Jump to content
×
×
  • Create New...

გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის სასამართლოში მოსამართლის ფიცი დადო


Recommended Posts

  • ფორუმელი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ექვსმა ახლადარჩეულმა მოსამართლემ, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ, 10 მარტს მოსამართლის ფიცი დადო.

გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ 9 წლიანი ვადით 2020 წლის 18 დეკემბერს აირჩიეს. იგი პირველი ქართველი კანდიდატია, რომელმაც ჰააგის მოსამართლის მანტია მოირგო.

გოჩა ლორთქიფანიძეს 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ოქტომბრიდან კი – მას შემდეგ, რაც ამავე უწყების მინისტრმა, თეა წულუკიანმა თანამდებობა საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო დატოვა, იგი იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

ლორთქიფანიძე სამართლის განხრით თსუ-ის, ესექსისა და ჰარვადრის უნივერსიტეტებში სწავლობდა. 2005-2009 წლებში იგი საერთაშორისო სამართლისა და საგარეო საქმეთა საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწე იყო.

ლორთქიფანიძესთან ერთად, დღეს ფიცი ასევე დადეს – ჯოანა კორნერმა (გაერთიანებული სამეფო), მარია დელ სოკორო ფლორეს ლიერამ (მექსიკა), სერხიო გერარდო უგალდე გოდინეზმა ( კოსტა რიკა), მიატა მარია სამბამ (სიერა ლიონე) და ალზეა ვიოლეტ ალექსის-ვინდსორმა (ტრინიდადი და ტობაგო).

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   124 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 124 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(14)
    • Chrome(17)
    • Facebookexternalhit(4)
    • Googlebot(4)