ფორუმელი Moor Posted 10 მარტი, 2021 Posted 10 მარტი, 2021 ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ექვსმა ახლადარჩეულმა მოსამართლემ, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ, 10 მარტს მოსამართლის ფიცი დადო. გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ 9 წლიანი ვადით 2020 წლის 18 დეკემბერს აირჩიეს. იგი პირველი ქართველი კანდიდატია, რომელმაც ჰააგის მოსამართლის მანტია მოირგო. გოჩა ლორთქიფანიძეს 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ოქტომბრიდან კი – მას შემდეგ, რაც ამავე უწყების მინისტრმა, თეა წულუკიანმა თანამდებობა საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო დატოვა, იგი იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. ლორთქიფანიძე სამართლის განხრით თსუ-ის, ესექსისა და ჰარვადრის უნივერსიტეტებში სწავლობდა. 2005-2009 წლებში იგი საერთაშორისო სამართლისა და საგარეო საქმეთა საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწე იყო. ლორთქიფანიძესთან ერთად, დღეს ფიცი ასევე დადეს – ჯოანა კორნერმა (გაერთიანებული სამეფო), მარია დელ სოკორო ფლორეს ლიერამ (მექსიკა), სერხიო გერარდო უგალდე გოდინეზმა ( კოსტა რიკა), მიატა მარია სამბამ (სიერა ლიონე) და ალზეა ვიოლეტ ალექსის-ვინდსორმა (ტრინიდადი და ტობაგო). Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა