Jump to content
×
×
  • Create New...

ხორციელის შვიდეული


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

http://www.ambioni.ge/files/tsminda_sameba_church.jpg საკვირაო წირვაზე უძღები შვილის შესახებ იგავის გახსენებით (ლუკ. 15, 11-32) (როგორ დაუბრუნდა მამას გაქცეული შვილი, რომელმაც მთელი თავისი ქონება გაფლანგა, მაგრამ მიხვდა თავის დანაშაულს და მამასთან მსახურად დადგომა გადაწყვიტა, მამამ კი ასეთი სინანულის გამო კვლავ შვილად მიიღო), ჩვენი სინანული კიდევ უფრო იზრდება.

ჩვენი სუფრაც შედარებით განტვირთულია: ოთხშაბათსა და პარასკევს კვლავ მარხვას ვინახავთ; ამასთან ეს ბოლო შვიდეულია, როდესაც ხორცის მიღება შეგვიძლია. ამიტომ ამ კვირას ხორციელის შვიდეული ეწოდება.

ხორციელის შაბათი – მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს მიცვალებულთათვის განსაკუთრებული ლოცვები აღევლინება და ეკლესიაში იკურთხება საკურთხი.

ხორციელ კვირას შემდეგ ყველიერის კვირა მოსდევს, რომლის დროსაც მორწმუნეებს მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ ხორცის პროდუქტების მიღება ეკრძალებათ.

წელს აღდგომის მარხვა დაიწყება 15 მარტს და დასრულდება 2 მაისს – ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   203 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 202 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • Googlebot(3)
    • YandexBot(13)
    • Facebookexternalhit(3)
    • ASIA