Jump to content
×
×
  • Create New...

7 მიზეზი, თუ რატომ იმატებენ წონაში მამაკაცები


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

თუ რამდენიმე კილოგრამი მოიმატეთ ან დაიკელით სანერვიულო არ არის, წონა ყოველთვის ცვალებადია, მაგრამ თუ კვირის ან რამდენიმე დღის განმავლობაში ორი ან მეტი კილოგრამი მოიმატეთ, მაშინ ნამდვილად შეიძლება მიზეზებზე ფიქრი დაიწყოთ.
ექსპერტების თქმით, წონის ამგვარი ცვალებადობა უფრო მეტად ქალებში ვლინდება, ვიდრე მამაკებში. განსაკუთრებით საყურადღებოა შემთხვევა, როცა წლების განმავლობაში სტაბილური წონა გაქვთ და უცებ რამდენიმე კილოგრამს იმატებთ.
რა შეიძლება იყოს წონაში მატების მიზეზი?

თქვენ დიდი რაოდენობით მარილს იღებთ

ნატრიუმის ჭარბი მოხმარება ორგანიზმში წყალს აკავებს, წყალს კი თავისი წონა და მოცულობა აქვს. შესაბამისად, თუ რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრ მარილიან საკვებს მიირთმევთ, ამან შესაძლებელია წონის მატება გამოიწვიოს.
მზა საკვები, განსაკუთრებით კი სწრაფი კვების პროდუქტები გაჯერებულია ნატრიუმით. თუ რამდენიმე დღის გატარება ქალაქგარეთ მოგიწიათ და თქვენი სადილი მზა საკვები იყო მაშინ გასაგებია თქვენი წონაში მატების მიზეზი.

თქვენ ახალ წამალს იღებთ

არსებობს უამრავი მედიკამენტი, რომელიც წონაში მატებას უწყობს ხელს. ეს შეიძლება იყოს ანტიდეპრესანტები, გულის დაავადებების სამკურნალოდ მისაღები წამლები (ბეტა ბლოკერები), ასევე საძილე, გამაყუჩებელი და ანტიჰისტამინური წამლები.
წონის მატებას ხელს უწყობს ასევე სტეროიდების, ტესტოსტერონის მასტიმულირებელი მედიკამენტების მიღება. მსგავსი ტიპის წამლები ჰორმონალურ ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება წონის მატებაც გამოიწვიოს.

იღებთ უფრო მეტ საკვებს ან სითხეს, ვიდრე ადრე იღებდით

თუ ახლა იმაზე მეტ კალორიას იღებთ, ვიდრე ადრე, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს წონაში მატებას. ასევე, ამ პროცესში დიდ როლს თამაშობს ალკოჰოლიც. ის ისევე შეიცავს კალორიებს, როგორც საკვები. შესაბამისად, მისი ხშირი მოხმარება იწვევს წონაში მატებას.

თქვენ ნაკლებად აქტიური ხართ

თქვენს ფიზიკურ აქტივობაში მცირე ცვლილებების შეტანამაც კი შეიძლება გამოიწვიოს წონის მატება. მიზეზები განსხვავებულია: თუ მანამდე სამსახურში ფეხით მიდიოდით და ახლა მანქანით დადიხართ; თუ ადრე ძალისმიერი ვარჯიშებით იყავით დაკავებული და ახლა შეწყვიტეთ, წონის ცვლილება შეიძლება ამანაც გამოიწვიოს.
ვარჯიში ხელს უწყობს კუნთოვანი მასის განვითარებას, რაც აჩქარებს მეტაბოლიზმის პროცესს და კალორიები მარტივად იწვება. ეცადეთ, მიყვეთ თქვენს ფიზიკური აქტივობის გეგმას.

თქვენ უფრო მეტ ნახშირწყალს იღებთ

თუ თქვენ, მაგალითად, კეტო დიეტაზე იყავით და იღებდით ნახშირწყლების ძალიან ცოტა რაოდენობას, ახლა კი თქვენი კვების რაციონი შეიცვალა და გაიზარდა ნახშირწყლების მოხმარება, შეიძლება ამან წონაში მატება გამოიწვიოს. ეს ხდება იმიტომ, რომ ნახშირწყლები კუნთებსა და ღვიძლში ინახება (გლიკოგენის სახით). თითოეული გრამი გლიკოგენი შეიცავს დაახლოებით სამ გრამ წყალს, როცა ნახშიწყლებით გაჯერებულ საკვებს იღებთ ეს თქვენს ქსოვილებში დამატებით წყალს ინახავს.
თუმცა, არ ინერვიულოთ – წონაში მოიმატეთ წყლის შეკავების ხარჯზე და არა იმიტომ, რომ ცხიმი მოგემატათ.

თქვენ უკვე დაიკელით, კლებას კი ყოველთვის თან სდევს წონის მატება

კარგია, როცა დაკლებულ კილოგრამებს ინარჩუნებთ, მაგრამ ხშირად პირიქით ხდება. ადამიანის ორგანიზმი ბალანსისკენ მიიწევს და დაკლებული კილოგრამების გარკვეული ნაწილი შეიძლება დაბრუნდეს – მაშინაც კი, თუ წონის კლების რეჟიმისთვის აუცილებელ წესებს დაიცავთ.

თქვენ შეიძლება ენდოკრინოლოგიური დარღვევა გაქვთ

ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, ყოველ მეხუთე ადამიანს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, კონკრეტულად კი ჰიპოთირეოზი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დარღვევა უფრო მეტად ქალებში ვლინდება, მამაკაცებშიც შეიძლება გამოვლინდეს და წონის მატების მიზეზიც ამით აიხსნას. სხვა ჰორმონალურმა დარღვევებმა, მაგალითად, კუშინგის სინდრომმაც შეიძლება გამოიწვიოს წონის მატება.
თუ თქვენ რომელიმე ენდოკრინოლოგიური დარღვევა გაქვთ, მარტო წონის მატება არ იქნება სიმპტომი. დაღლილობა, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, დეპრესია ჰორმონალური დარღვევის ნიშნებია. დააკვირდით საკუთარ თავს, მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

წყარო – menshealth.com

The post 7 მიზეზი, თუ რატომ იმატებენ წონაში მამაკაცები appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   203 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 202 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • Googlebot(3)
    • YandexBot(13)
    • Facebookexternalhit(3)
    • ASIA