Jump to content
×
×
  • Create New...

შესაძლებელია, თუ არა, კორონა ვირუსით მეორედ ინფიცირება?


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

კორონა ვირუსის შემთხვევების გავრცელებისთანავე, საზოგადოებას ერთი დიდი და მნიშვნელოვანი კითხვა გაუჩნდა: შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანი ახალი კორონა ვირუსით მეორეჯერ დაინფიცირდეს?

რეინფიცირების შემთხვევები უკვე დადასტურებულია ჰონგ კონგში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და ეკვადორზე. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ კორონა ვირუსით რეინფიცირების შემთხვევები ნამდვილად დადასტურდა, თუმცა მათი რიცხვი ძალიან ცოტაა.

ოქტომბერში, სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ აღწერილი იყო 25 წლის მამაკაცის შემთხვევა, რომელსაც COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს და სწრაფადვე გამოჯანმრთელდა, თუმცა ერთი თვის შემდეგ, განუვითარდა ვირუსის უფრო რთული ფორმა, საბოლოოდ კი სუნთქვის გაძნელებით სავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი გამოჯანმრთელდა, ეს მსოლფიოში რეინფიცირების მეხუთე შემთხვევა იყო.

რას ნიშნავს კორონა ვირუსით რეინფიცირება?

რეინფიცირება ნიშნავს, როცა ადამიანი ერთხელ მოიხდის ვირუსს, გამოჯანმრთელდება და შემდეგ ისევ ხდება ვირუსის სამიზნე. მსგავსი ვირუსების კვლევის საფუძველზე, მეცნიერები გვეუბნებიან, რომ რეინფექციის პროცესი COVID-19-ის შემთხვევაშიც მოსალოდნელი იყო.
რეინფექცია ხშირია სხვა ვირუსების შემთხვევაშიც, მაგალითად იმ ვირუსის დროს, რაც ჩვეულებრივ გაციებას იწვევს, მაგრამ რაც უფრო მეტს ვიგებთ ახალი კორონა ვირუსის შესახებ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ Sars-Cov-2 თავისი წინამორბედებისგან ძალიან განსხვავდება, ამიტომ წინასწარი პროგნოზების გაკეთება რთულია.

ექსპერტების აზრით, კორონა ვირუსით მეორედ დაინფიცირების შემთხვევები შეიძლება ყოველთვის ზუსტი არ იყოს. ცდომილება შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა ტესტირებამ, აღებული მასალისა და ნიმუშების არასათანადოდ დამუშავებამ, ადამიანურმა ფაქტორმა და ტესტების ზედმეტმა მგრძნობელობამ.

რამდენ ხანს გრძელდება ახალი კორონა ვირუსის მიმართ გამომუშავებული იმუნიტეტი?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ანტისხეულების როლი იმუნიტეტის გამომუშავების პროცესში. ანტისხეულები ჩვენი სისხლის თეთრი უჯრედებისგან წარმოებული ცილაა, რომლებიც ებრძვიან ინფექციის გამომწვევ პათოგენებს, მათ შორის ბაქტერიებსა და ვირუსებს. მათ ასევე შეუძლიათ თავიდან აიცილიონ მომავალი ინფექციები უკვე არსებული პათოგენების ხარჯზე.

კორონა ვირუსით დაინფიცირების შემდეგ, თითქმის ყველას, ვისაც ნორმალურად მოქმედი იმუნური სისტემა აქვს, ორგანიზმში უვითარდება IgM და IgG ანტისხეულები, ანტისხეულების განვითარებას შეიძლება დასჭირდეს დღეები ან კვირები, ეს დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმზე. ამ ეტაპისთვის უცნობია, ზუსტად რამდენ ხანს გრძელდება ახალი კორონა ვირუსის მიმართ გამომუშავებული იმუნიტეტი, თუმცა კვლევები გრძელდება.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომლის დროსაც 185 კორონა ვირუსის შემთხვევა განიხილეს, აღმოაჩინეს, რომ ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემას ახალი კორონავირუსი მინიმუმ რვა თვის განმავლობაში ახსოვს, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენს იმუნურ სისტემას ვირუსის დამახსოვრება წლების განმავლობაში შეუძლია. ანტისხეულები სისხლში რჩება და ინფექციასთან ხელახალი შეხების შემთხვევაში ისინი ორგანიზმში პატრულირებას განაგრძობენ. ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, ბევრი ადამიანი COVID-19-ის განმეორებითი შემთხვევისგან დაცული იქნება მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში.

კვლევამ აჩვენა განსხვავებები კოვიდ გადატანილი პაციენტების იმუნიტეტებს შორის. უმეტესობას ძლიერი იმუნური მეხსიერება ჰქონდა ახალი კორონა ვირუსის წინააღმდეგ, მაგრამ რამდენიმეს არა. ჯერ დანამდვილებით არავინ იცის, თუმცა ვარაუდობენ, რომ მათ, ვისაც დაბალი იმუნური მეხსიერება აქვს ვირუსის წინააღმდეგ, უფრო მეტი შანსი აქვთ მეორედ დაინფიცირდნენ. იმუნურ სისტემასთან ერთად, რეინფექციის პროცესში, შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს გარკვეულ გენეტიკურ ფაქტორებსაც, თუმცა კვლევის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს შანსი კორონა ვირუსით მეორედ დაინფიცირებისა, მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია.

ადამიანის ორგანიზმი განსხვავებულად ფუნქციონირებს, შესაბამისად ყველა შემთხვევაში განსხვავებულია იმუნური სისტემაც. ნებისმიერი დაავადების გამომწვევ ვირუსთან პირველი შეხებისას ჩვენი სხეული მასთან ბრძოლის სტრატეგიას შეიმუშავებს, მორიგ შეხვედრაზე კი მას ეფექტიან წინააღმდეგობას უწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ სხეულს შეუძლია დაიმახსოვროს და გადატანილი დაავადებები გარკვეული პერიოდის შემდეგ ამოიცნოს.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კორონა ვირუსის ეს შტამი – COVID-19 ახალი აღმოჩენილია, ექსპერტებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ჯერ კიდევ არ აქვთ სრულად შესწავლილი და აღწერილი, რა სიმპტომებით ხასიათდება ვირუსი, რა გგვერდითი ეფექტები შეიძლება გამოიწვიოს და როგორ იმოქმედებს ვაქცინა მის წინააღმდეგ, ამიტომ ჩვენ გვევალება დავიცვათ თავი ვირუსისგან, ვატაროთ პირბადე, ხშირად დავიბანოთ ხელები, სოციალური დისტანცია ვაქციოთ ჩვენს ყოველდღიურობად.

წყარო

The post შესაძლებელია, თუ არა, კორონა ვირუსით მეორედ ინფიცირება? appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   209 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 208 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(25)
    • Chrome(12)
    • Googlebot(3)
    • Facebookexternalhit(1)
    • ASIA