Guest Merlin Posted 3 მარტი, 2021 Posted 3 მარტი, 2021 http://www.ambioni.ge/files/dedis-dge.jpg საქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნება. ეს დღე ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული. რატომ აღვნიშნავთ დედის დღეს 3 მარტს? დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. ეს გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უმაღლესმა საბჭომ დააკანონა, მაშინ ფიქრობდნენ, რომ დედის დღე საქართველოში საერთაშორისო ქალთა დღეს – 8 მარტს შეცვლიდა, თუმცა დღემდე საქართველოში ორივე დღესასწაული აღინიშნება. არსებული ინფორმაციების თანახმად დედის დღეს რუსეთში აღნიშნავენ ნოემბრის თვის ბოლო კვირა დღეს, დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში კი მაისის თვის მეორე კვირა დღეს. ყველა დედას და მომავალ დედას გილოცავთ დედის დღეს! Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა