Jump to content
×
×
  • Create New...

ყველიერის შვიდეული


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

http://www.ambioni.ge/files/mrevli-13-1024x684.jpg

მარხვის დაწყებას წინ უშუალოდ უძღვის ბოლო კვირა – ყველიერის შვიდეული. როგორც წესი, ყველიერის კვირა მოძრავია. ეს არის მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის. ამ კვირაში ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია, მაგრამ მხოლოდ რძის ნაწარმით და კვერცხით, რადგან ხორცი კვირა საღამოს ვახშმის შემდეგ აიკრიბება სუფრიდან და აღდგომამდე აღარ იჭმევა.

ხორციელის კვირიაკეს საკვირაო წირვაზე ეკლესიამ მორწმუნეებს საშინელი სამსჯავრო შეახსენა, წაკითხულ იქნა ნაწყვეტი მათეს სახარებიდან (მათ. 25, 31-46), რომელშიც უფალი გვამცნობს, თუ როგორი იქნება საშინელი სამსჯავრო;

ყველიერის კვირაში სამშაბათ საღამოდან უკვე უნდა წავიკითხოთ სპეციალური მოკლე ლოცვა წმიდა ეფრემ ასურისა.

ზოგადად ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში “დილისა” და “ძილის წინ” ლოცვების შემდეგ იკითხება. ამ ლოცვას ვკითხულობთ ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას, შემდეგ კი მიტევების კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით (დიდმარხვის განმავლობაში ამ ლოცვას არ ვასრულებთ ყოველ პარასკევ საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განავაახლებთ ხოლმე).

მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ჩვეულებისამებრ, ყველიერის კვირას ქრისტიანები ერთმანეთს სთხოვენ შენდობას. ამიტომ ამ დღეს შენდობის კვირაც ეწოდება.

“მორწმუნემ ყველიერის კვირაში ერთგვარად თავი უნდა შეამზადოს მომავალი მარხვისათვის, მომავალი მკაცრი სულიერი შრომისათვის. ადამიანებს რომ ეს გადასვლა გაუადვილდეთ, სწორედ ამიტომ ეკლესია ეტაპობრივად ახდენს სხვადასხვა დავალებების შეთავაზებას. მარხვა სულისათვის მისი მარადიული შემადგენელისათვის გამოუდეგარი მოქმედებებიდან თავის შეკავებასაც გულისხმობს. ეს იქნება სატელევიზიო, თუ სხვა გასართობი სანახაობებისაგან თავის შეკავება. ყველიერის კვირა მარხვის დასაწყისი და შესამზადებელი პერიოდია, ამიტომ ყოველი მორწმუნე ინდივიდუალურად წყვეტს, რა სახით მოემზადოს დიდი მარხვისათვის,” – მამა გიორგი წეროძე.

ლოცვა ეფრემ ასურისა

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).

ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).

ყველიერის შვიდეული მთვარდება მიტევების – შენდობის კვირიაკით (კვირა დღით). ამ დღეს ყველა მორწმუნე უნდა ეცადოს განსაკუთრებული სინანულით წარსდგეს უფლისა და მოყვასის წინაშე, ითხოვოს საკუთარ ცოდვათა მიტევება და სხვებსაც მიუტევოს, თუ რამ წყენა ახსოვს მათგან. უნდა გვახსოვდეს, რომ როგორი მიმტევებლებიც ვიქნებით მოყვასის მიმართ, ისევე მოგვეტევება ჩავენი ცოდვები უფლის წინაშე. ასე სინანულით განწმენდილები უნდა შევუდგეთ დიდმარხვას. უფალმა მოგვცეს ძალა ღირსეული მარხვისა და განგვაცდევნოს ჭეშმარიტი სიხარული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისა! ამინ!

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share