტებსაც იღებთ, ექიმს ამის შესახებაც აცნობეთ.

დღის განმავლობაში არ გჭირდებათ 600-დან 800 IU-ზე მეტის მიღება; ზოგისთვის უფრო მეტი შეიძლება, იყოს საჭირო, თუ ძვლის დაავადებებთან გვაქვს საქმე.

დ ვიტამინის გვერდითი ეფექტები

გადაჭარბებული დოზით თვეობით მისი მიღების შემთხვევაში გარკვეული პრობლემები შეიძლება, გაჩნდეს. თუ დ ვიტამინის დონე 150 ng/Ml-ზე მეტია, ესე იგი, მას ზედმეტი დოზით იღებთ.

დ ვიტამინი ცხიმში ხსნადია, დროთა განმავლობაში ის ინახება ცხიმში და შემდეგ სისხლში გამოიყოფა. როდესაც მზეზე ვიმყოფებით, ჩვენი ორგანიზმი არეგულირებს, თუ რა რაოდენობით დ ვიტამინი გამოიყოს, ხოლო როცა დანამატის სახით ვიღებთ ვიტამინს, ორგანიზმი ამის უნარს კარგავს.

ორგანიზმში დ ვიტამინის ზედმეტი რაოდენობის ერთ-ერთი გამოვლინებაა კალციუმის დაგროვება. მას თირკმლის პრობლემების გამოწვევაც შეუძლია.

დ ვიტამინის ტოქსიკურობის სიმპტომებია:

  • დაბნეულობა
  • განმეორებითი ღებინება
  • მუცლის ტკივილი
  • გაუწყლოება
  • პოლიურია (გადამეტებული შარდვა)
  • პოლიდიფსია (გადამეტებული წყურვილი)

მალე მზე გამოანათებს

ნუ იქნებით მოსახლეობის იმ ნახევრის ნაწილი, რომელსაც დ ვიტამინის ნაკლებობა აქვს. ასე თქვენ რისკავთ ძვლების ჯანმრთელობას და საფრთხეს უქმნით იმუნურ სისტემას.

თუ გაგიმართლათ და თქვენს რეგიონში მზე ანათებს, მაშინ არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. თუ ასე არ არის, მაშინ არ იქნება ურიგო, გაესაუბროთ ექიმს დ ვიტამინის მიღების შესახებ.

 

წყარო – Greatist

The post დ ვიტამინი: სარგებელი, წყაროები და ნაკლებობა appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   152 all people including: 1 წევრი, 4 ანონიმური, 147 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(31)
    • YandexBot(7)
    • Facebookexternalhit(2)
    • Googlebot(4)
    • t-90