Jump to content
×
×
  • Create New...

კოლხური ბზა – მოვლა და გამრავლება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება კოლხური ბზის მოვლისა და გამრავლების წესები. რა უნდა ვიცოდეთ, რომ თავად შევძლოთ მოვუაროთ ამ უნიკალურ მცენარეს? „ამბიონს“ ესაუბრება აგრონომი ნინო ჭიორელი:

http://www.ambioni.ge/files/bza-2.jpg

„საქართველოში ძირითადად ვხვდებით ბზის 4 სახეობას: ჩვეულებრივი ანუ მარადმწყვანე, წვრილფოთოლა, იაპონური და ბალეარული. კოლხური ბზა (Buxus colchica pojark) მარადმწვანე ბუჩქი ან ხეა, რომელიც მიეკუთვნება ბზისებრთა (bixaceae Dum) ოჯახს და კარგი მოვლის პირობებში იზრდება 18მ სიმაღლის და 50სმ დიამეტრის.

ბზა გვხვდება ქვიშნარ, თიხნარ, ჰუმუსისთ მდიდარ ნიადაგებზე, კლედეებსა და ხევის ნაპირებზე. უმეტესად ვხვდებით ტუტე, ნეიტრალურ, იშვიათად სუსტ მჟავე ნიადაგებზე. ბზას უყვარს თბილი და ტენიანი ჰავა. თუმცა, მშრალი ჰავის პირობებშიც გვხვდება, კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოში. არის ჩრდილის ამტანი, თუმცა ძალიან მოსწონს სინათლე.

გამრავლება: მისი გამრავლება შესაძლებელია თესლითა და კალმით. თესლით გამრავლებას მისი სუსტი ზრდის ნაზარდის გამო არ მიმართავენ, ამიტომ უპირატესია დაკალმებით გამრავლება.

გასამრავლებლად ვიღებთ 7-8 სმ-იან გახავებეულ კალამს და დაფესვიანების დასაჩქარებლად ვიყენებთ სპეციალურ ნაზავს, ვათავსებთ რამდენიმე სთ-ის განმავლობაში და შემდეგ გადაგვაქვს სპეციალურ სუბსტრატში. ძირითადი პირობაა, რომ შევუქმნათ მუდმივი ტენი. ასეთ პირობებში დაფესვიანება დაახლოებით 3-4 კვირის განმავლობაშია შესაძლებელი.

დარგვა: დარგვა რეკომენდებულია გაზაფხულზე. ღია გრუნტში დარგვისას, საჭიროებს ნოყიერ და ფხვიერ ნიადაგს. გადარგვის დროს, თუ ღია ფესვთა სისტემით გვაქვს ნერგი, რეკომენდებულია ფესვების დამუშავება სპეციალური სამუშაო ხსნარით, ხოლო საჩითილე ჭიქის შემთხვევაში, ნერგი გადადის თავის სუბსტარტიანად ნიადაგში. გადარგვის დროს სასურველია არ დაზიანდეს მცენარის ფესვი და მოვრწყათ დრულად და გამოკვებოთ სტიმულატორით.

გამოკვება: გადარგვის შემდეგ საჭიროებს გამოკვებას, ყოველ 7-10 დღეში ერთხელ წყალში ხსნადი სასუქებით.

მორწყვა: გვალვიან პერიოდში საჭიროებს უფრო უხვ მორწყვას, ვიდრე ზამთარში (ზამთარში საჭიროებს ზომიერ რწყვას). მისთვის არაა რეკომენდებული არც გადაჭარბებული ტენი და არც მისი დეფიციტი. ქოთნის ბზის შემთხვევაში მიზანშეწონილია ქოთნის მოსარწყავის გამოყენება, საიდანაც თვითონ მცენარე შეითვისებს იმ რაოდენობის ტენს, რაც მისთვის იქნება რეკომენდებული.

დაავადებები: საშიში საკარანტინო დაავადება ბზის სიდამწვე. ახასიათებს ფოთლების ნაწილობრივი ფერის ცვლილება (ფოთოლი გამოირჩევა ოქროსფერი შეფერილობით, ლაქიანობით), ღეროზე მოგრძო მუქი ლაქებით. ბრძოლის ღონისძიებებისას, რეკომენდებულია ყველა დაზიანებული ფოთლის მოცილება (სანიტარული ჭრა) და ტერიტორიიდან გატანა, რადგან დაზიანების კერა არ დარჩეს. სანერგეში სასურველია ნიადაგის შეცვლა. სანიტარული ჭრის შემდეგ, სასხლავი მაკრატელი უნდა დაამუშაოთ სადიზენფექციო ხსნარით და წამლობა უნდა ჩაატაროთ ფუნგიციდისა და სტიმულატორის კომბინაციით.

მავნებლები: ბზის ინვაზიური მავნებელი ბზის ალურა (Cydalima perspectalis), რომელიც აზიანებს ფოთლებს და ტოტებს; მავნებელი (წელიწადში გვაძლევს 3 თაობას) მოყავისფრო თეთრი პეპელაა, მომწვანო-მოყვითალო მატლი 5სმ-მდე იზრდება, რამდენიმე დღეში მას შეუძლია მცენარე ნელ-ნელ დააკნინოს და საბოლოოდ გაახმოს კიდეც. ამიტომ მისი განვითარების პერიოში (აპრილი-მაისი) ან მავნებლის აღმოჩენისთანავე, სასურველია გამოვიყენოთ მექანიკური ბრძოლის ღონისძიებები (დაზიანებული ტოტების სხვლა და გატანა ტერიტორიიდან) და ინსექტო-აკარიციდებით წამლობა ერთ კვირაში გამეორებით.”

თეონა ნოზაძე

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share