Jump to content
×
×
  • Create New...

წმ. ნილოს სინელი – გემოთმოყვარეობა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ნაყოფიერების დასაწყისი ყვავილია, ღვაწლმოსილი ცხოვრების დასაწყისი კი – თავშეკავება.

http://www.ambioni.ge/files/gemotmoyvareoba.jpg

მუცლის ამოყორვაზე თავის შეკავება ვნებებს ამცირებს, ხოლო ნაყროვანება ამრავლებს გემოთმოყვარე ვნებებს.

საკვების სიჭარბემ ურჩობა დაბადა, სასატკბილობამ კი ადამიანი სამოთხიდან გამოდევნა.

ძვირფასი საჭმელი სასას ატკბობს, მაგრამ ავხორცობის დაუძინებელ მატლსაც კვებავს.

გადაუვსებელი მუცელი ლოცვაში სიფხიზლისათვის განაწყობს, გადავსებული კი – ღრმა ძილისაკენ მიიწრაფვის.

თავშეკავებული კვებისას სიფხიზლე გონიერებაა, კმაყოფილებით გამაძღარ ცხოვრებას კი გონება ღრმა ძილისაკენ მიჰყავს.

თუ ნაყროვანების ვნებას მიეცემი, ვერაფერი დააკმაყოფილებს შენს სასატკბილობას, რადგან ნაყროვანების გამძაფრება ცეცხლია, რომელიც სიცხოველესა და მუდამ სიახლეს მოითხოვს.

ნაყროვანებს კვებავს ზრახვებს, თრობა კი ოცნებებს ბადებს.

სიამტკბილობა მეყსეულად კვდება, როგორც კი საკვები ყელს გაივლის, მაგრამ მისით ვნებები ცოცხლდება.

კუთვნილი მიწის ნაკვეთის დამუშავების შრომას განსვენება მოაქვს; კმაყოფილების სხვადასხვა სახეობის დასასრული კი ძმარვაა (ან ხორციელი განსაცდელი მიწაზე, ანდა იმქვეყნიური სასჯელი).

ვნებიანი სასატკბილობის დედა ნაყროვანებაა, რამეთუ იგი ტკბობისა და მრავალ სხვა ვნებას ბადებს. მისგან, როგორც ფესვისაგან ღერო, წარმოიქმნება სხვა ვნებები და სულ მალე გახდება მისივე წარმომშობი ხეების თანასწორი, განშტოებებს მიიღებს მანკიერებანი, რომლებიც ზეცამდე მიაღწევენ. ამრიგად, ვერცხლისმოყვარეობა, მრისხანება, მოწყინება – ნაყროვანების აღმომაცენებელი და აღმზრდელია. ნაყროვანებაში მყოფს, უპირველეს ყოვლისა, ესაჭიროება ფული თავისი მუდამ ანთებული სურვილების დასაკმაყოფილებლად, თუმცა ისინი მაინც არასოდეს არაა დაკმაყოფილებული; შემდგომ ფულის მოპოვებაში ხელის შემშლელთა მიმართ მას მრისხანება უჩნდება; როდესაც მრისხანებას საქმით წარმოჩინების ძალა არ შესწევს, სასოწარკვეთილება ჩნდება.

თარგმნა ელენე ბერიძემ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 29 (287), 2004 წ.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   307 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 306 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(1)
    • Googlebot(1)
    • Sharp