ფორუმელი Moor Posted 10 მარტი, 2021 Posted 10 მარტი, 2021 გომელაური და ღარიბაშვილი admin Wed, 03/10/2021 - 21:52 ვახტანგ გომელაური ბიძინა ივანიშვილის დაცვაში მუშაობდა, ირაკლი ღარიბაშვილს კი მის კომპანიებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორივე პირი საჯარო თანამდებობებზე დაინიშნა. გადასახადების გადამხდელებმა ვახტანგ გომელაურს საჯარო სამსახურში ხელფასად 691 ათასი გადაუხადეს. ხოლო ირაკლი ღარიბაშვილს საჯარო თანამდებებებზე მუშაობისთვის გადასახადების გადამხდელებმა 162 ათასი გადაუხადეს. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის თანამდებობას სხვადასხვა დროს ხუთი სხვადასხვა პირი იკავებდა. 2012-2013 წლებში შსს-ს მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა, 2013-2015 წლებში – ალექსანდრე ჭიკაიძე. მინისტრის თანამდებობა ორჯერ ეკავა ვახტანგ გომელაურს, რომელმაც პირველად მინისტრის თანამდებობაზე 2015 წელს დაინიშნა, მეორედ კი 2019 წელს და დღემდე მოქმედი მინისტრია. 2015-2017 წლებში თანამდებობას გიორგი მღებრიშვილი იკავებდა, ხოლო 2017-2019 წლებში გიორგი გახარია. შინაგან საქმეთა 5 მინისტრიდან 2 მინისტრი პირდაპირ არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან. კარიერული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ისინი ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაში იყვნენ. ირაკლი ღარიბაშვილი წლების განმავლობაში მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან. თავდაპირველად, 2009-2012 წლებში შპს ქართული ოცნების დირექტორი გახლდათ, 2012 წელს ირაკლი ღარიბაშვილი პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელი წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი გახდა, ამის შემდეგ, 2012-2013 წლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, თუმცა აღნიშნული პოზიცია მალევე დატოვა. 2013-2015 წლებში ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო. 2019-2020 წლებში ის საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტსაც იკავებდა, თუმცა 2021 წლის დასაწყისში, მაშინ, როდესაც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა, პარტია ქართულმა ოცნებამ 2021 წლის 18 თებერვალს მის შემცვლელად კვლავ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა და იგი კვლავ პრემიერი გახდა. საჯარო სამსახურების უმაღლეს თანამდებობებამდე ირაკლი ღარიბაშვილი სს ბანკ ქართუში მუშაობდა. კერძოდ, 2007-2012 წლებში ირაკლი ღარიბაშვილი სს ბანკი ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, ამავდროულად 2005-2012 წლებში იკავებდა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუს გენერალური დირექტორის თანამდებობას. 2005-2008 წლებში ღარიბაშვილი სს ქართუ ჯგუფის პრეზიდენტის თანაშემწე იყო. 2004-2005 წლებში მისი საქმიანობა ასევე უკავშირდებოდა შპს ბურჯის (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტს, კერძოდ, ის 2004-2005 წლებში აღნიშნული დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი იყო, ხოლო შემდეგ აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ჯამში 85,825 ლარი მიიღო, ხოლო პრემიერ-მინისტრობის პერიოდში – 56,869 ლარი. ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2020 წლით თარიღდება, მან საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში მხოლოდ 2019 წელს 19,102 ლარი მიიღო შემოსავლის სახით. ღარიბაშვილის ახალი, 2021 წლის დეკლარაცია ჯერ-ჯერობით შევსებული არ არის. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც შპს ქართული ოცნების დირექტორმა, 2012-2013 წლებში 206,250 ლარი მიიღო, ხოლო იმავე პერიოდში საქველმოქმედო ფონდი ქართუს გამგეობის თავმჯდომარედ ყოფნისას, მან 90,476 ლარი მიიღო ხელფასის სახით. მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურში მუშაობდა. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ კი კარიერული წინსვლა განიცადა და ჯერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2015 წლიდან შსს-ს მინისტრად დაინიშნა. საჯარო თანამდებობებზე ყოფნის შედეგად გომელაურმა 2012-2019 წლებში შემოსავლის სახით 690,869 ლარი მიიღო. მათგან მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას 249,828 ლარი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობისას 374,671 ლარი, ხოლო მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას 66,370 ლარი. ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა ანზორ ჩუბინიძეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტია. ანზორ ჩუბინიძე ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ანზორ ჩუბინიძე 2013 წელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. წყაროები: დეკლარაციები - https://bit.ly/3ta0qpl ანზორ ჩუბინიძე https://bit.ly/3eqSBYw ირაკლი ღარიბაშვილი- http://gov.ge/index.php?lang_id=geo&sec_id=430 TI საქართველო https://bit.ly/3eoC7A7 Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-03/160017271_2904858496456248_8990066681337005601_o.jpgმარტი 2021 2021 Author ლიზა ქორიძე Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა