Jump to content
×
×
  • Create New...

ხორციელის, ანუ საშინელი სამსჯავროს კვირა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ხორციელის კვირას საშინელი სამსჯავროს კვირა ეწოდება. ამ დროს ტაძრებში ღვთისმსახურებისას სახარებიდან სწორედ ის ადგილი იკითხება, სადაც თავად უფალი საუბრობს საშინელი სამსჯავროს შესახებ. ამით ეკლესია დიდი მარხვისათვის გვამზადებს და ყველას სინანულისაკენ მოგვიწოდებს. ხორცილის კვირის შესახებ ამბიონს მეტეხის ტაძრის წინამძღვარი მამა აკაკი მელიქიძე ესაუბრა.

http://www.ambioni.ge/files/samsjavro.jpgმამა აკაკი მელიქიძე: “ეს კვირა განსაკუთრებულია თავისი თვალსაზრისით და მას საშინელი სამსჯავროს კვირა ეწოდება. დადგება ის დრო, როცა განისჯება ყოველი ადამიანი თავისი ცხოვრებისა და იმის მიხედვით, თუ რა სიკეთე ქმნა, უფლის მცნება როგორ დაიცვა, როგორ აღასრულა, უფალს როგორ შეხვდა განსაცდელების ჟამს, ან მაცხოვარი შეიყვარა თუ არა. როგორც ამ კვირის სახარებიდან ჩანს, იესო ქრისტე ამბობს: მოვედით შვილნო, კურთხეულნო მამისანო და დაიმკვიდრეთ თქვენთვის განმზადებული სასუფეველი უკუნისამდე, რამეთუ მშიერი ვიყავი და მაჭამეთ, მწყურვალი ვიყავი და მასვით, ტყვეობაში ვიყავი და მომხედეთ, სნეულებაში ვიყავი და საავადმყოფოში მოხვედით და მნახეთო. ისინი ეტყვიან: უფალო, როდის გნახეთ მშიერი, ან მწყურვალი, ან ტყვეობაში, ან საავადმყოფოში?! უფალი კი მიუგებს: ერთ მცირე ჩემ მოძმეთაგანს რა სიკეთეც გაუკეთეთ, მე გამიკეთეთო. ე.ი. აქ იგულისხმება ის, რომ ადამიანებს ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და შევიყვაროთ მოყვასი. ეს სიყვარული გამომდინარეობს სწორედ მასზე ზრუნვაში, იმაში, რომ თუ გაჭირვებულია, უნდა მივხედოთ. ამას ღმერთი ღებულობს, თითქოს ეს მისთვის გაგვეკეთებინოს.

სხვებს კი უფალი საშინელ სიტყვებს ეტყვის: წარვედით მართლუკუნ, წყეულნო, იქ, სადაც არის მარადიული სატანჯველი და ცეცხლი გეენიისა, რამეთუ მშიერი ვიყავი და არ მაჭამეთ, მწყურვალი ვიყავი და არ მასვით, ტყვეობასა თუ სნეულებაში ვიყავი და არ მომხედეთო. ისინი ჰკითხავენ: როდის გიხილეთ, უფალო, ან მშიერი, ან მწყურვალი, ან სნეულებასა და ტყვეობაში მყოფიო?! მაცხოვარი კი მიუგებს: თქვენ რაც არ გაუკეთეთ თუნდაც ერთ მოძმეს, ის მე არ გამიკეთეთო. ამას ყოველი ადამიანი უნდა ელოდოს ქვეყნის დასაბამიდან ბოლო დრომდე. სწორედ ეს სამსჯავრო არის მიუკერძოებელი. განირჩევიან დამიანები. ზოგი უფლის მარჯვენა მხარეს დადგება, ზოგი – მარცხენა მხარეს. აქ მაცხოვარს იგავის სახით მოჰყავს: ვითარცა მწყემსი გაარჩევს ცხოვართა თიკანთაგან. ცხოვარნი, ანუ ცხვრები დადგებიან მარჯვნივ, თიკანნი კი – მარცხნივ. მარჯვნივ იქნებიან ისინი, ვინც მიხედეს მცირეოდენ მოძმეს უფლისას გაჭირვებაში, სნეულებაში, ტყვეობაში და მოწყალება გაიღეს, ე.ი. მათ აქვთ კურთხევა სასუფეველში დამკვიდრებისა, ხოლო მარცხნივ თიკნები, რომელთაც არ მიხედეს მოყვასს და არანაირი სიკეთე გაუკეთეს, შესაბამისად, ეშმაკთან და სატანასთან ერთად საშინელ მარადიულ სატანჯველში, ანუ ჯოჯოხეთში მოხვდებიან.

ეკლესიურად ეს კვირა განწესებულია იმისთვის, რომ ადამიანი დაიმოძღვროს უფლის მცნებებით მაცხოვრის სიტყვებიდან გამომდინარე, რომ მას ჰქონდეს წარმოდგენა, თუ რა ელის, რა არის საბოლოოდ მისი ხვედრი და შეინანოს და გაითვალისწინოს, რამეთუ ეს არის მომზადება დიდმარხვაში შესვლისათვის. ეს ორმოცდღიანი მარხვა თვით ქრისტეს მიერ შესრულებული მარხვაა. ორმოცი დღე და ღამე უფალმა იშიმშილა, არ მიიღო საზრდელი. მარხვაში ადამიანი ინანიებს თავის ცოდვებს და იმ შეგნებით უნდა იყოს, რომ დადგება საშინელი სამსჯავრო. ყოველი აღსარების თქმა არის საშინელ სამსჯავროზე წარდგენისათვის მზადება. ე.ი. პიროვება ჯეროვნად ინანიებს ცოდვებს ამქვეყანაზე, თავის სიცოცხლეში, რომ იქ საშინელ სამსჯავროზე შეეძლოს პასუხის გაცემა. საერთოდ, მორწმუნემ თავისი აღსარება ყოველთვს უნდა ააგოს ისეთი სახით, რომ ეს მისი უკანასკნელი აღსარებაა, რათა საშინელ სამსჯავროზე ის გამართლდეს, არ მიიღოს ხვედრი ეშმაკთან და ბოროტთან და საშინელ მარადიულ სატანჯველში. ასე ამზადებს ადამიანებს ეკლესია დიდი მარხვისათვის. თუკი ისინი სწორად გაიგებენ და შეიგნებენ იმას, თუ რისთვის არის საჭირო მარხვა, რატომ იმარხულა ქრისტემ, რომ უფალს კი არ სჭირდებოდა ეს, არამედ როგორც ზეციური მოძღვარი მობრძანდა მიწიერი პედაგოგისა და მასწავლებლის სახით და მაგალითი გვაჩვენა, თვითონ დაიცვა მარხვა, თავად წარგვიძღვა და გვითხრა, ამას ვაკეთებ თქვენთვის, რათა მომბაძოთ, შეინანოთ და ჩემთან იყოთ, რადგან ახლოს არს სასუფეველი ცათაო.

სინანული ისეთი რამ არის, რომ ადამიანს შეიძლება ბევრი ცოდვა ჰქონდეს ჩადენილი, მაგრამ ღმერთმა შეუნდოს და მიუტევოს. მარხვა ნიშნავს იმას, რომ პიროვნება ცოდვას ინანიებს და მიეტევება კიდეც, მაგრამ, ამავე დროს, ის ცოდვა არ არის ჯერ კიდევ წაშლილი. ეს მოხდება მაშინ, თუ იმ ჩადენილი ცოდვის საპირისპირო რაიმე სიკეთეს გააკეთებს, ანუ მოწყალებას გასცემს, მოყვასს, გაჭირვებულს შეეწევა, დაეხმარება, დააპურებს, თუ მწყურვალია ვინმე, წყალს დაალევინებს. ეს უკვე არის საქმით სინანულის გამოხატვა და ამ დროს მისი ცოდვაც წაიშლება. ასეთი ადამიანი მოხვდება მათ შორის, ვინც ღმერთმა დალოცა და აკურთხა: მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ საუკუნითგან განმზადებული თქვენთვის სასუფეველსა შინა. სწორედ იმისთვისაა ეს კვირა, რომ ადამიანმა გაიგოს ეს და ამავე დროს შეემზადოს, რომ მარხვის მეშვეობით განიწმიდოს და განმართლდეს ღვთის წინაშე მომავალ საშინელ სამსჯავროზე.

