Jump to content
×
×
  • Create New...

მზადება დიდი მარხვისათვის


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

დიდი მარხვა თავისი მნიშვნელობით, სიმკაცრით თუ ზეიმურობით გამოირჩევა ყველა სხვა მარხვისაგან. მისი შესრულებით ჩვენ ვემზადებით ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაულის – ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.

http://www.ambioni.ge/files/mcxeta-3-1024x643.jpg

ეკლესია თავისი მორწმუნეების სულიერ და ფიზიკურ მომზადებას დიდი მარხვისათვის რამდენიმე კვირით ადრე იწყებს. დიდმარხვის დაწყებას წინ უძღვის სამი კვირა: მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილის, ხორცთა აკრებისა და საშინელი სამსჯავროსი და ბოლო კვირიაკე (კვირა დღე) – მიტევებისა და ადამის სამოთხიდან განდევნისა.

ა) კვირა მეზვერისა და ფარისევლისა.

ეს კვირა ხსნილია (ე.ი. ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვას არ ვიცავთ.). შვიდეულის დასაწყისში საკვირაო წირვაზე ეკლესია იხსენებს იგავს სახარებიდან მეზვერისა და ფარისევლის შესახებ (ლუკა 14, 12-14). თუ როგორ ისმინა ღმერთმა ლოცვა ყოვლად უღირსი ადამიანისა – მეზვერესი (მეზვერე – გადასახადების ამკრეფი. მეზვერეები, რომლებიც ძირითადად დამპყრობ რომაელებს ემსახურებოდნენ, ებრაელებს განსაკუთრებულად ეზიზღებოდათ), შეიწყალა იგი და სინანულის გამო, დააყენა უფრო წინ, ვიდრე ფარისეველი (ფარისეველი – ებრაული რელიგიური ელიტის წარმომადგენელი. ფარისევლები გამოირჩეოდნენ იმით, რომ გარეგნულად მოსეს მიერ მიცემულ ებრაულ სჯულს ზედმიწევნით ასრულებდნენ, რაც საკმაოდ რთული იყო), რომელიც ღმრთის კანონებს გარეგნულად კი ასრულებდა, მაგრამ არ ჰქონდა სინანული. ამ იგავის გახსენებით ეკლესია მოგვიწოდებს სინანულისაკენ.

ბ) კვირა უძღები შვილისა

საკვირაო წირვაზე უძღები შვილის შესახებ იგავის გახსენებით (ლუკ. 15, 11-32) (როგორ დაუბრუნდა მამას გაქცეული შვილი, რომელმაც მთელი თავისი ქონება გაფლანგა, მაგრამ მიხვდა თავის დანაშაულს და მამასთან მსახურად დადგომა გადაწყვიტა, მამამ კი ასეთი სინანულის გამო კვლავ შვილად მიიღო), ჩვენი სინანული კიდევ უფრო იზრდება.

ჩვენი სუფრაც შედარებით განტვირთულია: ოთხშაბათსა და პარასკევს კვლავ მარხვას ვინახავთ; ამასთან ეს ბოლო შვიდეულია, როდესაც ხორცის მიღება შეგვიძლია. ამიტომ ამ კვირას ხორციელის შვიდეული ეწოდება.

ხორციელის შაბათი – მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს მიცვალებულთათვის განსაკუთრებული ლოცვები აღევლინება და ეკლესიაში იკურთხება საკურთხი.

გ) ყველიერის კვირა. ხსენება საშინელი სამსჯავროსი. ხორცის აკრეფა.

მარხვის დაწყებას წინ უშუალოდ უძღვის ბოლო კვირა – შვიდეული ყველიერისა. ამ კვირაში ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია, მაგრამ მხოლოდ რძის ნაწარმით და კვერცხით, რადგან ხორცი კვირა საღამოს ვახშმის შემდეგ აიკრიბა სუფრიდან და აღდგომამდე აღარ იჭმევა.

საკვირაო წირვაზე ეკლესია მორწმუნეებს საშინელ სამსჯავროს ახსენებს, იკითხება ნაწყვეტი მათეს სახარებიდან (მათ. 25, 31-46), რომელშიც უფალი გვამცნობს, თუ როგორი იქნება საშინელი სამსჯავრო; გარდა ამისა, ოთხშაბათს და პარასკევს დილით და საღამოს, მორწმუნეებმა უკვე უნდა წაიკითხონ სპეციალური მოკლე ლოცვა წმიდა ეფრემ ასურისა, რომელიც შემდგომში მთელი დიდი მარხვის განმავლობაში ითქმის ყოველ დილა-საღამოს, გარდა შაბათ-კვირისა.

წყარო: http://orthodoxy.ge/

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   214 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 213 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • ASIA
    • YandexBot(22)
    • Facebookexternalhit(2)
    • Googlebot(1)