მოგეხსენებათ, რომ ის დიდი სამსჯავრო ჯერ შეიძლება არ მოვიდეს, მაგრამ აღსასრული სიკვდილის სახით ნებისმიერ ჟამს მოსალოდნელია ეწიოს ადამიანს და იქ რითი წარდგება? აი, ამისთვის უნდა იყოს მზად, ყოველთვის ახსოვდეს უფალთან შეხვედრის გარდაუვალობა, რადგან თუკი ის აღესრულა, მოკვდა, გარდაიცვალა, მას უკვე აღარ ექნება შესაძლებლობა სინანულისა, აღარ შეეძლება თავის გამართლება. ამიტომ ეკლესია გვმოძღვრავს, რომ ხშირად ვთქვათ აღსარება და დავიცვათ მარხვა.

მარხვა აღსარების გარეშე მარხვა არ არის. აღსარების მეშვეობით კი სრულდება მარხვა და მისი საშუალებით ღმერთი ხედავს გულს ადამიანისას. თუკი ადამიანი მარხულობს და ამბობს აღსარებას, რათა მან შეძლოს განწმედა, უფალი მას მისცემს სასიცოცხლო ძალასა და ენერგიას. მაცხოვარს არავის დაღუპვა არ სურს, ამიტომაც მან ამ იგავის მეშვეობით განგვიცხადა, რა არის მოსალოდნელი მომავალში და როგორ უნდა განმართლდეს ნებისმიერი ჩვენგანი. უფალს ნებავს, რომ ყველა გადარჩეს და დაემკვიდროს სასუფეველში.

ხორციელის კვირაში მარხვა მხოლოდ ოთხშაბათსა და პარასკევს არის. რადგან ხორციელის კვირა ეწოდება, ამ დროს ხდება შემზადება ადამიანებისა, რომ მათ თადარიგი დაიჭირონ და მიიღონ ხორცის საკვები. ეს ეკლესიის კურთხევაა. ადამიანს სჭირდება დიდი ძალა, ენერგია, რადგან მარხვას თან ახლავს თავისებური ღვაწლი, სრულდება მეტანიები, მუხლდრეკა და ასეთი კურთხევაც იმისთვისაა, რომ პიროვნებამ ფიზიკურად შეძლოს ყოველივე ამის აღსრულება. შემდეგ უკვე იწყება ყველიერი, ხორცი იკრძალება და ასე, თანდათან მორწმუნე ემზადება მარხვისათვის.

მართლაც, თუ კეთილგონივრულად მოვემზადებით, ამ მხრივ მარხვის დაცვა ნამდვილად არ გაგვიჭირდება და ის ძალაც სათანადო გვექნება, რომ შევძლოთ გახანგრძლივებული ღვთისმსახურებების ატანა. სულიერად თუკი მხნედ ვიქნებით, უფრო მეტი შემართებითა და ხალისით ვიმარხულებთ. ისედაც იგრძნობა, რომ მარხვა ტკივილგამაყუჩებელი, უძლურებიდან გამომყვანია და სიმხნევესა და ენერგიას აძლევს რწმენით მარხულ ადამიანს. მარხვას ისეთი ძალა გააჩნია, რომ მისი მეშვეობით შეიძლება სნეულებაც კი განიკურნოს, თუკი ადამიანი სწორად წარმართავს მას და სინანულში იქნება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ!”

თათია ნავროზაშვილი

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share